x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისტორიული საიდუმლო: ჰქონდა თუ არა სტალინს ქართული აქცენტი? (+ ვიდეო)

ითვლება, რომ სტალინი ძლიერი ქართული აქცენტით საუბრობდა. სწორედ ასე საუბრობს ის დოკუმენტურ კინოქრონიკებში და რადიოჩანაწერებში. მაგრამ, მისი თანამედროვენი, ისინი, ვინც ბელადს კარგად იცნობდნენ, ამტკიცებენ, რომ რეალურ ცხოვრებაში, სტალინის მეტყველება, საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც დღეს ყველასთვის არის ცნობილი, რადგან ის რუსულ ენას სრულყოფილად ფლობდა და არც აქცენტი ჰქონდა.


image


სტალინი ჩვენს წარმოდგენებში, — სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცია, რომელსაც ხელში მუდამ ჩიბუხი ეჭირა. მსახიობები კი, რომლებიც მის როლს ფილმებში, თუ სპეკტაკლებში ასრულებენ, მუდამ აქცენტით საუბრობენ... და აქ ისმის კითხვა, თუ საბჭოთა ბელადი რუსულად გამართულად საუბრობდა, საიდან გაჩნდა აქცენტი?

სტალინის სახე, რომელსაც დღეს ბევრი რეალურად მიიჩნევს, პარტიის XX ყრილობის შემდეგ გაჩნდა, რომელზეც ახალმა გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, პიროვნების კულტთან დაკავშირებით, მოხსენება წაიკითხა და ამის შემდეგ, «ხალხის მამის» წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა...

და რადგან ხრუშჩოვი თვლიდა, რომ სტალინის პიროვნების კულტად გადაქცევაში, ლომის წილი, კინომატოგრაფმა შეასრულა, დოკუმენტური ფილმები, რომლებშიც სტალინი იყო ან მასზე იყო საუბარი, არქივში შეანახინა, ახლების გადაღება კი, აკრძალა. ამიტომ, მომდევნო თაობები ი. ბ. ჯუღაშვილს უკვე მხატვრული ფილმების საშუალებით ეცნობოდნენ... და ასე შეიამნა ქართული აქცენტის მქონე სტალინის სახე.

სტალინის პირველი ცოლის და მარიამ სვანიძე, რომელიც სტალინის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თავის დღიურში წერდა:

«რა უცნაურია, ხმა ვერ ვიცანი — მიკროფონით მისი ხმის ტემბრი განსხვავებული იყო, და ყველაზე მთავარი — აქცენტი 100% ძლიერი ჰქონდა, ვიდრე, ცხოვრებაში. ის რუსულად ძალიან სუფთად საუბრობდა…»

მარიამმა ეს ჩანაწერი მას შემდეგ გააკეთა, რაც სტალინის ხმა პირველად მოისმინა რადიოში. მაგრამ, რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანს აქცენტი მხოლოდ რადიოჩანაწერში ჰქონდეს?

როგორც ცნობილია, იოსებ ჯუღაშვილი რუსეთის იმპერიაში დაიბადა და 8 წლამდე, რუსული საერთოდ არ იცოდა. ხოლო, დედამისი ოცნებობდა, რომ შვილს სასულიერო სემინარიაში ჩაებარებინა და კარგი განათლება მიეღო. ამის გაკეთება კი, იმ დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე შეიძლებოდა. ამიტომ, ქალმა ადგილობრივი მღვდლის შვილებს სთხოვა, რომ ბიჭს რუსული ენის ათვისებაში დახმარებოდნენ.

იოსებმა ენის შესწავლისას დიდი ნიჭი გამოავლინა — მხოლოდ ორ წელში, რუსუი სრულყოფილად შეისწავლა და მასზე ისევე თავისუფლად საუბრობდა, როგორც ქართულად. ამის წყალობით, ის სემინარიაში, პირდაპირ მეორე კურსზე ჩარიცხეს. უკვე სტუდენტობის პერიოდში, მომავალ ბელადს, ძირითადად, თბილისის რუსულენოვან საზოგადოსბასთან და ადგილობრივ რევოლუციონერებთან ჰქონდა ურთიერთობა და ფსევდონიმი — სტალინი, შეგვიძლია რუსულ გვარადაც მივიჩნიოთ.

საინტერესოა ისიც, რომ სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა, თავის მემუარებში, იმის შესახებ წერდა, რომ 6 წლის ასაკამდე, არც კი უეჭვია, რომ მამამისი ქართველი იყო. იმის შესახებ, რომ «მამა ადრე ქართველი იყო», მას უფროსმა ძმამ უთხრა. სტალინის სახლში ქართული არაფერი იყო — ის სრულად იყო ასიმილირებული და შეგვიძლია, გარუსებულ ქართველადც ჩავთვალოთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველოდან მოსკოვში, მისი ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები ჩადიოდნენ, სუფრასთან ის სიამოვნებით მღეროდა ქართულ სიმღერებს, ისევე, როგორც რუსულს და უკრაინულს.

ბევრი იხსენებს, რომ სტალინს დაბალი ხმა ჰქონდა. ამიტომ, მის ყველა სამუშაო კაბინეტში სპეციალური აკუსტიკა იყო შექმნილი, რომ მასთან შეხვედრაზე მისულ ადამიანებს ბელადის ხმა კარგად გაეგოთ. მარია სვანიძე წერდა, რომ სტალინის ხმის ყველა ცნობილი ჩანაწერი ძალიან ცული ხარისხის არის და რაც უფრო ძველია, მით უფრო ძლიერ ისმის მის საუბარში ქართული აქცენტი.




თუმცა, არსებობს შედარებით კარგად შემონახული ჩანაწერი — «სტალინის მიმართვა საბჭოთა ხალხს», რომელიც 1941 წლის 3 ივლისს არის გაკეთებული და მასში საერთოდ არ ისმის აქცენტი. ხოლო, უფრო მოგვიანებით გაკეთებულ ჩანაწერში, რომელშიც სტალინი წითელარმიელებს მიმართავს, აქცენტი უკვე შესამჩნევია. რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ გენმდივანი წინასწარ მომზადებულ სიტყვას არ კითხულობდა და ღელავდა.



მარშალი ჟუკოვი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტალინი რუსულს სრულყოფილად ფლობდა, ოდნავ შესამჩნევი აქცენტი მაინც ჰქონდა. ბელადის მეტყველებაში, ქართული აქცენტის არსებობის შესახებ, საუბრობდნენ სტალინის პირადი თარჯიმნები ვალენტინა ბერეჟკოვა და ვლადიმერ ეფრემოვი. მაგრამ, არა ისეთი «საფირმო» აქცენტზე, როგორიც ომზე გადაღებულ საბჭოთა ფილმებშია ნაჩვენები.

imageimageროგორ მიითვისა სტალინმა 700 ტონა ესპანური ოქრო
სტალინის 5 წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე ახდა. საბჭოთა ჯარის და ფაშისტური არმიის ერთობლივი აღლუმი (ვიდეო)

სტალინი: «ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, არიან მხოლოდ მოღალატეები»

სტალინი: როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის?

სტალინის გარდაცვალება (მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?)

1
1808
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1808
  
2020, 19 სექტემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1