x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
რამდენად კარგად იცნობთ ქართულ ანდაზებს?
ანდაზაში ალოგიურად წარმოდგენილია საუკუნეების მიერ დაკვირვების და გამოცდილების შედეგად დაგროვილი ცოდნა და ბრძნული აზრი.


image

1. ანდაზის მიხედვით, რას აქვს ყურები?

ა. კარებს


ბ. კედლებს

გ. ფანჯრებს

დ. ჭერს

2. ვინ ვერ დაეწევა ადრე ამდგარ კურდღელს?

ა. მგელი

ბ. ლომი

გ. მელა

დ. მწევარი

3. ვის ხელში ფუჭდება ბავშვი?

ა. ბევრი მეზობლის

ბ. ბევრი ნათესავის

გ. ბევრი გამზრდელის

დ. ბევრი მშობლის


4. რა გაიყო ცხრა ძმამ

ა. საზამთრო

ბ. ფორთოხალი

გ. მანდარინი

დ. თხილის გული


5. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა. მტერი თუნდ „–––„ იყოს, მაინც უფრთხილდიო.

ა. ფუტკარი

ბ. ჭიანჭველა

გ. ბუზი

დ. რწყილი

6. რა უნდა გააკეთოთ სხვა ქვეყანაში?

ა. იქაურ ენაზე ილაპარაკო

ბ. იქაური ქუდი დაიხურო

გ. იქაური ჰიმნი ისწავლო

დ. იქაური დროშა ატარო

7. როგორ შეძლებთ გველის სოროდან ამოყვანას?

ა. მუქარით

ბ. ცეკვით

გ. სიმღერით

დ. ტკბილი ენით



პასუხები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:


ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ

image

რამდენი დაშიფრული ნივთის გამოცნობას შეძლებთ?

image

რომელი ნივთი გამოიგონეს პირველად, შეძლებთ გამოცნობას?

image

1 წუთი გაქვთ, რომ ამ სურათზე ყველა უცნაურობა იპოვოთ

image

რომელია მდიდარი? საინტერესო ტესტი ყურადღებასა და ინტელექტზე

image

0
658
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
658