x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული ნეო-პაგანიზმი და მისი საფუძვლები
ქართული ნეო-პაგანიზმი და მისი საფუძვლები


"ნეო-პაგანიზმი" სიტყვასიტყვით ნიშნავს ახალ-წარმართობას. ეს მიმდინარეობა მთელ ევროპაში იკიდებს ფეხს და უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხთა თვითგამორკვევის, თავიანთი წინაპრების, ეროვნული კულტურის ფესვების და საწყისების უკეთესად გაგების, გააზრების და ძველი კულტურის რეანიმაციის, კვლავ გაცოცხლების და გადააზრების, რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობაა. არსებობს სკანდინავიური ანუ გერმანიკული ან ნორდიული, ასევე სლავური, ბერძნული და სხვა ნეო-პაგანური მიმდინარეობები. ეს არ არის პირდაპირ გადმოკოპირება და გადმოღება ზუსტად იმისა, რაც სწამდათ უძველეს დროში ჩვენს წინაპრებს. არამედ ეს არის ყოველივე იმის შესწავლა რა ტრადიციაც და რწმენა-წარმოდგენებიც არსებობდა უძველეს დროში ჩვენს პირდაპირ სისხლისმიერ წინაპრებში და იქ სიმართლის მარცვლების ძიება, მათი პოვნა და ახლებურად გადააზრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ქართული ისე დანარჩენი პან-ევროპული წარმართობა მოიცავს ძალიან დიდ სიბრძნეს და სამყაროთმცოდნეობას, რისი დაკარგვაც კულტურის საფუძვლის მოშლას ნიშნავს თითოეული ერისთვის. ეს კარგად გაიაზრეს ევროპის სხვადასხვა ხალხმა და სწორედ ამან გამოიწვია ნეო-პაგანიზმის ანუ წარმართობის ახალი ტალღის აღმავლობა.

სიტყვა "წარმართი" დღეისთვის მცირედით დამახინჯებული ფორმაა და მისი გაგებაც არასწორად, უარყოფით კონტექსტში ხდება (აბრამიტული რელიგიების გავლენით). მისი თავდაპირველი ვარიანტი არის "წაღმართი", ანუ წაღმა სწორად მოსიარულე, რაც წინაპართა სწორი რწმენის და მსოფლხედვის მიმდევართა აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ტერმინი მოგვიანებით, ქრისტიანობის შემოსვლის და ხშირად ძალით გავრცელების (მაგალითად ქართველ წარმართ მთიელთა სამთვიანი სისხლიანი დარბევა ზაქარია მხარგრძელის ხელმძღვანელობით) შემდგომ გაჩნდა. უკუღმა - წაღმა, უკუღმართი - წაღმართი, უკუღმართობა - წაღმართობა, საქმის წარმართვა (წაღმა რთვა). ქართველი წაღმართისთვის (და არა უკუღმართისთვის) ბუნება არის უპირველესი სათაყვანებელი ობიექტი, თვით ეს სამყარო (და მულტისამყარო). ყოველი სიცოცხლე მისთვის მნიშვნელოვანია და წმინდა. ნადირობის დროსაც უდიდეს პატივისცემას გამოხატავდნენ ცხოველების მიმართ და პატიებას სთხოვდნენ ნადირთმეფეს, რომ უწევდათ ოჯახის ან/და საკუთარი თავის გამოსაკვებად ნადირთა სიცოცხლის წართმევა. როდესაც ძველ საქართველოში ცხოველების გარკვეულ რაოდენობას დახოცავდა წარმართი მონადირე, ის ნადირობაზე ხელს იღებდა გარკვეული დროის განმავლობაში და იარაღს მიწაში მარხავდა. მათ იცოდნენ როდის შეიძლებოდა ნადირობა და როდის იყო აკრძალული, აცდიდნენ გამრავლებას ბუნების შვილებს და არ ბრაკონიერობდნენ. ამას არ ჭირდებოდა კანონის მუქარით აღკვეთა. მათ ისედაც იცოდნენ რა იყო ნებადართული და რა არა. ისინი ბუნების შვილები იყვნენ, წარმართები იყვნენ. არასოდეს ქართველი წარმართი არ ინადირებს გასართობად და არ მოსპობს არანაირ სიცოცხლეს გართობის მიზნით. წარმართი სიცოცხლისმადიდებელია, ბუნების შვილი, მისი კანონების მცოდნე, მცველი და პატივისმცემელი. იაზრებს ბუნების და კოსმოსის შეუფასებლად უდიდეს ფასს. წარმართი წაღმა მოსიარულეა.


