x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ანასტასია თუმანიშვილი - საქართველოში ევროპული განათლების რეფორმატორი და მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწე ქალი

image

ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთელი დაიბადა 1849 წლის 6 სექტემბერს, თბილისში. დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. განათლება შვეიცარიაში და საფრანგეთში მიიღო. შეისწავლა თანამედროვე ევროპული მიდგომები განათლების სფეროში: სკოლების მუშაობა და ბავშვთა აღზრდის საკითხები.


საქართველოში დაბრუნებულმა ანასტასიამ დაარსა საზოგადოება "განათლება". გახსნა სკოლები, რომლებმაც პირველად შეძლეს ქართულ სწავლებაზე სრულად გადასვლა. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი., „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა“ და ქალთა საზოგადოება „განათლების“ დამმარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში.

მან ჩამოაყალიბა ბავშვთა აღზრდის მეთოდები და პედაგოგების გადამზადების სისტემა. დაარსა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანა იყო.
გამოსცემდა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილს“, უდიდესი როლი ითამაშა ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. იყო ჟურნალ „კვალის“ თანარედაქტორი. ფრანგული ენიდან თარგმნიდა ევროპულ ლიტერატურას.

მისი დაფინანსებით ტარდებოდა საჯარო ლექციები, საკვირაო სკოლები და საქველმოქმედო საღამოები.
ანასტასია თუმანიშვილი 1932 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0