x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსისგან ჯგუფ Ласковый май-ს ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა

image

გარდაიცვალა ჯგუფ Ласковый май-ს ყოფილი სოლისტი ალექსანდრე პრიკო. ამის შესახებ ჯგუფის ყოფილმა ფრონტმენნმა იური შატუნოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა.


”მთელი გულით განვიცდი საშა პრიკოს უდროოდ გარდაცვალებას. შოკირებული ვარ სამწუხარო ამბით და გულწრფელად ვგლოვობ. ნათელი დაადგეს მის ხსოვნა ”, - წერს შატუნოვი.


კორონავირუსით ინფიცირებული პრიკო გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.



როგორც ცნობილია, კორონავირუსით დაინფიცირებული მუსიკოსი 7 აგვისტოს მოათავსეს საავადმყოფოში საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით, "Ласковый май"- პროდიუსერმა ანდრეი რაზინმა განაცხადა, რომ პრიკოს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ფილტვის კიბო განუვითარდა. რაზინმა გაიხსენა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოწევას, მაგრამ ჯგუფის წევრები არ უსმენდნენ მას.

image

"მე და ლენა, საშას მეუღლე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იგი გადარჩეს", - თქვა მაშინ რაზინმა.

image

ალექსანდრე პრიკომ, იური შატონოვთან ერთად გაიცნო, სერგეი კუზნეცოვი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ჯგუფი Ласковый май, კუზნეცოვმა მალე დატოვა ჯგუფი, 1989 წლის ოქტომბერში ჯგუფიდან წავიდა საშა პრიკოც, რომელიც ჯგუფის მთავარი მომღერალი იყო. მოგვიანებით იგი გახდა ჯგუფ Мама-ს სოლისტი, მოგვიანებით 2003 წელს კუზნეცოვი და პრიკო გაერთიანდნენ და ჩაწერეს სიმღერა-Падает снег"

ამის შემდეგ იგი შოუ-ბიზნესს მთლიანად ჩამოშორდა, ბოლო წლებში პრიკო მუშაობდა მშენებლობაზე მემონტაჟედ.

0
151
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0