x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103478
  • ვიდეო:347756
  • სურათი:467767
როდის გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე და ვინ იყო ჩვენი საერთო წინაპარი

როდის გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? ვინ ვართ და როგორ იქცა ჩვენი პლანეტა ისეთად, როგორიც ახლა არის? რა არის საერთოდ სიცოცხლე?

ყველაფერი, რაც ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვსმენია, შეიძლება, უბრალოდ, ჰიპოთეზა აღმოჩნდეს და არა თეორია, რადგან უკვე საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ოფიციალური მეცნიერების მონაცემები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ დავაყენოთ...


image



სიცოცხლის ჩასახვა დედამიწაზე – ოფიციალური ვერსია


ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, დაახლოებით, 3.8 მილიარდი წლის წინ, როდესაც პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურამ დაიწია, ოკეანეების სანაპირო წყლებში, ნივთიერებათა შერევის გზით, რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) წარმოიქმნა — შედეგად, დაახლოებით, 3.7 მლრდ. წლის წინ, სწორედ მის საფუძველზე, მოხდა სიცოცხლის თვითჩასახვა.

სხვადასხვა არაორგანული ნივთიერების შეერთებით, სიცოცხლის ჩასახვის სამეცნიერო თეორია აბიოგენეზისის სახელით არის ცნობილი და ის, დღემდე სამყაროს აღქმის თვალსაზრისით, სავსებით მისაღებად ჩანდა, თუმცა...


აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო…


2010 წელს სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობების დნმ-ის ანალიზის საფუძველზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცოცხლის ყველა ფორმას საერთო წინაპარი ჰყავდა და მას ლუკა (LUCA - last Universal Common Ancestor (უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი)) დაარქვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო გენეტიკური წინაპარი იყო და არა სიცოცხლის პირველი ფორმა დედამიწაზე.

იმის გამო, რომ ცოცხალი ორგანიზმების (მათ შორის ჩვენი) წინაპრების გენები შემორჩენილი არ არის, მეცნიერებს მისი შესწავლა, გენომების შედარების მეთოდით მოუხდათ და მათ ლუკას 355 გენის დადგენა შეძლეს.

ჩვენი საერთო წინაპარი პატარა ზომის ერთუჯრედიანი ორგანიზმი იყო და მას, დიდი ალბათობით, დენ-მი გააჩნდა, რომელიც იგივე ძირითად ნუკლეიტიდებს შეიცავდა, რასაც თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმები შეიცავენ.


image


ლუკას ცილების აღსადგენად, მეცნიერებმა 20 ამინომჟავა, რნმ-ს ერთი ჯაჭვი და რიბოსომები გამოიყენეს, რომელიც ორი ქვედანაყოფისგან შედგებოდა, დაამატეს მას კატალიზური ფერმენტების სრული ნაკრები, ენერგეტიკული ციკლი ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფორმჟავა) მოლეკულის საფუძველზე, ორფენიანი ლიპიდური მემბრანით შემოფარგლული, წყლის ციტოპლაზმა, რომელიც აქტიურ იონურ არხებს შეიცავდა და თანამედროვე უჯრედი მიიღეს, რომელსაც სრული კომპლექტისთვის, მხოლოდ ბირთვი და მიტოქონდრიები აკლდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არ არის გარდამავალი ფრმა არასულიერი მატერიიდან — ცოცხალ მატერიაში და არც პირველი სიცოცხლის პროტოტიპია, არამედ, ის ჩვენი (დედამიწის) ტიპის, სრულად ფორმირებული ცილოვანი ორგანიზმია.

ლუკას ქემიოსმოსის (ბიოლოგიური მექანიზმი, რომლის მეშვეობით, ელექტრონების გადამტანი ჯაჭვის ენერგიის კონვერტირება ატფ ენერგიად ხდება), წყალბადის დაჟანგვის და ნახშირორჟანგის წარმოქმნის უნარი გააჩნდა.

ზოგადად, ყველა მონაცემი ლოგიკურად და პროგნოზირებადად გამოიყურება, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი და შოკისმომგვრელი ფაქტი...

ბრიტანეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, დაადგინეს, რომ დედამიწაზე არსებული ყველა თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმის საერთო წინაპარი, ოკეანეში კი არ ცხოვრობდა, როგორც აქამდე გვეგონა, არამედ ხმელეთზე, 4.52-4.47 მლრდ წლის წინ.



შეუძლებელია!


ეს ნამდვილად შეუძლებელია, რადგან დედამიწის ფორმირება 4.54 მლრდ წლის წინ მოხდა და გამოდის, რომ ლუკა პლანეტაზე, მისი ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე, — კატარქაულ ერაში გაჩნდა...


image


კატარქაულ ერაში, ოფიციალური მეცნიერების თანახმად, დედამიწაზე იმდენად მაღალი ტემპერატურა იყო, რომ მის ზედაპირზე ჩამოვარდნილი მეტეორიტები და კომეტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავდა, მაშინვე დნებოდა, ორთქლდებოდა და ნახშირორჟანგს უერთდებოდა. ამის შემდეგ, ატმოსფეროში წარმოიქმნა მაღალი სიმკვრივის ღრუბლები. ხოლო, 4 მილიარდი წლის წინ, დედამიზაზე წვიმა წამოვიდა, რომელიც რამოდენიმე მილიონი წელი გრძელდებოდა და პლანეტის ზედაპირი მთლიანად წყლით დაიფარა. უკიდეგანო წყლის მასივებზე, ვულკანური კუნძულები მხოლოდ აქა-იქ იყო ამოშვერილი, ხოლო წყლის ტემპერატურა ზედაპირზე, +200 °C იყო.

და ეს თუ სიმართლეა, როგორ გაუძლო ლუკამ ასეთ მაღალ ტემპერატურას? — + 100 გრადუსზე, ხომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იღუპება...

imageimageimage* მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს. აღმოჩენილია ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა
* მზის სისტემა - ანომალია არის
* სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)

* რეალური ისტორია, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შექმნის შესახებ

* 10 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

1
289
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
289
  
19 სექტემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1