x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150 აბი მედიკამენტი,რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა(სრული ვიდეო)
image

დიდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებს ასაჯაროებს, კერძოდ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალას, რა დროსაც თამარ ბაჩალიაშვილმა დიდი რაოდენობით წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები შეიძინა.


"თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები.
საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.


გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.
იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ.



აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.


ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.


ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის “youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.


თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.


ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს."-ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

4
431
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
431
  
2020, 5 სექტემბერი, 16:41
ხო მართლა,არგუმენტი ქონდათ მკვლელობის ვერსიის მომხრებს,რომ 5 აფთიაქი რად უნდოდაო,წამლებს ერთ აფთიაქში ვერ იყიდდაო. ხოდა ზუსტად ამაშია საქმე,რომ მაგ წამლების ერთობლიობა შესაძლოა ეჭვი გამოეწვია და ჩაშლოდა ეს გეგმა ან მეტი ეფექტისთვის,რათა საზოგადოებაში ორი აზრი გაჩენილიყო. როცა ადამიანი ცდლიობს ბომბის დამზადებას,მაშინ მის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს ცალცალკე ყიდულობს,რათა არ მოხდეეს იდენტიფიცირება და ეჭვი არ მიიტანონ იმაზე,თუ რას აპირებს.
2020, 5 სექტემბერი, 16:38
მიყვეთ მეთოდურად,სახლში ემუქრება ოჯახის წევრებს რო თავს მოიკლავს და გაამწარებს,მერე ფეისბუქში რაღაც გარდაცვალების შემდეგ მოქმედებებს ეძებს,გუგლში ეძებს თვითმკვლელობის გზებს და საშუალებებს,მერე 5 აფთიაში ყიდულობს წამლებს,მერე მიდის თეთრი წყაროში და იქ იკლავს თავს. სად არის მკვლელობის ლოგიკა აქ? ეს ყველა მოქმედება სხვამ თუ გააკეთებინა,მაშინ საღოლ იმას. ასეთ,ფსიქიურად არამყარ ადამიანებს ნაფიქრი აქვთ თვითმკვლელობაზე და დადგმულ სცენებზე,რათა მათი სიკვდილი იყოს რენესანსული და საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ისინი ცდილობენ,რომ მიიქციონ ეს ყურადღება,რადგან სიცოცხლეში ამას ვერ იღებდნენ. იფიქრა და განახორციელა. ის შეყვარებულია თუ ვიღაც,შეხედეთ მაგ ტიპს და ეგ თუ ნორმალურია,მაშინ მისი მეგობარი რა იქნებოდა,მით უფრო ერთად ატარებდნენ დროს.არ ვცდილობ,რომ ცუდი წარმოდგენა შევუქმნა ვინმეს,უბრალოდ ვცდილობ ავხსნა რა სიტუაცია შეიძლებოდა ყოფილიყო.
2020, 5 სექტემბერი, 16:29
გაუგებარია ეს ყველაფერი. რატომ უნდა მოეკლათ ვერც ამას ვხდები და ამხელა ამბები კენედის მკვლელობის ან ლენონის მკვლელობის დროს არ დაუდგიათ.ადამიანის მოკვლა მარტივი ამბავია დღევანდელ დღეს,მით უფრო როცა სპეცსამსახურს ადანაშაულებენ.გასაგებია,ოჯახისთვის ძნელია ამ ყველაფრის გააზრება,მაგრამ თვითმკვლელობას გავს და რაღაც ვერ იყო მწყობრში ამ გოგოს თავში და ოჯახშიც.ქართველბს დეტექტივები გვიყვარს და ყველგან მკვლელობები გვლენდება,მაშინ როცა სხვა რამეშია საქმე. რატო წარმოადგენდა პრობლემას ეს გოგო ვინმესთვის და რა იცოდა? როცა შეიძლება მსხვერპლის გარეშე მოგვარება რაიმესი,მაში მკვლელობას არ სჩადიან. არც ისეთი პროგრამისტი და ჰაკერი იყო,რომ მსხვილი კორპარაციების და მით უფრო საიდუმლო სამსახურის ფაილებზე წვდომა მოეპოვებინა და იქედან ინფორმაცია გამოეტანა. ეს რო ასე იყოს,მაშინ თუ რამეს იწერ,იმის თავიც უნდა გქონდეს დაფარო კვალი და თავი არ დაიღუპო. რამოდენიმე წლის წინ მის ოჯახში ძალადობის ფაქტები ხშირი იყო და მისი ფიქიკური მდგომარეობაც არ იქნებოდა კარგი. ჩემი აზრით,ოჯახი ყველაფერს აკეთებს ეს ყველაფერი არ გამოიკვეთოს და ხავს ეჭიდება ამ საქმეში. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ტელევიზიები თავგზას ურევენ ოჯახს და მიჭირს დაჯერება რო ისინი მართლა სიმართლის გარკვევევას ცდილობენ.სამწუხაროა,მაგრამ თვითმკვლელობას გავს და თუ ეს ესე არ არის,მაშინ ისეთ პროფესიონალ მკვლელბთან გვაქვს საქმე რო რუსეთის ეფესბეს შეშურდება.
2020, 4 სექტემბერი, 17:52
მაინც ვერ ვიჯერებ ამ ტეორიის
0 1 4