ნებისმიერი რამ, რაც იწონის 0.5 გრამს (ნახევარ გრამს) შედგება მინიმუმ 1 სექსტილიონი (მილიარდჯერ ტრილიონი) ატომისგან. 1 გრამი = 1000 მილიგრამს, ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც იწონის 0.5 მილიგრამს, შედგება ყველაზე ცოტა, ტრილიონჯერ მილიონი ატომისგან (10^18 - კვინტილიონი). ხოლო ნახევარი მიკროგრამი ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეადგენს 0.5 მილიგრამის მეათასედს, შედგება მინიმუმ მილიარდჯერ მილიონი ატომისგან. თუნდაც მხოლოდ ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თითოეული ადამიანი ურთულესი მოაზროვნე სისტემა და მიკრო-სამყაროა მაკრო-სამყაროში - დედამიწური სიცოცხლის 4-მილიარდწლიანი სიცოცხლის ევოლუციის გვირგვინი. ჩვენ ვართ ღმერთების მსგავსნი არა მხოლოდ აზრობრივი, იდეური, შინაარსობრივი თუ მეტაფიზიკური გაგებით, არამედ ვართ ტიტანები ფიზიკური გაგებითაც კი - ერთადერთი არსებები ჩვენთვის ცნობილ სამყაროში, რომელსაც საკუთარი ევოლუციის წარმართვის ხელმწიფება მიეცა. არასწორია გამოთქმა - "თავს ზემოთ ძალა არ არის", რასაც ეს სახეობა მიზნად დაისახავს, ყველაფერს მიაღწევს.



უპირველსად მყოფობს უსასრულობა. რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც გააჩნია და სწორედ ის საწყისი წერტილია მისი სასრული, ხოლო დაუსაბამოს აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. უსასრულობა იყო, არის და იქნება და ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ცალკეული სამყარო, ვინაიდან ყოველი სამყარო და ყოველივე რაც და ვინც მათშია მისი წიაღიდან იშვა და მის წიაღშივე შთაინთქმება. არ იყო ისეთი მომენტი, როდესაც ის არ არსებობდა იმიტომ, რომ ისა თავად დროის საწყისიც. ეწოდება მას დიდი მშობელი ან დიდი დედა, ვინაიდან განუწყვეტლივ ბადებს, განუწყვეტლივ შობს. ეს არის უსასრულო ოკეანე, სადაც ყოველი წვეთი ცალკეული სამყაროა და არ აქვს ამ ოკეანეს კიდე, არამედ არის ყველგან და ყოველთვის. მასში არსებულ სამყაროთა რაოდენობა ურიცხვია და ერთმანეთის გვერდიგვერდ, პარალელურად თანაარსებობს, თუმცა სხვადახვა სიხშირეზე და ამიტომაც ჩვენთვის შესამჩნევად არ ურთიერთქმედებენ. ერთ-ერთი ასეთი წვეთი უსასრულობის ამ სამყაროთა ოკეანეში არის ჩვენი სამყარო - წარმოშობილი სხვა დედა-სამყაროდან ან თვით უსასრულობის წიაღიდან ჩვენი დროით 13.8 მილიარდი წლის წინ. სწორედ ამ დაუსაბამო არსის ხსენებით იწყებს რუსველი "ვეფხისტყაოსანს" - "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა", ხოლო ეს რომელმან ყოველივეს გარემოიცავს - იძინებს ქვებში, სიზმრებს ხედავს ცხოვლებში და იღვიძებს ადამიანში. ყოველი ცოცხალი და არაცოცხალი მისი ნაწილი და გამოვლინებაა. ყოველი არსება და თავად არსებობა კი ფასდაუდებელი და შესაყვარებელი. უსასრულობის დაუსაბამო წრებრუნვა ბორჯღალად შეიძლება გამოისახოს.


ქართული ნეო-პაგანიზმი და მისი საფუძვლები


1. უპირველესად მყოფობს უსასრულობა. მანამ, სანამ წარმოიქმნებოდა საერთოდ რაიმე, არსებობდ უსასრულობა, რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული და ამავე დროს, აქვს არაფრისგან რაიმეს ქმნადობის უნარი. ეს შეგვიძლია მოცემულობად, ფაქტად მივიჩნიოთ.


2. არსებობს არა მხოლოდ ჩვენი სამყარო, არამედ მრავალსამყარო (მულტივერსი). ამ თეორიას უკვე მრავალი წამყვანი ფიზიკოს-თეორეტიკოსი ეთანხმება. მათ შორის გია დვალი (იხ. ბავშვი სამყაროები).


