x
image
alex999
Mediator image
იშვიათი სილამაზის 5 ახალშობილი ცხოველი და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ

animal planet -მა გაგვიზიარა 5 იშვიათი სილამაზის ახალშობილი ცხოველი, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან სხვებისგან. შესაძლოა დიდად გასაკვირვები არ იყვნენ, თუმცა მათ ვიზუალურ მხარეს მაინც კარგი დაკვირვება სჭირდება, რათა მანი უნიკალურობა აღმოაჩინოთ. წარმოგიდგენთ ჩვენს რჩეულებს:


image






* კენგურუ - იცოდით, რომ ახალშობილი კენგურუ მხოლოდ 1 გრამს იწონის? როგორც ყველა ჩანთოსანი, კენგურუებშიც ორსულობა გრძელდება 20 – დან 40 დღემდე. იშვიათია, როდესაც კენგურუმ ორი შვილი გააჩინოს. ახალშობილი 2 სანტიმეტრია და იწონის მხოლოდ 1 გრამს. პატარა კენგურუ თითქმის 6 თვის განმავლობაში დედის ჩანთაში იმალება, 3 თვემდე რძით იკვებება, ხოლო ჩანთიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ ამოდის(როდესაც აღარ ეტევა).


image





* ზღვის კუ - მიუხედავად იმისა, რომ ზღვის კუს ერთზე მეტი სახეობა არსებობს, მათ ყველას ძალიან ბევრი საერთო აქვთ. პირველი ის არის, რომ ისინი წყალში ცხოვრობენ და მეორე კიდევ ის, რომ მათ აქვთ მსგავსი რეპროდუქციული სიტუაციები. ზოგადად ზღვის კუებს ბუდედ ურჩევნიათ სანაპიროები და პატარა ქვიშის სახლები, როდესაც ისინი შესაფერისი ბუდეს იპოვიან, კვერცხებს დებენ. მდედრ კუს ერთდროულად შეუძლია ასობით კვერცხის დადება, დაახლოებით 2 თვის შემდეგ კვერცხებიდან გამოდიან პატარა კუებიც. სამწუხაროდ, პატარა კუებიდან მხოლოდ რამოდენიმე ახერხებს გადარჩენას, ვინაიდან კუების კვერცხებზე უამრავი ქვეწარმავალი და ფრინველი ბინადრობს.

image





* ზღარბი - ოდესმე გინახავთ ჩვილი ზღარბი? ეს საყვარელი არსება ახალშობილი ზღარბია. ეს ცხოველები ყოველთვის გვემალებიან, თუმცა თუ მათ წყალში მოვათავსებთ, აუცილებლად გამოაჩენენ სახეს, რადგან სახის დასველება არ მოსწონთ. პატარა ზღარბების სხეული უფრო მოლიპულია, რადგან მათი სხეულის განვითარებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. ზღარბები მალევე ეჩვევიან დედისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას.


image





* ბუ - ეს ღამის ფრინველი სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. ბუდეს ხის ფუღუროში, პირდაპირ ხეზე, სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში ან სახლის სხვენზე იკეთებს, იშვიათად — კლდის ნაპრალში. კვერცხმდებლობა მარტის ნახევრიდან აპრილის ნახევრამდე მიმდინარეობს, დებს საშუალოდ 2–4 (6-მდე) თეთრი ფერის მომრგვალებულ კვერცხს. ინკუბაცია 30 დღემდე გრძელდება; ბარტყები ფრენას 35–39 დღეში იწყებენ. ბუები ველურ ბუნებაში 5 წლამდე ცხოვრობენ, ხოლო ტყეში 22 წლამდე. პატარა ბუ დედაზე დამოკიდებულია 4 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში უმჯობესია არ გაეკაროთ!


image





* წითელი კიბორჩხალა - წითელი კიბორჩხალები ინდოეთის ოკეანეში შობისა და კოკოს კუნძულის მკვიდრი სახეობაა. ეს კიბორჩახალები ერთობლივად დებენ კვერცხებს. მათი პატარა ნაშიერები ხმელეთს აწითლებენ... ასე გამოიყურება ეს საყვარელი, პატარა წითელი კრაბი


image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image




7 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image




4 ყველაზე საშიში ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება

image




ისინი არ ბერდებიან - 7 ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებიან!

image




გადარჩენილი კაცობრიობა : ბონილას კომეტა

image




ფეხბურთის 8 ვარსკვლავი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს!

image




ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ დიდი ისტორიის მქონდე 16 ემოციური ფოტო

image



0
372
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0