x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ულამაზესი მონიკა ბელუჩის ციტატები ცხოვრებასა და სიყვარულზე
image

ლამაზი ხარ როდესაც თავს ასეთად თვლი, სრულებით არაა მნიშვნელოვანი სხვები რას ფიქრობენ



ტუჩსაცხის წასმა ეროტიული ჟესტია, ლამაზი და მგრძნობიარე. ეს რიტუალია, რომელიც ქალიდან ქალს გადაეცემა. იმავეს აკეთებდნენ ჩემი დედა და ბებია. ემოციურია იმის გახსენება, თუ როგორ ისვამდა ტუჩსაცხს 80 წლის ბებია სახლიდან გასვლამდე, ამით ამბობდა, რომ თავის ისევ ახალგაზრდულად გრძნობდა.

image




ერთხელ, ერთმა აზრმა გამიელვა, ლამაზი ქალები უფანტაზიო მამაკაცებისთვის არიან შექმნილნი. მე ვიცნობ უამრავ ლამაზ ადამიანს, რომელთა ცხოვრება უბრალოდ კოშმარია, მათ არაფერი არ აქვთ სილამაზის გარდა მოწყნილები არიან საკუთარ თავთან, რადგანაც არსებობენ მხოლოდ სხვის თვალებში ანარეკლით.

image



არასოდეს არ ვიქნები გამხდარი. ბუნებით ზარმაცი ვარ, მიყვარს ჭამა. ასეთი ვარ ნამდვილი და არ ვაპირებ საკუთარ თავს რომ ვუღალატო.

image


მამაკაცებისთვის სიყვარული ცხოვრების ნაწილია, ქალებისთვის კი თვითონ ცხოვრებაა

image


ბავშვს აქვს ლამაზი თოჯინა, უყვარს, მაგრამ მისი გატეხვა უნდა რათა ნახოს შიგნით რა აქვს. ჩვენც ზუსტად ასე ვიქცევით.



ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და არც კი ვიცი როგორია რამის თხოვნა მამაკაცისთვის. შემიძლია ჩემი თავის იმედი მქონდეს და ეს მომწონს.


image

სილამაზე ქალისთვის პრობლემა მხოლოდ 2 შემთხვევაში ხდება, როდესაც ის არ აქვს და როდესაც არაფერი აქვს სილამაზის გარდა.



ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს ეს სიყვარული არასოდეს დაიკარგება, მაგრამ შეიძლება ისეთი დღეც დადგეს, თითქოს საერთოდ არ ყვარებია.

image


სილამაზე ცოცხალი და საინტერესო მაშინაა, როდესაც ტანსაცმლის ქვეშ იმალება



მოდელი ახალგაზრდობიდანვე ვიყავი და ძალიან სახალისოც იყო, მაგრამ მოდელად დღემდე რომ დავრჩენილიყავი, ალბათ თავს მოვიკლავდი


image

არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ რომ მამაკაცების სურვილები მათ ამცირებს. ჩემი აზრით უბრალოდ საკუთარ თავთან ვერ არიან კარგად.


image

სილამაზე ნამდვილად ძალაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება შეგიძლია. ეს იგივეა რაც გყავდეს “ფერარი’’: თუ არ შეგიძლია კარგად ტარება, მაშინ არც გჭირდება.



სპორტდარბაზში სიარულის ნაცვლად შავებს ვიცვამ. ეს უფრო პრაქტიკული და სასიამოვნოა.

image

ჩვენ არავინ გვეკუთვნის, არც ქმრები, არც შვილები. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რაღაც გავუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.

image


ნუ გძულთ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, რადგანაც ისინი ამით ამბობენ რომ უკეთესი ხართ.



როდესაც ადამიანები ეყრებიან, ეს ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ თუ ამ სიტუაციაში მაინც ერთად რჩებიან, შეიძლება ტრაგედიაზე უარესი იყოს.


image

სიბერეში მირჩევნია შვილებს ვუყურო და არა ჩემს ფილმებს.


image

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა რომ ტვინი მაქვს. ახლა უბრალოდ სულ ერთია.

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0