x
image
melody_inside
ინგლისში სკოლები „საბჭოთა“  განათლების  სისტემაზე გადავიდნენ

ინგლისში ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული სკოლები სრულად გადავიდა „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე.



image




image


ქალბატონმა ჯასტინ გრინინგმა, გაერთიანებული სამეფოს განათლების სამინისტროს უფროსმა BBC-ის არხზე ინტერვიუს დროს განაცხადა რომ ბრიტანეთის საშუალო სკოლების გადასვლა საბჭოთა კავშირის განათლების სისტემაზე დასრულებულია.





ჯასტინ გრინინგი

image



ინგლისში საშუალო სკოლებში სწავლების საბჭოთა გამოცდილების დანერგვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყეს . პროცესი „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ დაიწყო, რამაც ბრიტანელებს შესაძლებლობა მისცა დაენახათ და შეეფასებიათ სსრკ-ს განათლების სისტემის უდაო უპირატესობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემასთან შედარებით.



თავის გამოსვლაში ქალბატონმა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ინგლისში ბავშვები უკვე სწავლობენ როზენტალის, ლანდაუს და კოლმოგოროვას გენიალური სახელმძღვანელოებით.



image




სახელმძღვანელოები ინგლისურ ენაზე გადაითარგმნა ზედმიწევნით სკრუპულოზურად, უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის დაცვით - სრულად შენარჩუნდეს მათი შინაარსი, არავითარი დამახინჯება. განათლების სისტემის საბჭოთა მოდელზე გადასვლის შემდეგ ბრიტანელი მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის დონე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კონტინენტური ევროპის პრესტიჟული და ძვირადღირებული ელიტური სკოლის კურსდამთავრებულების მიერ გამოვლენილი მაჩვენებლები.




ასეთმა სიტუაციმ კი ის შედეგი გამოიღო, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, მათ შორის სხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მთავრობის ხელმძღვანელები ცდილობენ თავიანთი შვილები იტონის სკოლაში მოათავსონ, სადაც საბჭოთა სისტემით სწავლება 1995 წლიდან მიმდინარეობს.



„განათლების სამინისტროში არ გეგმავენ ამ ეტაპზე გაჩერებას. მას შემდეგ, რაც საშუალო სკოლები სრულად გადავიყვანეთ სსრკ-ს განათლების სისტემაზე, დრო მოვიდა გადავიდეთ უმაღლეს სასწავლებლებში მსგავს ცვლილებებზე. სამინისტროში უკვე მუშაობენ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების არსებული სისტემის შეცვლის პროექტზე. დიდ ბრიტანეთში იქნება ისეთი წოდება, როგორიცაა მეცნიერებათა კანდიდატი. ადრე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხდებოდა, უახლოეს მომავალში კი მეცნიერები ამ წოდებით ინგლისშიც იქნებიან.




ჩვენ დიდხანს ვსწავლობდით ამ საკითხს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ორი ხარისხის არსებობა - „კანდიდატი“ და „დოქტორი“ - მეტად რაციონალურია, ვიდერე ერთი სადოქტორო ხარისხი.“ - გვიხსნის ბრიტანეთის განათლების სისტემაში არსებულ სიტუაციას ქალბატონი გრინინგი. გამოსვლისას მინისტრმა ასევე გამოთქვა მადლიერების სიტყვები იმ რუსი კოლეგების მიმართ, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული განათლების სისტემის გაადაყვანით დასავლურ სტანდარტებზე.




„იმ სიტუაციაში, როცა დასავლეთი იღებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც არის აღმოსავლეთში და პირიქით, მსოფლიოში აუცილებლად დამყარდება სტაბილურობა და უსაფრთხოება“ - აღნიშნა გრენინგმა.





ინგლისში სკოლები „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე გადავიდნენ - ფეიკია!!!


ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისში ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული სკოლები სრულად გადავიდა „საბჭოთა“ განათლების სისტემაზე, თვეებია სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღელვებს.


image


ფეისბუქზე ერთი წელია აქტიურად ხდება იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც 2019 წლის ნოემბერში პორტალმა Pravda-TV.ru.-მ გამოაქვეყნა. უამრავი რესურსი და ადამიანია, ვინც ეს "ახალი ამბები" გადაბეჭდეს და გაავრცელეს.



თითქოსდა -აშკარად ფეიკია! მაგრამ, არც ასე მარტივადაა საქმე.