3. თითოეულს ამ უთვალავი სამყაროდან აქვს თავისი წეს-რიგი, წეს-წყობა, თავისი ფიზიკური და სესაძლოა მეტაფიზიკური კანონები. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უსასრულობა ყოველ მათგანში სხვადასხვაგვარად ავლენს საკუთარ თავს და შესაძლოა ბევრ მათგანს ჰქონდეს ერთმანეთისგან განსხვავებული კანონები და წესრიგი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ სამყაროს თავის მორიგე ანუ მომწყობი, მომწესრიგებელი ღმერთი ჰყავს.


4. ჩვენი კონკრეტული სამყარო მოწყობილია ისე, რომ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებითაა დარეგულირებული: მატერია-ანტიმატერია, პლიუსი-მინუსი, სინათლე-სიბნელე, სიკეთე და ბოროტება, აგება და დანგრევა, წესრიგი და ქაოსი, სქესიც ორია - მამრი და მდედრი ანუ ჩინური კოსმოგონიის მსგავსად, ქართული კოსმოგონიაც აღიარებს ინისა და იანის პრინციპს იმ განსხვავებით, რომ ჩვენი წინაპრები ამას ეძახდნენ მორიგე ღმერთს და ღვთის დას. ისინი დაპირისპირებული ძალების სახეები და ღმერთებია, რისგანაც აწყობილია ჩვენი კონკრეტული სამყარო (შესაძლოა მულტივერსის სხვა სამყაროებში წეს-წყობა სრულიად სხვაგვარადაა და ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ). მორიგე ღმერთი განასახიერებს ყოველივე დადებითს, დაი ღვთისა კი ყოველივე უარყოფითს. მორიგე ღმერთი და დაი ღვთისა არის მთელი ჩვენი სამყარო. ისინი არიან ყველგან და ყველაფერში, თითოეულ ატომში, კოსმოში, დედაბუნებაში, თვით ადამიანში, მის პიროვნებაში ეს ორი საწყისი მუდმივად ებრძვის ერთმანეთს, თუმცა არ ანადგურებს ერთმანეთს, არც ერთმანეთისგან სრულიად გამოყოფილნი არიან, არამედ სადაც არის ერთი - არის მეორეც.


5. ქართულ წარმართობაში ჩვენი სამყარო დაყოფილია 3 მთავარ ნაწილად: ზესკნელად, შუასკნელად და ქვესკნელად. ეს ყოველივე არის არა ადგილები, არამედ სულიერი მდგომარეობები, ვიბრაციები, ენერგიები. მაგალითად უმაღლესი, დადებითი ენერგიების მქონე მდგომარეობა იქოდება მეცხრე ცად ანუ იმ "ადგილად" (მდგომარეობად), რა მდგომარეობაშიც არის დავანებული ამ სამყაროს მორიგე, მომწესრიგებელი ღმერთი. ქვესკნელი არის მდგომარეობა რაშიც ივანებს დაი ღვთისა, ჯოჯოხეთური მდგომარეობა, უიმედობა, ქაოტურობა, გონებრივი, ფსიქიკური უწესრიგობა, დეპრესია, მოკლედ ბოროტება. შუასკნელი კი იგივეა, რაც სკანდინავიური მანჰაიმი, ანუ კაცთა სამყოფელი, ანუ ის ფსიქიკური, სუნიერი და არსობრივი მდგომარეობა, რაც ახასიათებს კაცთა მოდგმას (არსებობენ მასიდან გამორჩეული ადამიანებიც ამ მხრივ, ქვესკნელის და ზესკნელის მსახურები და მათ მდგომარეობასთან მეტად ან ნაკლებად დაახლოებულები). ძველი ქართველები წარმოიდგენდნენ ზესკნელს როგორც ზეცას, ქვესკნელს, როგორც დედამიწის სიღრმეს და შუასკნელს როგორც დედამიწის ზედაპირს.


6. მორიგე ღმერთიც და დაიც ღმრთისა არიან უსასრულობის გამოვლინებები. პირველად უსასრულობას არ გააჩნია კეთილი ან ბოროტი საწყისი, ის ყველაფერს აერთიანებს, ყველაფერს მოიცავს, ყველგანმყოფი და ყოვლისმომცველია. მისი წიაღიდან წარმოიქმნება და მასშივე შთაინთქმება სამყარო ყოველი, ღმერთი ყოველი, ავსული ყოველი, არსება ყოველი. ყველანაირი არსება ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროსი გამოვლინებაა პირველადი და ქმნადი უსასრულობის.


