x
image
არჩილ ვერულიძე
სად და როდის არსებობდა "ფანჯრის გადასახადი"
image

1696 წელს ინგლისში დაწესდა გადასახადი ფანჯრებზე. გადასახადი არ იკისრებოდა ყველა ფანჯარაზე - სახლების მეპატრონეებს, რომლებსაც 10-დან 14 ფანჯარამდე ჰქონდათ, ერთი თანხა უნდა გადაეხადათ, 15-დან 19 ფანჯრამდე - მეორე და ა.შ. თავდაპირველად ფანჯრის გადასახადი უილიამ III- ის სამეფო ხაზინის შესავსებად შემოიღეს.

1747 წლიდან 1808 წლამდე გადასახადი ექვსჯერ გაიზარდა. მისი შეგროვება სკმაოდ მარტივი გახლადათ - ყველა ფანჯარა ჩანდა ქუჩიდან. ფანჯრებზე გადასახადის გამოყენებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის ქალაქებში შენობების მშენებლობა დაიწყეს ნაკლები ფანჯრებით, ან სულაც, მათ გარეშე. გადასახადმა ცუდი გავლენა იქონია შუშის წარმოებაზეც. 1851 წელს ინგლისში შუშის წარმოება იმავე დონეზე დარჩა, რაც 50 წლის წინ - ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი ზრდის მიუხედავად.

იმ დროის ბრიტანელი ექიმები ჩიოდნენ, რომ ქვეყანაში "ავბედითი გადასახადის" გამო, დაიწყეს მრავალბინიანი სახლების შენება ფანჯრების გარეშე. ასეთ ბინებში სიბნელე და ნესტი სუფევდა - სწორედ იქიდან ვრცელდებოდა ყოველგვარი ეპიდემია.



საბოლოოდ, 1851 წელს ფანჯრის გადასახადი გაუქმდა - იგი შეიცვალა სახლის გადასახადით. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ტერმინი "დღის სინათლის ქურდობა" სწორედ ამ გადასახადიდან მომდინარეობს, მაგრამ პირველი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ვინმეს "დღის სინათლე მოჰპარეს" 1949 წლით თარიღდება, ეს ფანჯრის გადასახადიდან ასი წლის შემდეგ ხდება და, შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენება.

მსგავსი გადასახადი, რომელიც ნაპოლეონმა შემოიღო, საფრანგეთში არსებობდა 1798–1926 წლებში და მას კარ – ფანჯრის გადასახადს უწოდებდნენ.

2
200
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
200
  
2020, 3 სექტემბერი, 21:09
მეც გაკვირვებული დავრჩი...
2020, 3 სექტემბერი, 19:13
რას არ გაიგებ ადამიანი რააა... :-)
0 1 2