x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კიდურები და ამით დაიპყრეს სამყარო
ყველამ ვიცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება ძალზედ რთულია. თუმცა, დღევანდელი სტატიის გმირები ამტკიცებენ, რომ მათი შესაძლებლობები სულაც არ არის შეზღუდული და მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს ხელი ან ფეხი, არ დაუკარგავთ საკუთარი თავი და რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. მათი გონებაგახსნილობა კი დაგარწმუნებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ისწრაფოდეთ მიზნისკენ.


image



წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს კიდურები და სწორედ ამით დაიპყრეს სამყარო



1. ქეით ფოსტერი, ტანმოვარჯიშე. 17 წლის. image



2011 წელს ქეით დაუსვეს საშინელი დიაგნოზი - მწვავე მიელოიდური ლეიკემია (

მწვავე ლეიკემიის კლასიფიცირება ხდება სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის მიხედვით.

სისხლის თეთრი უჯრედების ორი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • ლიმფოციტები - რომლებიც ებრძვიან ვირუსულ ინფექციებს
  • მიელოიდური უჯრედები - აქვთ სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლა, ორგანიზმის პარაზიტებისგან დაცვა და ქსოვილის დაზიანების გავრცელების პრევენცია)

სწორედ მწვავე მიელოიდური ლეიკემიის გამო, გოგონამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ოპერაციიდან სამი წლის შემდეგ ტანმოვარჯიშე კვლავ დაუბრუნდა სპორტს და კვირაში სამი დღე კვლავ ვარჯიშს უთმობდა. გასულ წელს მან შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა და დღემდე არ ყრის ფარხმალს და აგრძელებს ვარჯიშს სხვებთან ერთად.





2. ჯესი კუინი, ფიტნეს-მოდელი. 24 წლის. image


9 წლის წინ ჯესიმ ცალი ქვედა კიდური კიბოს გამო დაკარგა. მან დაძლია დეპრესია და დღეს კვლავ განაგრძობს საყვარელ საქმიანობას, გარდა ამისა კი ის Instagram-ზე ბლოგერია და აქტიურადაა ჩართული Nike-ს პროექტებში.





3. პაოლა ანტონინი, მოდელი. 21 წლის. image


2014 წელს პაოლას საშინელი ტრაგედიის გადატანა მოუწია. მას დაეჯახა ავტომობილი, რის გამოც საჭირო გახდა მისი ფეხის ამპუტაცია. პროთეზის საშუალებით კი მას შეუძლია განაგრძოს სრულყოფილი ცხოვრება. ის დაკავებულია ცეკვით, ფიტნესით, კატაობს სკეიტით და ჯირითობს ცხენზე.





4. ჯესიკა ვან ზეილი, აქტივისტი. 23 წლის. image


მელანომის მწვავე ფორმის გამო ავსტრალიელ სტუდენტს მოუწია გამოთხოვებოდა ცალ თვალს. მისი თვალი რომ არ ამოეღოთ, მელანომა გავრცელდებოდა მთელს ორგანიზმში. ის თავისუფლად გამოდის საზოგადოების წინაშე და "ნაკლს" მშვენიერი სახვევებით ნიღბავს, რომლებსაც თვად ქმნის და მისი კოლექცია არაერთხელ წარადგინა გულშემატკივრებისთვის. აქვს როგორც ყოველდღიური, ასევე მოდელი განსაკუთრებული დღეებისთვის.





5. კანია სესსერი, მოდელი და სპორტსმენი. 25 წლის. image


კანია ქვედა კიდურების გარეშე დაიბადა, რის გამო ბიოლოგიურმა მშობლებმა ის მიატოვეს - ბუდისტური მონასტრის საფეხურთან დატოვეს. მას აყვანილი მშობლები ზრდიდნენ და როდესაც 5 წლის გახდა, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. სწორედ შტატებში აეწყო მოგვიანებით მისი სამოდელო კარიერა. ის ასევე ვარჯიშობს და სურს რომ მონაწილეობები მიიღოს ოლიმპიურ შეჯიბრებებში.





6. რებეკა მარიენი, მოდელი. 30 წლის. image


მარიენი ცალი ზედა კიდურის გარეშე დაიბადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მის სამოდელო კარიერისთვის. მან რამდენჯერმე ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა და სწამს, რომ ძალიან მალე ჟურნალი Vogue-ს გარე კანსაც დაამშვენებს.





7. ბეთანი ჰემილტონი, სერფინგისტი. 27 წლის. image


ჰავაის მკვიდრ ბეთანი ჰემილტონს ფანატიკურად უყვარს სერფინგი. 13 წლის ასაკში ის კინაღამ იმსხვერპლა ზვიგენმა, თუმცა დაკარგა მხოლოდ ცალი კიდური და კინაღამ დაიღუპა სისხლდენისგან. საბედნიეროდ ის გადარჩა, თუმცა მომხდარმა მის სულს მაინც ვერ დაამჩნია შიშის კვალი. დღეს ის ტიტულიანი სერფინგისტი, ცოლი და დედაა, ასევე ავტორი წიგნისა "სულით სერფერი".





8. ნიკ ვუიჩიჩი, მწერალი, ორატორი. 34 წლის. image


ამ ახალგაზრდა და საოცრად მოტივირებულ მამაკაცს მთელი სამყარო იცნობს. ტეტრა ამელიის სინდრომით ცნობილი გენეტიკური დაავადებით დაიბადა ნიკი, რის გამოც მას არცერთი კიდური არ ჰქონდა. მას თავის მოკვლა უცდია, თუმცა იპოვა საკუთარ თავში ძალა და დღეს სრულიად სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს - დადის, ცურავს, იყენებს კომპიუტერს, წერს... ის ასევე მწერალია რამდენიმე ცნობილი წიგნის, რომლებიც ადამიანის მოტივაციას ეხება და ასევე კითხულობს ლექციებს.






0
415
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0