x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ადლერის მოსაზრებები დაბადების რიგითობისა და ზეკომენსაციის საკითხების შესახებ

ადლერს საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა დაბადების რიგითობის მნიშვნელობის შესახებ პიროვნების სხვადასხვა სტრუქტურის ფორმირებაზე. თავდაპირველად განვმარტოთ რას ვგულისხმობთ დაბადების რიგითობაში. დაბადების რიგითობა გულისხმობს თუ მერამდენე შვილია ბავშვი ოჯახში, რაც განაპირობებს მის სოციალურ გამოცდილებას ოჯახურ გარემოში. უფრო კონკრეტულად, პირველი შვილი ოჯახში პრივილეგირებულია მანამ სანამ მეორე ბავშვი არ გაჩნდება. მეორე ბავშვის დაბადება პირველ ბავშვში იწვევს ისეთ უსიამოვნო განცდებს, როგორიცაა: ეჭვიანობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უსაფრთხოების დეფიციტი და სხვა. აღნიშნულმა მდგომარეობამ პირველი ბავშვის შემთხვევაში სხვადასხვა შედეგი შეიძლება მოიტანოს, მაგალითისთვის: პირველ შვილს შეიძლება გაუჩნდეს ლიდერობის დაუოკებელი სურვილი, ან შეიძლება ჩამოუყალიბდეს ავტორიტარულობა და კონსერვატიულობა. ადლერის მიხედვით ოჯახში პირველი შვილების დამახასიათებელი თვისებებია: მოწესრიგებულობა, სერიოზულობა, სიჯიუტე და პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგჯერ შესაძლებელია იმდენად მოჭარბებულად არსებობდეს, რომ პირველი შვილი მშფოთვარე პიროვნებად ჩამოყალიბდეს. თუ მეორე ბავშვის გაჩენის შედეგად გამოწვეული კრისიზი პირველ ბავშვში წარმატებით არ გადაიჭრება, ისინი მოზრდილობაში შესაძლებელია ალკოჰოლიკ და ნევროტიკ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება მეორე ბავშვის თავისეურებებს, ადლერს მიაჩნდა, რომ მისი მიზანია აჯობოს უფროს დას ან ძმას, რაც სამომავლოდ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მეორე ბავშვები მოზრდილობაში ამბიციურ, წარმატებაზე ორიენტირებულ და ეჭვიან ადამიანებად ყალიბდებიან. ადლერის მიხედვით, მეორე ბავშვები მარტივად ახერხებენ გარემოსთან ადაპტირებას, საკმაოდ მოქნილი ადამიანები არიან, პირველი ბავშვები კი - პრობლემურები. რაც შეეხებათ დედისერთა ბავშვებს, ისინი მუდამ ყურადღებისა და კონტროლის ცენტრში იმყოფებიან მშობლების მხრიდან. შედეგად, კი, დედისერთა ბავშვები შესაძლებელია დამოუკიდებლობას მოკლებულ და ეგოცენტრულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

ადლერი მოსაზრებებს გამოთქვამდა კომპენსაციის მექანიზმების შესახებაც, კონკრეტულად კი განიხილავდა მის ერთ-ერთ ფრომას, რომელსაც ზეკომპენსაცია უწოდა. აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს, რომ ინდივიდი ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვითა და ნებისყოფის დახმარებით ცდილობს ის თვისებები განავითაროს საკუთარ თავში, რაც მას თავისთავად არ აქვს მოცემული. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად ინდივიდები წარმატებას სწორედ იმ სფეროში აღწევენ, რომელშიც დანაკლისი ჰქონდათ. აღნიშნული ფაქტი იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ვითარდება მეხსირება, ინტუიცია, ყურადღება და სხვა ფსიქიკური პროცესები, რომელთა შედეგადაც ხდება დეფექტის გარდაქმნა ტალანტად. აღნიშნულს მრავალი ცნობადი პიროვნების მაგალითები ადასტურებს. მაგალითისთვის ბეთჰოვენი, რომელსაც სმენა ჰქონდა დაქვეითებული და საბოლოოდ სრულად დაყრუვდა, თუმცა ქმნიდა გენიალურ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

საბოლოოდ ადლერის მიერ შემოთავაზებულ იდეებს თუ შევაჯამებთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებდნენ, მის კონცეფციას კრიტიკაც არ დაჰკლებია. ძირითადი კრიტიკა კი იმ ფაქტს უკავშირდებოდა, რომ ადლერის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ძალიან რთულად გადამოწმებადი იყო, ვინაიდან იგი ფროიდის და იუნგის მსაგავსად არ განმარტავდა როგორ აანალიზებდა პირველად მონაცემებს და როგორ მიდიოდა საბოლოო დასკვნამდე. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადლერის კონცეფცია ნაკლებად ექვემდებარება მეცნიერულ შემოწმებას.imageimage

1
159
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ფილიპია
მარიამ ფილიპია
159
  
2020, 3 სექტემბერი, 17:51
ეს აზრები ვიცი და საინტერესოა. ზოგადად მათ განვრცობა უფრო უნდა ვიდრე კრიტიკა რადგან მათში ბევრი ჭერმარიტი მარცვალია...
0 1 1