x
image
არჩილ ვერულიძე
მარტოხელა ბრიტანელმა ქალმა დაქორწინება გადაწყვიტა. მისი რჩეული გახდა პლედი!
image

ბრიტანეთის მკვიდრი პასკალ სელიკი უკვე 49 წლისაა. მრავალი წლის განმავლობაში იგი ეძებდა თავისთვის იდეალურ პარტნიორს, რომელიც მას სრულად გაუგებდა.

პასკალი აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ის შემოქმედებითი ადამიანია, მას ძალიან რთული ხასიათი აქვს. ყველა ურთიერთობა ადრე თუ გვიან განშორებით სრულდებოდა. ქალი არც კი ეჭვობდა, რომ მ იდეალური პარტნიორი ყოველთვის გვერდით ჰყავდა. და ეს არის პლედი! ბრიტანელი ქალი მასთან დაქორწინებასაც აპირებს.


ქალმა გადაწყვიტა უზარმაზარი ბრწყინვალე ქორწილის ჩატარება უამრავ სტუმართან ერთად. ღონისძიება დაგეგმილია შემდეგი წლის თებერვალში.


პასკალმა აღიარა, რომ მას პლედთან ყველაზე ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აეწყო. ის ხომ ყოველთვის მის გვერდით იყო: ათბობდა ქალს თავისი სითბოთი, ეხვეოდა და არასოდეს უღალატია. მხატვარმა აღიარა, რომ იგი თავის პლედს აღმერთებს და სურს, ეს სიხარული სხვებსაც გაუზიაროს. პლედი ხომ მისი ცხოვრების საუკეთესო პარტნიორია.

ქორწილი ძალიან მყუდრო იქნება. საქორწილო კაბად პატარძალმა შეარჩია პენუარი, ხალათი და მყუდრო ჩუსტები. დეტალები "საქმროს" ჩაცმულობის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.


ღონისძიება გაიმართება ექსეტერში, დევონის საგრაფო. მისვლა ყველა მსურველს შეეძლება. რესტორანი Glorious Art House. ამასთან, ყველა სტუმარმა მკაცრად უნდა დაიცვას "დრეს-კოდი": პიჟამა, ჩუსტები ... ასევე შეგიძლიათ თან წაიღოთ რბილი სათამაშოები ან თბილი გამათბობელი ბალიშები.

imageimage

სააგენტო "WooHoo Art Events" ამზადებს ასეთ არაჩვეულებრივ ქორწილს. მისი წარმომადგენლები ძალიან ამაყობენ ასეთი უჩვეულო დღესასწაულის მასპინძლობის პრივილეგიით.

0
258
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0