x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა საკვები პროდუქტები,რომელიც დაბერებას აჩქარებს
image


ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სრულმასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს ესპანელმა მეცნიერებმა ნავარის უნივერსიტეტიდან, რა დროსად დადგინდა იმ საკვები პროდუქტების ნუსხა, რომელიც ნაადრევ დაბერებას იწვევს.მეცნიერთა კვლევის შედეგები გამოქვეყნდა American journal of Clinical nutrition.


ხანგრძლივი კვლევა სახელწოდებით Sun Progection 1999 წლიდან 2018 წლამდე გრძელდებოდა, რა დროსაც დაკვირვება ხდებოდა 886 პაციენტზე, რომელთა ასაკი 51 წლიდან 91 წლამდე იყო.


მეცნიერები აკვირდებოდნენ თუ რა ზეგავლენას ახდენდა სხვადასხვა საკვები არტერიულ წნევაზე, დიაბეტზე, სიმსუქნეზე და გულის კორონარულ დააავადებებზე.


ექსპერიმენტში მონაწილეებს ნერწყვის ანალიზს უკეთებდნენ, რათა აეღოთ დნმ-ს ანალიზი და დაედგინათ ტელომერების სიგრძე-ანუ ქრომოსომების დაბოლოება, დადგენილია, რომ სწორედ ქრომოსომის დამოკლება არის უჯრედების დაბერების ნიშანი.


ექპერიმენტის დროს დადგინდა, რომ ის პაციენტები, რომლების უფრო ხშირად იღებდნენ გადამუშავებულ საკვებს(გაზიანი წყლები, ხორცი და სხვა პროდუქტები, რომელსაც გემოს რეცეპტორები, კონსერვატები, შაქარი და ცხიმი აქვს დამატებული) ტელომერების სიგრძე 29/40 პროცენტით ჰქონდათ შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისთავად დაბერების პროცესს აჩქარებს.


0
648
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0