x
ოიდიპოსი, მასკულინობა, ფემინურობა
Sigmund Freud - Wikipedia

ოიდიპოსის კომპლექსი ფროიდის თეორიაში არის ცენტრალური ელემენტი. ფროშის მიხედვით, ფროიდი ეხმიანებოდა უნივერსალურ არაცნობიერ სურვილს, რომელიც მას ესმოდა, როგორც ძლიერი სურვილი მამის მოკვლისა და სექსუალურად დედის დაუფლება ბავშვის მიერ. ფროიდი გამოკვეთს ბიჭის სურვილს დაეუფლოს დედას და წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას მამის მიმართ, რომელიც დაბრკოლებაა ბიჭისთვის.

ფროშს მოაქვს ორი ძირითადი მიზეზი ოიდიპოსის კომპლექსის გაგებისათვის: გამომდინარე იქედან, რომ ოდიპოსის ცნება ფუნდამენტურია ფსიქოანალიტიკური თეორიისათვის, შესაბამისად მისი ცოდნა აუცილებელია ამ თეორიის უკეთ გასაგებად; მეორე კი არის ის, რომ ოიდიპოსის კომპლექსი ბევრ რამეს ნათლად გამოკვეთს, ფსიქოლოგია, კულტურა, საზოგადოება_სამივეზე იძლევა ინფორმაციას, ამიტომ საჭიროა მისი გააზრება.

ფროში ამბობს, რომ ოიდიპოსის ცნება არ არის აუცილებლობა, ის არის მეტაფორა, დაშვება და იძლევა იმის უკეთ გაგების შესაძლებლობას თუ როგორ ზემოქმედებს კულტურა და საზოგადოება ინდივიდზე. ამ ცნებით ჩვენ ვიგებთ, რა ხდება ინდივიდში, როდესაც საზოგადოების მხრიდან დაწესებულ აკრძალვებს პირისპირ ეჯახება იგი, ოიდიპოსის ცნება გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ ვინარჩუნებთ ურთიერთობას მშობლებთან, როგორც ჩვენს ცხოვრებაში ცენტრალურ ფიგურებთან, რომლებსაც შემდეგ სხვა ინდივიდებით ვანაცვლებთ.


ოიდიპოსი თავისი არსით, არის მკვლელი მამა-შვილის მტრობა ქალისათვის (დედა), როგორც ჯილდო, ის ეფუძნება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ძალაუფლება, უფლებამოსილება და პოტენცია.

ფროში აღნიშნავს, რომ ფროიდისთვის ფსიქოლოგია გაიგებოდა, როგორც ბიოლოგიურ ლტოლვებზე აღმოცენებული ფენომენი, სადაც ფუნდამენტური ადგილი სექსუალურ ლტოლვას უკავია, რომელიც დაბადებიდან ვლინდება სხვადასხვა ფორმით. ფროში საუბრობს, განვითარების სტადიებზე და თითოეულ სტადიაზე გამოვლენილ სექსუალურ ლტოლვაზე, თითოეულ სტადიაზე სხეულის სხვადასხვა ნაწილები იძლევიან სიამოვნების მიღების შესაძლებლობას და არამარტო, სექსუალობის ეს განსხვავებული ასპექტები ასევე ინდივიდის ხასიათზე აისახება.

Simply Psychology: Oedipus Complex - YouTube

ფროშის აზრით, ფალოსურ სტადიაზე ბავშვის სურვილის ობიექტად რჩება მკერდი, რომელიც დედას ეკუთვნის, ფალოსი კი საფრთხედ აღიქმება, რომელიც მამასთან აკავშირებს მას, სწორედ აქ ჩნდება ოიდიპოსის კომპლექსი. ბიჭის სურვილი ეკუთვნის დედას, თუმცა ის ასევე ხვდება, რომ მას ამ სურვილის ასრულებაში მამა უშლის ხელს, მამა ბევრად უფრო ძლიერი და ავტორიტეტული პიროვნებაა და ბიჭი ვერ შეძლებს მის დამარცხებას. ფროშის მიხედვით, ეს არის მდგომარეობა, როცა „სიამოვნების პრინციპი“ ხვდება „რეალურობის პრინციპს“ და აიძულებს ბავშვს რომ დათმოს მისი სურვილი.

ფროში გამოყოფს სამ ცნებას, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის ცენტრალური საფუძველია: კასტრაციის კომპლექსი, რეპრესია და იდენტიფიკაცია.

ბავშვის სურვილი დაეუფლოს დედას და მამის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ბავშვის გონებაში ყალიბდება, როგორც საფრთხე, რომელსაც იგი ელის მამისაგან.ფროში ამას აღწერს, როგორც ბავშვის სექსუალობას, რომელიც ფოკუსირდება პენისზე, ბავშვი განიცდის საფრთხეს საკუთარი სექსუალობის მიმართ და ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც „კასტრაციის კომპლექსი“. ბავშვს აგრესია გადააქვს მამაზე, ავლენს ნეგატიურ დამოკიდებულებას მის მიმართ.

ფროში გამოყოფს ორ გზას, რომლითაც ხორციელდება ოიდიპოსის კომპლექსის გადაწყვეტა: რეპრესია და იდენტიფიკაცია.

ბავშვის სურვილი დედისადმი ცნობიერიდან განიდევნება, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვმა დათმო მისი სურვილი, მხოლოდ ეს სურვილი გადადის არაცნობიერში და ცნობიერებასთან დაკავშირება აკრძალული აქვს, ეს პროცესი რეპრესიის სახელით არის ცნობილი.

