x
image
ლურჯი თოლია
განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი


განათლებულ ადამიანებს უამრავი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნიათ. მათგან აუცილებლად აღსანიშნია შემდეგი:

image


1. პატივს სცემენ ადამიანის ინდივიდუალურობას.

ამიტომ უმეტესწილად კეთილები, ზრდილობიანები და გამგებნი არიან. თუ ვინმეს სამსახურს გაუწევენ, არასოდეს აგრძნობინებენ თავს დავალებულად და არაფერს დააყვედრებენ.

2. მათ აქვთ თანაგრძნობის უნარი არამხოლოდ უსახლკარო ადამინებისა და კატების მიმართ. მათი გული იმასაც განიცდის, რასაც იმ მომენტში თვალი ვერ ხედავს.

3. ყოველთვის პატივს სცემენ სხვების ქონებას, ამიტომ მუდამ იხდიან ვალებს.

4. გულუბრყვილოდ გულწრფელები არიან.

უჭირთ თუნდაც მცირე და უწყინარი ტყუილის თქმა, ვინაიდან ტყუილი მსმენელისთვის შეურაცხყოფაა, რომელსაც მოსაუბრე აყენებს. მათთვის ასევე უცხოა სხვების დასანახად პოზირება. ისევე იქცევიან ქუჩაში, როგორც სახლში. გარდა ამ ყველაფრისა, აღსანიშნავია, რომ გაცილებით უფრო იშვიათად ლაპარაკობენ, ვიდრე უსმენენ.

5. არ მანიპულირებენ ადამიანთა გრძნობებით.

6. არ არიან მოდას ბრმად აყოლილები.

არასოდეს დახარჯავენ ზედმეტ ძალისხმევას იმაში, რომ პოპულარულთა წრეში ნაცნობები გაიჩინონ. ერიდებიან საკუთარი თავის, შესაძლებლობებისა და მიღწევების ქება-დიდებას; ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი არასოდეს ასხამს ხოტბას საკუთარ თავს. როგორც კრილოვმა თქვა, ცარიელი კასრი ყოველთვის უფრო ხმაურიანია, ვიდრე სავსე.

7. თუ რამე კონკრეტული ნიჭი გააჩნიათ, პატივს სცემენ მას და ივიწყებენ ყველაფერ დანარჩენს: ქალებს, ღვინოს, ახლობლებს, რადგან უსაზღვროდ ამაყობენ ამ ნიჭით.

8. არიან პედანტური რიგ საკითხებთან მიმართებით.

მაგალითად, არ შეუძლიათ დაძინება, სანამ ტანსაცმელს არ გაიხდიან, ან ვერ იტანენ დახუთულ ჰაერში სუნთქვას. გარდა ამისა, მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სექსუალური ინსტინქტების გაკონტროლებას. ის, რაც მათ პარტნიორისაგან სურთ, მხოლოდ საწოლით არ შემოიფარგლება.

ანტონ ჩეხოვი
1
449
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
449
  
2020, 5 სექტემბერი, 9:59
და რაოდენ ბედნიერებაა ნამდვილ განათებულ ადამიანთან ურთიერთობა! ყველა თუ არა, უმეტესობა რომ მაინც განათლებული იყოს, დედამიწა სამოთხე იქნებოდა... პ.ს. აქ ჭეშმარიტად განათლებულ ადამიანზეა საუბარი და არა 1-2-3 და ა.შ დიპლომის მქონეზე!
0 1 1