x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014,0 ათას სტუმარს მოემსახურა
2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 625 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობენ 1 682 სასტუმროს და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას. აღნიშნული მაჩვენებელი 2, 6 %–ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


image

2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2 272, 3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 17, 9 %–ით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76, 3 ათასი შეადგინა, რაც 4, 8%–ით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა 5, 5%–ით, 35, 1 ათასით გაიზარდა.


სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში არსებული ნომრების რაოდენობის განაწილება ნომრების კატეგორიების მიხედვით 2018-2019 წლებში


image

2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014, 0 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 9, 5%–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71, 5% უცხოელი იყო, მათგან 18, 5% რუსეთიდან იყვნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის მოქალაქეები (3, 3%) შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12, 4%) და თურქეთის (9, 7%) მოქალაქეებს ეკავათ.


სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილება ქვეყნების მიხედვით 2018-2019 წლებში

image

2019 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (79, 9).


სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილება სტუმრობის მიზნის მიხედვით 2018-2019 წლებში

image

რეკრეაციის და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა (18, 5 და 14, 5%). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე აღნიშნული მიზნით სტუმრების განაწილება არის ასახული ქვეყნების მიხედვით.


სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციის და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილება ქვეყნის მიხედვით 2019 წელს

image


2019 წელს საქართველოში სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (57, 3%) ქალები წარმოადგენდნენ.


სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2019 წელს

image

ასევე დაგაინტერესებთ:

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

image

5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!

image

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
12