7. იერარქიულად ასე ეწყობა: პირველარსი უსასრულობის გამოვლინებაა მორიგე ღმერთი და დაი ღმერთისა. მორიგე ღმერთის გამოვლინებები არიან სხვა ღმერთები და ქალღმერთები, ღვთისშვილნი და კაცნი (ადამიანები). ღვთის დის გამოვლინებები არიან დევნი, ქაჯნი, ჭინკები და სხვა ავსულები.


8. არც ღმერთს და არ ცმის დას არ შეუძლიათ ერთმანეთის განადგურება. ერთის, მეორის ან ორივეს განადგურებით განადგურდება თავად ჩვენი სამყარო და ყველაფერი რაც და ვინც მასშია, თუმცა მუდმივ ბრძოლაში არიან ერთმანეთთან და სწორედ ეს ბრძოლაა არსებობაც.


9. ქართული წარმართობა არ აღიარებს ყოვლისშემძლეობის პრინციპს. ეს ლოგიკას ეწინააღმდეგება, თუმცა აღიარებს ღმერთთა და ქალღმერთთა, ღვთისშვილთა, ავსულთა და სხვა ზებუნებრივ არსებათა მრავლისშემძლეობას, ერთმანეთთან შედარებითი მეტ-ნაკლებობით.


10. ქართული წარმართობა არ აღიარებს ღმერთთაგან ასი პროცენტის გარდაუვალობით გაწერილ ბედს ან მათ მიერ მომავლის ცოდნას. არსებობს მომავლის მრავალი ვარიანტი. როგორც ღმერთები, ასევე კაცთა მოდგმის მკითხავები ხედავენ მომავლის იმ ვარიანტს, რაც დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა აუცილებლად.


11. ქართული წარმართობა არ აღიარებს ღმერთების, ფიზიკური თუ მეტაფიზიკური არსებების ან ადამიანების უკვდავობის პრინციპს, თვით უმაღლესი ღმერთებისთვისაც კი. თავად უმთავრესი ღმერთების განადგურდებიან, თუ ჩვენი კონკრეტული სამყარო განადგურდება. მუდმივად მყოფობის პრინციპი ეხება ერთადერთ დაუსაბამო, შემოქმედ უსასრულობას ვინაიდან მას არ აქვს საწყისი და რასაც არ აქვს დასაწყისი, დასასრულიც არ გააჩნია.





ქართველი წარმართობის ღმერთების და სხვა არსებების ნაკრების პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ აქ: ქართული მითოლოგია - ნაწილი პირველი


71. გიგა და გიორგი

72. ნუნუა - ღვინის ღმერთი

73. ჰალ - სვანური მითოლოგია

74. ამირანი

75. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

76. საიდან მოდის და რას ნიშნავს სიტყვა ანგელოზი?

77. არგო - გემი, რომლითაც არგონავტები კოლხეთში შემოვიდნენ

78. არგონავტები

79. არმაზი

80. არწივი მითოლოგიაში

81. აფსათი - სვანური მითოლოგია

82. აშექალა

83. ბერი ბუქნა ბაადური

84. ბარბალე - სვანური მითოლოგია

85. ბეთქილი - სვანური მითოლოგია

86. ბეღელა - ქართული მითოლოგია

87. ბოსლობა - წარმართული ქართული დღესასწაული

88. გა - ქართველი ქალღმერთი

90. დალ - სვანური მითოლოგია

91. დევი

92. ციკლოპები, კიკლოპები ანუ იგივე ხეცები

93. ელია - წვიმის ღმერთი

94. თავბექილა - სვანური ფოლკლორი

95. თავფარავნელი ჭაბუკი

96. თამარი

97. თერგვაული

98. თორღვა ძაგანი

99. იახსარი

100. რას ნიშნავს სიტყვა იბერია?

101. რას ნიშნავს სიტყვა კავკასია?

102. კვირა, კვირია

103. ლილე - სვანური მითოლოგია

104. ლომისა

105. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

106. კოლხეთი

107. კოპალა

108. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე

109. პასიფაე - კრეტის კოლხი დედოფალი

110. მინო, იგივე მინოსი - კრეტის დიდებული მეფე

111. პრომეთე

112. მინოტავრი - კოლხი ურჩხული

113. მორიგე ღმერთი

114. გეა - დედა ყოველთა

115. კურეტები - ახალშობილი ზევსის მფარველები

116. კორიბანტები

117. მანგური - სვანური ფოლკლორი

118. ქამ მერდე, იგივე მაქცია, მაცილი

119. მესკაცხი - სვანური მითოლოგია

120. მზე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში

121. მთვარე ქართულ და მსოფლიო მითოლოგიაში

122. ოქროს საწმისი

123. მუხის ანგელოზი

124. აია

125. აიაია

126. პირქუში

127. პრომეთეს წამალი

128. როსტომ ჭაბუკი - ქართული ფოლკლორი

129. სამძივარა

130. სვანური მითოლოგია

131. სცილა - კოლხი ურჩხული

132. სკვითები

133. რა არის სული?

134. ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი

135. ზევსი

136. ტროა

137. ურარტული მითოლოგია

138. უფლიშერობა - ქართული წარმართული დღესასწაული

139. ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ

140. ფაზისი

141. ფრიქსე - ოქროს საწმისის აიეტთან მომტანი

142. ქალდეველები

143. ქალკიოპე - კოლხეთის პრინცესა

144. ყანსავ ყიფიანი

145. ყორანა

146. შავაანი - მჭედელი სვანი ღმერთ-კაცი

147. შაშილარი - სვანური მითოლოგია

148. ჩორლა - სვანური მითოლოგია

149. ჩხუდანი - სვანური მითოლოგია

150. ცაი - ცის ქართული ღმერთი

151. ცირცე

152. ჭყონდიდი - კოლხური წარმართობა

153. ხარის კულტი ძველ საქართველოში და მსოფლიოში

154. ხის კულტი ძველ მსოფლიოში

155. ხეთები

156. შიბი

157. ხოგაის მინდი

158. ჯადოქრობა და უდიდესი კოლხი ჯადოქრები

159. ჯგრაგი - სვანური მითოლოგია

160. ჯოჯოხეთი

161. ხალდი - ურარტუს მთავარი ღმერთი

162. კაშინა - კოლხური მითოლოგია

163. გუშა - კოლხური მითოლოგია

164. ჭაობის ჟამი - კოლხური მითოლოგია

165. ჰერაკლე ლომისტყაოსანი

166. ჰერაკლეს პერარგა

167. ჟამნი

168. ქართლური აბრამიანი

169. იმერული აბრი პური

170. აბუდელაურის ტბა

171. აგაგა - კოლხური მითოლოგია

172. ავქარი

173. აზარი - ქართველ მთიელთა წარმართული რიტუალი

174. ათნიგენობა - ქართული წარმართული დღესასწაული

175. ალაგი ლიხელე - სვანური წარმართული რიტუალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


