x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია სავარაუდოდ 1 ნოემბრიდან დაიწყება
image

აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა 50-ივე შტატს დაავალა 1 ნოემბერს მოემზადოს მოსახლეობის ნაწილის შესაძლო ვაქცინაციისთვის ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.





აშშ-ს 50-მა შტატმა მიიღო მითითება, რომ 1 ნოემბრისთვის მოემზადონ გარკვეული მოსახლეობის Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთის. იმისდა მიუხედავად, რომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ჯერ კიდევ არ გაუვლია ტესტირების ყველა ეტაპი, ზოგიერთი ეპიდემიოლოგი ამ გეგმას პოლიტიზირებულს უწოდებს, რადგან 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.



27 აგვისტოს, ყველა შტატის ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისგან მიიღეს წერილი, იგი შეიცავს სამ დოკუმენტს, რომელშიც ავტორები დეტალურად აღწერენ ორი უსახელო ვაქცინის განაწილების სცენარს და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს სთხოვენ, ვაქცინაციისთვის მოემზადონ და შესაძლო ბიუროკრატიული ბარიერებისგან სწრაფად გათავისუფლდნენ, იუწყება New York Times.




დოკუმენტების ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა, ვაქცინა უნდა მიიღონ სამედიცინო მუშაკებმა, 65 წელს გადაცილებულმა პირებმა და მაღალ რისკის ჯგუფებში მყოფმა ადმაიანებმა.



მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი ვაქცინა ტესტირების ბოლო ეტაპზეა. შეერთებული შტატების მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ არ გამორიცხა, რომ ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს ტესტების დასრულებამდეც კი, თუ იმ დროისთვის ხელმისაწვდომი კვლევის შედეგები ძირითადად დადებითი იქნება. მაგრამ სხვა მეცნიერები წუხან, რომ გეგმა პოლიტიკურად მოტივირებულია და ნაჩქარევი ვაქცინა, შესაძლოა მოსახლეობისთვის უსაფრთხო არ იყოს.



4 სექტემბრის მონაცემებით მთლიანად მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 26, 4 მილიონი ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 873, 229, გამოჯანმრთელდა 18, 6 მილიონი პაციენტი.



image

იხილეთ აგრეთვე


მილიარდერმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა COVID-19-ზე უფრო სახიფათო კატასტორფა იწინასწარმეტყველა, ეს არის ჰაერის მუდმივი დაბინძურება, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს.გეიტსმა ამის შესახებ საკუთარ ბლოგზე დაწერა. Microsoft- ის დამფუძნებელის აზრით, რამდენიმე ათწლეულში, გლობალური ეკოლოგიური კრიზისი პლანეტას შეარყევს. გეიტსი თვ...


გაიცანით სარა გილბერტი- ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა. როგორ მოახერხა სამი ადამიანის დედამ წარმატებული სამეცნიერო კარიერის შექმნა და როგორ ახერხებს გასწვდეს ერთდროულად სახლს და სამსახურს? ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად უნდა ვ...

0
212
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0