x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
განწყობის ვალენტობა

ვალენტობა განწყობის ზოგადი დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა ნადირაშვილი მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს განსაკუთრებით დისპოზიციური განწყობის შემთხვევაში. დისპოზიციური განწყობის ვალენტობას, პირველ რიგში, მისი აფექტური კომპონენტი განსაზღვრავს (რომელიც მოთხოვნილების საფუძველზეა ჩამოყალიბებული). როგორც გამოდის, განწყობა ვალენტობას იძენს მისი სუბიექტური ფაქტორის (მოთხოვნილების) მეშვეობით, რადგან მოთხოვნილება გულისხმობს გარკვეული სახის (დადებით ან უარყოფით) დამოკიდებულებას მისი დამაკმაყოფილებელი (ან დაკმაყოფილების ხელშშემშლელი) ობიექტების მიმართ. ეს დამოკიდებულება მიმართავს, მიიზიდავს ადამიანს მოთხოვნილების საგნისადმი. სხვანაირად რომ ვთქვათ, აქტუალური მოთხოვნილების საგანი ვალენტურია (მიმზიდველია ან განმზიდველია) ადამიანისთვის. ეს ძალა საგნის თვისება არაა, მოთხოვნილებისგან აქვს მას მიღებული. როდესაც მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, საგანიც კარგავს ვალენტობას.

დისპოზიციური განწყობების შემთხვევაში, რადგან ვამბობთ, რომ ისინი მუდმივად აქტუალურია, მათში აფექტური კომპონენტის სახით მოცემული მოთხოვნილება თავის საგანს მუდმივად ანიჭებს ვალენტობას. გამოდის, რომ დისპოზიციური განწყობები მუდმივი ვალენტობით ხასიათდება გარკვეული საგნების (კონკრეტული ობიექტების ან სოციალური ღირებულებების) მიმართ. ღირებულების შემთხვევაში მუდმივი ვალენტობა იმითიც არის გამოწვეული, რომ თავად ღირებულება გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, რომელიც, ფაქტობრივად, რეალობა ვერასდროს გახდება, ამოუწურავია. თუმცა აქ კვლავ საჭირო ხდება იმის დაზუსტება, როგორ ხდება ღირებულება ადამიანისთვის ვალენტური _ ამ ეტაპისთვის არაა ბოლომდე გასაგები ეს საკითხი.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0