19
752
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
752
  
2021, 11 დეკემბერი, 4:15
დავუშვათ ადამიანს აქვს უკვდავი სული. სული რა არის? მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის სხეულგარეშე ცნობიერება, ფიქრის უნარის მქონე უსხეულო პიროვნული წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება მოდიოდეს შეხებაში მატერიალურ საგნებთან, როგორიცაა სახლის ნივთები და ა.შ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას აქვს მატერიალური ბუნებაც, ვინაიდან სრულად არამატერიალური რამ ვერ მოვა შეხებაში მატერიალურ საგნებთან. აქ კითხვა ისმის: კონკრეტულად რისგან შედგებიან ისინი, ატომებისგან თუ რა სახის სუბსტანციისგან?
მოკლედ, დავუშვათ, რომ ასეთი სული, სპირიტი, რომელიც თან უკვდავია, გააჩნია ადამიანებს. მაშინ ისმის ასეთი კითხვა: ნაყოფის განვითარების რა ვადაზე ისახება ადამიანში სული? მაშინ, როცა ზიგოტა წარმოიქმნება სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შერწყმით, პირველ თვეზე, მესამე თვეზე, დაბადების შემდეგ თუ კონკრეტულად როდის? ისლამი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ სული ადამიანში ისახება საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების მე-4 თვიდან.
და კიდევ: თუ სული ისახება ნაყოფში, არის ეს ყოველთვის ახლად წარმოქმნილი სული, თუ არსებობს რეინკარნაციის ფენომენიც? თუ რეინკარნაციის ფენომენი არსებობს, არის ის მხოლოდ ადამიანებში, თუ არის სხვა ცოცხალ არსებებშიც?
თუ რეინკარნაცია არ არსებობს და თან არსებობს ჯოჯოხეთის და სამოთხის ფენომენი და ამავე დროს ღმერთიც, რომელიც სამართლიანია, მაშინ რა სამართალი გამოდის თუ გამოუცდელ სულს, რომელიც მაგალითად დაბადებამდე მუცლის მოშლის შედეგად დაიღუპება, გაგზავნიან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში? მას ხომ არცერთი არ დაუმსახურებია და აქედან გამომდინარე მისი რომელიმეში გაგზავნა ან არგაგზავნა უსამართლო იქნება. მას შანსი ხომ უნდა მიეცეს კვლავ ამქვეყნად მოვლენის (რეინკარნაციის) გზით?
ასევე კითხვა ისმის: რა მექანიზმით წარმოიშვებიან ახალი სულები?
2021, 18 ნოემბერი, 19:50
ოკულტისტები და მაგები თვლიდნენ, რომ სამყარო მენტალურია ანუ აზროვნებს. ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ერთ-ერთი დაშვებაა, რომ სანამ მულტივერსის წარმოქმნა დაიწყებოდა და "დიდი აფეთქებებით" ახალ-ახალი სამყაროები ამოიბადებოდა უსასრულობის მეტასივრციდან, იქამდე ამ უსასრულობამ შესაძლოა თავისივე წიაღში აზროვნების უნარი განივითარა და შეიძინა თავიდან ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ თვითგანვითარებადი ინტელექტი. დროთა განმავლობაში ეს ინტელექტი გაიზარდა, გართულდა, იქცა პიროვნულ აზროვნებად და იდეების გენერატორად, შემოქმედად. როგორც პლატონი ამბობდა, ჯერ არსებობს იდეები "იდეათა სამყაროში", შემდეგ ხდება მისი ხორცშესხმა. ეს არის თვით ღმერთის ევოლუციის სუსტი ჰიპოთეზა, მაგრამ არსებობს მცირე პროცენტული შესაძლებლობა, რომ ეს მართალი იყოს.
დიდო ღმერთო ყოველგან განფენილხარ
შენი წყალობით იშვის არსი ყოველი,
შენი მადლით ცოცხლობს მარად ყოველი.
დიადია ღვაწლი შენი.
დიადი ხარ და არ დიადობ,
ყოველ არსს სიყვარულით გარემოიცავ.
გარემოიცავ, მაგრამ არ მეუფებ მათ.
უვნებო ხარ - ალბათ ამიტომ გიწოდებენ არარას.
მცირე ხარ და შესაკრებელი მცირე-მცირეთა.
ყოველი არსი შენ შეგერთვის, მაგრამ
არ მეუფებ მათ.
ამიტომ გიწოდებენ შენი შვილები დიადს
არ დიადობ და ამიტომაც ხარ დიადი!
კურთხეულო, ზეცავ მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი.
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში დაუტეველო,
უმცირესში ჩატეულო.
უწონ-უმანძილოვ, ცარიელო და სავსევ.
არ გქონდა სახელი,
ამიტომ გიწოდეთ წაღმართებმა
ღრმა ერთი - ვინაიდან,
განუყოფელი ხარ და ყოველივეში - შესაბამისად ერთი,
და ღრმა, ვინაიდან ღრმა ხარ, როგორც
თვალუწვდენელი უფსკრული,
ამოუწურავი და შეუცნობელი,
საიდუმლოთა საიდუმლო
და თვით ბჭე ყოველივე საიდუმლოსი.
ყოვლადბრძენი უმოქმედო ხარ და იქმ.
მდუმარე ხარ და გვმოძღვრავ.
ყოველი არსი შენგან იშვის
და თავადაც იშვები ყოველ არსში,
2021, 18 ნოემბერი, 19:50
იშვები და ყოველგან მიმოიძვრი -
ყოვლადბრძენი არ ბატონობ მათ.
ყოველივეს შეიქმ და არ ეუფლები შექმნილს.
ყოველივეს აღძრავ და არ ეუფლები აღძრულს.
ყოველივეს სრულქმნი და არ ეუფლები სრულქმნილს.
აღასრულებ საქმეთ და არ მედიდურობ.
არ მედიდურობ და ყოველივე შენ გემორჩილება.
ცარიელი ხარ, ცარიელი, მაგრამ ამოვლინებისას ამოულეველი.
ო, რა ღრმა ხარ და დაფარული!
შენა ხარ მამა ყოველი არსისა,
შენ ხარ, რომელიც აუძრავებს მოძრაობას,
აწესრიგებს ქაოსს, აფერმკრთალებს ბრწყინვალებას,
და აბრწყინებს ფერმკრთალებას,
ო, რა უწმიდესი ხარ!
წესისა და რიგის დამდგენი,
სამყაროს წეს-რიგის შემოქმედი,
ამიტომაც გიწოდებენ მარიგეს.
დასაბამიდან მოლივლივებ და მარადიული ხარ.
არსაიდან შობილხარ შენ.
რაც უფრო სავსე ხარ სიცარიელით,
მით მეტს მოძრაობ, რაც მეტს მოძრაობ,
მით უფრო ივსები სიცარიელით.
უკვდავი ხარ სული უწმიდესი,
მდედრი ხარ დაფარულისა,
მარადიული ბჭე დაბადებისა.
საშო, საიდანაც იშვის,
დასაბამი ხარ ცისა და მიწის.
დაუსრულებლად იქმ და იძვრი.
დაუშრეტელია საშო შესაქმისა.
ვინც მცირედით შეიცნობს შენს უწმიდეს სულს,
შეგერწყმის შენ და გაუკვდავდება.
ყოვლადბრძენი ყოველივეს მორჩილი ხარ,
მორჩილი ხარ და გაწინამძღვრებული.
გიყვარს ყოველივე ხორციელი
და ზესკნელის მარადისობაშიც მყოფობ.
სიცარიელე ხარ, მაგრამ
ყოველივესთვის აზრის მიმნიჭებელი:
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ,
მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
კარ-ფანჯრებს კედლებში ჭრიან,
მაგრამ სახლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
ჭეშმარიტად: ვინც შეიცნო ყოფიერება,
მანვე შეიცნო არყოფნა.
თორნიკეეე...ძლიან მაგარი ხარ აი ძალიან...ჩემი წყარო ხარ. შენ და ივ.ჯავახიშვილი მეხმარებით...
2021, 27 იანვარი, 10:26
Georgian Neo-Paganism

