x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, "ქარვასლაში" სასკოლო ბაზრობა გაიმართება
image

4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სავაჭრო- და ბიზნესცენტრ "ქარვასლაში" (ც. დადიანის #7) სასკოლო ბაზრობა გაიმართება. სასკოლო ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე გამომცემლობა "პალიტრა L" 70%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.


"ყოველთვის ვცდილობთ, რომ წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. სიამოვნებით ვერთვებით სავაჭრო- და ბიზნესცენტრ "ქარვასლას" ღონისძიებაში. სკოლა იწყება და ამისთვის მშობლები და ბავშვები განსაკუთრებულად ემზადებიან. სასკოლო ბაზრობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია კი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, მათ მომზადების პროცესს გაუმარტივებს და სასწავლო წელიც უფრო ხალისიანი და პროდუქტიული იქნება", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ საკანცელარიო ნივთები, ჩანთა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ასევე, ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი პროგრამა და აქტივობა.



ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაეცანით გამომცემლობა "პალიტრა L-ის" კატალოგს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა: https://rb.gy/jzgumw


ღონისძიების ბმული:

https://www.facebook.com/events/1248964552162579/



0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0