x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებიც ქალიშვილები გათხოვდნენ ან მოკვდნენ

ე, წ "ქალიშვილობის ინსტიტუტი" დღეს თითქმის აღარ არსებობს, ამიტომ, ალბათ გაგაოცებთ, თუ გეტყვით, რომ სწორედ 21-ე საუკუნეში არსებობენ ცნობილები, რომლებიც გარკვეული მიზეზებისა და შეხედულებების გამო ქორწინებამდე ან სიკვდილამდე ქალწულები დარჩნენ.


image


გაინტერესებთ ვინ არიან ისინი?



1. სიუზან ბოილი. image


ბრიტანელი ვარსკვლავი საქვეყნოდ ცნობილი 2009 წლის ბრიტანული ნიჭიერიდან გახდა. შოუში ის მღეროდა. თავად აქვს ნათქვამი, რომ 53 წლამდე მამაკაცისთვის არც კი უკოცნია, სხვა ინტიმურ საკითხებზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. თუმცა, სიუზანსაც გაუღიმა ბედმა და და შეხვდა თავისი ცხოვრების მამაკაცს.





2. ელიზავეტა ტიუდორი. image


თუმცაღა, სიუზან ბოილი ერთადერთი ბრიტანელი არ არის ვინც ქალწულობა შეინახა. ნამდვილ ქალწულად ბრიტანეთში, XVI საუკუნის დედოფალ ელიზავეტა ტიუდორს მოიხსენიებენ. მან გათხოვებასა და კაცის ყოლაზე უარი სწორედ სტატუსის გამო განაცხადა - არ სურდა ქმრის გამო, რომელიც მეფე გახდებოდა, სტატუსი დაეკარგა, ან და სიყვარულის გამო დაეკარგა თავი და ვეღარ ემართა ქვეყანა სწორად. დადიოდა ჭორებიც, რომ ის კაცებს ხვდებოდა, თუმცა პურიტანულ ინგლისში და თან მაშინ, ამაზე ხმამაღლა კრინტის დაძვრას ვერავინ გაბედავდა. მოკვდა თუ არა ქალწულად დედოფალი ელიზავეტა, არავინ უწყის.





3. ჟანა დარკი. image


საფრანგეთის ეროვნული გმირი 19 წლის ასაკში კოცონზე ცოცხლად დაწვეს. ხალხის მეხსიერებაში ის დარჩა როგორც ყველაზე ცნობილი ქალწული მსოფლიოში.





4. ვალერია ნოვოდვორსკაია. image


ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსი რუსეთში, ვალერია ნოვოდვორსკაია, მისი სიტყვებით, სიკვდილამდე ქალწული დარჩა - იგი 2014 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სექსი ნამდვილად არ აინტერესებდა ვალერიას და ის ამბობდა: "სექსით დაკავება, ეს არც თუ ისე საინტერესო საქმეა. პირიქით, მოსაწყენია - წავიკითხე".





5. ლიზა კუდროუ. image


სუპერსერიალი "მეგობრების" ერთ-ერთი მსახიობი ლიზა კუდროუ სრულიად განსხვავდება მისი პერსონაჟი ფიბის ცხოვრებისგან. მან ქალწულობა გათხოვებამდე შეინახა და გათხოვდა 32 წლის ასაკში. გათხოვებიდან სამ წელიწადში კი ვაჟი გააჩინა. სერიალ "მეგობრებში" მისი რეალური ორსულობაა გამოყენებული, სადაც პერსონაჟი ფიბი სუროგატი დედის როლს თამაშობს საკუთარი ძმისთვის, რომელსაც არ შეეძლო ცოლთან შვილის ყოლა.





6. ადრიანა ლიმა. image


Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ცხელი მოდელი ადრიანა ლიმა სერიოზულად აღიქვამს ორ რაღაცას: კარიერას და მრწამსს. ლიმა მორწმუნე კათოლიკეა და მისი "სისუფთავე ქორწინებამდე" უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. თავად ლენი კრავიცმაც ვერ შეძლო ლამაზმანის ცდუნება, რომელზეც ის 2002 წელს იყო დანიშნული. არ ყოფილა ქორწილი, შესაბამისად არც სექსი. ადრიანა ქალწულობას 2009 წელს ვალენტინობა დღეს 27 წლის ასაკში, კალათბურთელ მარკო იარიჩთან გამოეთხოვა მათი ქორწილის პირველ ღამეს.




0
1198
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0