Neo-paganism trend is gaining ground all over Europe and is becoming more and more popular. It can be said that this is one of the important movements of the Renaissance for the self-determination of peoples, for a better understanding, resuscitation of old culture, the roots and beginnings of their ancestors, national culture, revival and rethinking. There are Scandinavian or Germanic or Nordic, as well as Slavic, Greek and other neo-pagan currents. It is not a direct copying and duplication of exactly what our ancestors believed in ancient times. Rather, it is all about exploring the traditions and beliefs that existed in ancient times in our direct bloodline ancestors and searching for the grains of truth there, finding them and rethinking them. We can say That both Georgian and other pan-European paganism include a great deal of wisdom and cosmology, the loss of which means the destruction of the cultural foundation for each nation. This was well understood by the various peoples of Europe, and it was the reason, that led to the rise of a new wave of neo-paganism.

The word pagan in Georgian is said like "Tsarmarti" and is a slightly distorted form today, and its real understanding is misunderstood in a negative context (under the influence of Abrahamic religions). Its original version is "Tsaghmarti", meaning "Tsaghma" - right walker, which was used to denote the correct beliefs of the ancestors and the followers of the old worldview. The term later emerged after the advent of Christianity and its frequent spread by force (for example, the three-month bloody raid on the Georgian pagan mountains by the Order of Georgian Royal family).
2021, 27 იანვარი, 10:26
For Tsarmarti (Pagan) nature is the first object of worship, the universe itself (and the multiverse). Every life is important and sacred to him or her. Even during hunting, pagan Georgian hunters showed the great respect for animals and apologized to the Goddess or God of nature for having to take the life of the animal to feed his family and/or himself. When a certain number of animals were killed by a pagan hunter in ancient Georgia, he would not go for hunting for some time and bury his weapon in the ground. They knew when hunting could be done and when it was forbidden, they tried to breed the children of nature (Animals) and did not poach. It did not need to be threatened by law. They already knew what was allowed and what was not. They were children of nature themselves, they were Tsarmarts. Georgian pagans never hunt for fun and do not kill any life for fun. He is a pagan believer, a child of nature, a knower, protector and respecter of the supreme Natural laws. Understands the greatest price for appreciating nature and space. The pagan is Tsaghma (Rightly) walker.

Anything weighing 0.5 grams (half a gram) consists of at least 1 sextillion (billion times trillion) atoms. 1 gram = 1000 milligrams, so anything that weighs 0.5 milligrams consists of at least a trillion times one million atoms (10^18 - quintillion). And half a microgram of any substance, which is 0.5 milligrams per thousand, consists of at least a billion times a million atoms. Even so, owning one is still beyond the reach of the average person .. We are like the gods not only in the intellectual, ideological, substantive, or metaphysical sense, but we are also titans in the physical sense — the only beings in the universe known to us to have been given the power to govern their own evolution. Wrong expression - "there is no power above yourself", whatever this species aims to achieve, will achieve everything.
2021, 27 იანვარი, 10:26
Infinity comes first. Whatever has a beginning has an end, and that is the starting point of its end, while the inconsistent has neither a beginning nor an end. Infinity was, is and will be, and it is much more than any separate universe, since every universe and everything and everyone in them is born from its bosom and is absorbed in its bosom. There was not a moment when it did not exist because he himself / She herself was from the beginning of time. She is called a great parent or Mother of all - because she constantly gives birth and also constantly inhumate universes. It is an infinite ocean where every drop is a separate universe and does not have the end, but is everywhere and always. The number of worlds in it are innumerable and coexist side by side, in parallel, though on different frequencies and therefore do not interact noticeably with each other. One such drop in the ocean of these worlds of infinity is our universe - originating from another mother universe or from the very bottom of infinity 13.8 billion years ago. It is with the mention of this irrelevant essence that Rustaveli begins his epic poem "Knight in the panther's skin" - "who created the world with the most powerful force, the supernatural essence with the spirit of heaven", and this one is who surrounds everything - sleeps in stones, dreams in animals and wakes up in human. Every living and non-living is a part and manifestation of it. Every creature and existence itself is priceless and lovable. The irregular rotation of infinity can be depicted as a Borjghala (Georgian Swastica).
2021, 27 იანვარი, 10:25
1. Infinity comes first. Before anything at all arose, there was an infinity that has neither a beginning nor an end, and at the same time, has the ability to create something out of nothing or something from itself. We can consider this as a fact.

