x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წყალში გადავარდნილი ტროლეიბუსი და დაუჯერებელი გმირობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

1976 წლის 16 სექტემბერს, კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.

image


ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში, შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა… თუმცა სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებით დასერილი ადგილები.

კითხვაზე –”რა იყო ყველაზე მძიმე?”, კარაპეტიანმა უპასუხა: ”ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო.”

მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვების ანთება 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა, 46-ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი შეხორცებების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, მაგრამ მას ამის გაგონებაც კი არ უნდოდა.

1977 წელს შავარშ კარაპეტიანი გახდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი და დაამყარა ახალი რეკორდი, მაგრამ ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.


0
659
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0