ვერდიქტი ასეთია: ფეიკი ( და - მოულოდნელად - ცოტა სიმართლე)


რატომ არის პირველ რიგში ფეიკი?



იმიტომ, რომ „მასალა“ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში გააქტიურა ქსელურმა სატირულმა გამომცემლობამ „Панорама“. ცნობილი ფაქტია ის, რომ მათი „ახალი ამბები“ უშუალოდ ახალ ამბებად აღიქვათ, არ შეიძლება. პრობლემაა ის, რომ ინტერნეტ მომხმარებელი უზიარებს ერთმანეთს „Панорама“-ს მიერ მოწოდებულ მასალას.



რა არის აქ სიმართლე?




შეიძლება ყველა ფეიკში არ არის სიმართლის რამე მარცვალი, მაგრამ ამაში არის. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ბრიტანულმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო საბჭოთა გამოცდილება,

მაგრამ მხოლოდ უნივერსიტეტებში სპეციალიზებული მათემატიკური წინასაუნივერსიტეტო განათლების მოდელის სფეროში.



საუბარი არაა მთლიანად საშუალო განათლებაზე. მოდელი იყო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. ნ. კოლმოგოროვის სახელობის სკოლა-ინტერნატი. „მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული No 18 სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი. რომელიც გაიხსნა აკადემიკოს ა. კოლმოგოროვის ინიციატივით 1963 წელს.


მსგავსი სკოლები ყოფილი სსრკ-ს სხვა ქალაქებშიც იქნა გახსნილი.


2014 წელს იგლისში გაიხსნა ფიზიკა-მათემატიკის განხრის ორი სკოლა - King’s College London Mathematics School და Exeter Mathematics School.

ეს ეგრეთწოდებული 6 form math colleges- სასწავლო დაწესებულებებია, რომლებშიც საშუალო სკოლის სტუდენტები ბოლო ორ წელს სწავლობდნენ.



მაიკლ ჰოუვი, მაშინდელი მრჩეველი განათლების დარგში ამტკიცებს, რომ ლონდონში მათემატიკური სკოლა გაიხსნა იმისთვის, რომ ნებისმიერ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს „განათლება იტონის დონეზე“ მათემატიკაში ან ფიზიკაში.

image


რატომ?




როგორც აღმოჩნდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობს მთელ ქვეყანაში სპეციალიზირებული მათემატიკური სკოლების შექმნას.

დასკვნა მარტივია - თუ ადამიანს მოსწონს ახალი ამბავი, თუ ის ჯდბება მის მსოფლმხედველობაში, თუ ის ხსნის და ამყარებს მის შეხედულებებს, მაშინ მზად არის დაიჯეროს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

მოაზროვნე და რეფლექსიისკენ მიდრეკილი ადამიანები კი უკეთესად განასხვავებენ სიმართლეს ტყუილისგან.

იხილეთ ასევე:

თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრინციპების არსებობა - წერს Stiri Actuale. სანამ იმას აკეთებთ, რისიც გჯერათ, თქვენი სინდისი სუფთაა, თქვენი გონება და სული სრულ ჰარმონიაშია. მაინც, რომელი პრინციპებია უნივერსალური ყველა ადამიანისთვის? აი ისინი: 1. გაიღვიძეთ მ...

მექსიკაში დასჯის მიზნით დედამ რვა წლის კევინს მობილური ტელეფონი ჩამოართვა. ბავშვმა კი ამის გამო თასმებით თავი ჩამოიხრჩო იუწყება ადგილობრივი პროკურატურა. ბიჭის სხეული მის ოთახში იქნა აღმოჩენილი. გამოძახებაზე მისულ პოლიციას ბავშვის ბაბუამ შეატყობია, რომ კევინს დედამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა, რის

დასავლეთში აიკრძალა ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ენერგეტიკული სასმელი შვილებს გვიკლავს! ჯერ კიდევ 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყველა დიდმა სუპერმარკეტმა აკრაძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა, წერს The Stuff. შეზღუდვა შეე...

ფსიქოლოგიური ტესტი - ეს არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოცაა. ისინი ხომ საშუალებას იძლევიან ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერებაში და გავიგოთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე. ერთი შეხედვით უშინაარსო გამოსახულებები მალავენ აზრის სიღრმეებს. თუ, რა თქმა უნდა მათი სწორი ახსნა შეგიძლიათ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე, თ...

0
362
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0