2. There is not only our world, but also the multiverse. This theory is already agreed upon by many leading physicist-theorists (see Theory of Multiverse or baby Universes).

3. Each of these innumerable worlds has its own order, its own physical and possibly metaphysical laws. Consequently, we can assume that infinity manifests itself differently in each of them, and that many of them may have different laws and orders from each other. Consequently, we can say that each world has its own God, the Arranger.

4. Our particular world is arranged in such a way that it is regulated by opposing concepts: matter-antimatter, plus-minus, light-darkness, good and evil, construction and demolition, order and chaos, both sexes - male and female, like the Chines pagan worldview, Georgian cosmogony also Recognizes the principle of yin and yang with the difference that our ancestors called it the Ghmerti the arranger and the sister of God (Ghmerti). They are the faces of the opposing forces and the gods that make up our particular world (perhaps the order in the other multiverse worlds is completely different and we will not talk about that now). The Ghmerti (Supreme God of Georgians) symbolizes all the positives, while the Sister of God represents all the negatives. The God and the sister of God is our whole world. They are everywhere and in everything, in every atom, in the cosmos, in mother nature, in each human.
2021, 27 იანვარი, 10:25
5. In Georgian paganism, our world is divided into 3 main parts: Zeskneli (Upper world, Valhalla), Shuaskneli (Middle world) and Kveskneli (Underworld). These are all not places, but spiritual states, vibrations, energies. For example, the state with higher, positive energies is referred to as the ninth heaven or the "place" (state) in which the God of our universe - Ghmerti is in charge. The underworld is a state in which the gods, creatures and humans are devilish, a hellish state, hopelessness, chaos, mental disorder, depression, in short - evil. The Middle world is the same as the Scandinavian Mannheim, or the abode of men, that is, the mental, sensual, and essential state which characterizes the lineage of men (there are also people distinguished from the masses in this respect, the servants of the underworld or Zeskneli (Valhalla, Heaven) and more or less close to their condition).

6. Both Ghmerti and his Sister are the manifestations of the infinity (maker of the Multiverse). Infinity has no good or evil origin, it unites everything, encompasses everything, is omnipresent and all-encompassing. From his entrails arises and is absorbed in him the world of each, God of every, auspicious of every being. All beings in the living and non-living worlds are manifestations of the primary and creator infinity.

7. Hierarchically it is arranged as follows: The first manifestation of infinity is Ghmerti (like Odin) and the Sister of Ghmerti. Manifestations of the supreme god Ghmerti are other gods and goddesses, sons of God and man (humans). Manifestations of the sister of Ghmerti are Avsuls or Evil spirits and creatures: Devs, goblins, dragons, Chinkas, Qajs and etc.
2021, 27 იანვარი, 10:25
8. Neither God nor his sister can destroy each other. Destroying one, the other or both - it will destroy our universe itself and everything and everyone in it, but they are in a constant struggle with each other and this struggle is the existence itself.

9. Georgian paganism does not recognize the principle of omnipotence. This is contrary to logic, though it recognizes the multiplicity of gods and goddesses, sons of God, Avsuls (Evil spirits), and other supernatural beings, in relative proportions to each other.

10. Georgian paganism does not recognize the fate written by the gods one hundred percent inevitably or their knowledge of the future. There are many options for the future. Both gods or human fortunetellers see the future as something that can happen is more probable, but not necessarily.

11. Georgian paganism does not recognize the principle of immortality of gods, physical or metaphysical beings or people, even for the highest gods. The chief gods themselves will be destroyed if our particular universe is destroyed. The principle of constant being refers to the only irrelevant, creative infinity since it has no beginning and whatever has no beginning - has no end.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10