იდენტიფიკაციის შემთხვევაში, ბიჭი ახდენს იდენტიფიცერებას მამასთან. ამ ქმედებით ბიჭს უჩნდება იდეა, რომ მას შეუძლია ერთ დღესაც მამის ადგილის დაკავება უფრო რაციონალური და მისაღები გზით. მაგ: ცოლის მოყვანით. აქვე, ფროში საუბრობს სუპერეგოზე, რადგან სუპერეგო ჩართულია ამ პროცესში და ის აკონტროლებს სოციალურად მიუღებელ ქცევებს და ასევე მიუღებელ, უკანონო აზრებს, რომლებიც ცნობიერში იმყოფებიან.

ფროში საუბრობს, პოზიტიურ და ნეგატიურ კომპლექსებზე, პოზიტიური ოიდიპოსის კომპლექსის შემთხვევაში, ბიჭი მამასთან იდენტიფიცირდება. უარყოფითი კომპლექსის დროს, კი ბიჭი ავლენს სიყვარულს საკუთარი სქესის მშობლის მიმართ და ეჭვიანობს საწინააღმდეგო სქესის მშობელზე. ფროში განიხილავს ოიდიპოსის კომპლექსს ფსიქოსოციალური მოდელის ჭრილში. ის ამბობს, რომ სოციალურად ოიდიპოსის კომპლექსის სტრუქტურა აღნიშნავს იმ შემაკავებელ ძალას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის სოციალურად მიუღებელი სურვილის განხორციელებასთან. ფროშის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი აჩვენებს, თუ როგორ ხდება ის რაც ინდივიდის გარეთ იმყოფება, საზოგადოება და კანონების სტრუქტურა, ასევე არის ინდივიდის შიგნითაც. ფსიქოსოციალური მოდელის განვითარებისთვის ეს დიდი წვლილია.

ფროში ფსიქოსოციალურ მოდელზე საუბრისას, წინ წამოწევს ენის, როგორც კომუნიკაციის სტრუქტურის, მნიშვნელობას, რომელიც ინდივიდის მიერ უნდა იყოს დასწავლილი, რათა სოციუმის ნაწილი გახდეს. ფროშის აზრით, ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ენის შექმნა, ენა არის სოციალური ბუნების მატარებელი ფენომენი, ადამიანები კი არიან ენის მომხმარებლები და მათი გამოცდილება ენას ცვლის და ავითარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ინდივიდი მეორესთან ურთიერთობით არსებობს, ენა დიდ როლს თამაშობს ფსიქოსოციალურ განვითარებაში.

ფროში საუბრობს ფემინური ოიდიპოსის ფროიდესულ გაგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტერმინი „ელექტრას კომპლექსი“, რომელიც გულისხმობს გოგოს სურვილს მამისადმი და ბრძოლას დედასთან, ფროიდი უპირატესად თვლიდა ორივე სქესი განხილულიყო ოიდიპოსის კომპლექსის ფარგლებში. ფროში გამოყოფს ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის ბიჭისეულ და გოგოსეულ გზას, რომელსაც ისინი გაივლიან. ბიჭისგან განსხვავებით გოგოს უწევს ორი ემოციური პრობლემის გადალახვა, რომელიც დაკავშირებულია მტკივნეულ დანაკარგთან. პირველი ესაა, დაემშვიდობოს მამრობით ფოკუსს (პენისს) საკუთარ კლიტორზე და მეორე, სურვილი გადაიტანოს დედისგან მამაზე. პატარა გოგონა აცნობიერებს, რომ მისი კლიტორი გაცილებით პატარაა, ვიდრე ბიჭის პენისი და ამის საფუძველზე არ მიიჩნევს კლიტორს იმდენად მნიშვნელოვან ორგანოდ, როგორიცაა ბიჭის პენისი. გოგონა გაბრაზებულია დედაზე, რომ მან ის თავის მსგავსი შექმნა. ფროშის მიხედვით, გოგონას აქვს დაუძლეველი სურვილი ჰქონდეს ისეთივე ზომის პენისი, როგორიც მამას აქვს, თუმცა ის ამავედროს აცნობიერებს, რომ მამასთან იდენტიფიკაციის გზით ამას ვერ მოახერხებს და ამის ნაცვლად იდენტიფიცირებას ახდენს დედასთან და ეჯიბრება მას, რომ დაიკავოს მისი ადგილი.

ფროში საუბრობს ასევე გოგონებში პენისის შურზე. ფალოსურ სტადიაზე გოგონებს უვითარდებათ პენისის შური და ისინი დედას ადანაშაულებენ მის არქონაში. საბოლოოდ, ეს სურვილი გარდაიქმნება ბავშვის ყოლის სურვილად, ქალი სრულიად რეალიზდება ვაჟიშვილის გაჩენის შემთხვევაში, რადგან იგი ამ ფორმით აღწევს დიდი ხნის სასურველ „პენისის ფლობას“.

ფროში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, გავივლით თუ არ გავივლით ოიდიპოსის კომპლექსს, თითოეულ ჩვენგანს უწევს მოუძებნოს გზა საკუთარი სურვილების ისე გამოვლენას, რომ იყოს სოციალურად მისაღები, დახვეწილი და რაციონალური. ინდივიდებს უწევთ გაუმკლავდნენ გარემოს შეზღუდვებს მათი სურვილების მიმართ და იპოვონ შესაძლებლობები მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0