x
image
არჩილ ვერულიძე
ვის აძლევდნენ რუსეთის იმპერიაში ყვითელ ბილეთს პასპორტის ნაცვლად.

image

ჩანაცვლების ბილეთი, რომელიც ყვითელი ფერის გამო ხალხში "ყვითელი ბილეთის" სახელით იყო ცნობილი, რუსეთის იმპერიის პოლიცია, მეძავებს პასპორტის ნაცვლად გადასცემდა. ამ საბუთის მიღების მომენტიდან, "სიყვარულის ქურუმი" ავტომატურად იყო აყვანილი აღრიცხვაზე პოლიციის განყოფილებაში, რაც ვალდებულს ხდიდა მეძავს გაეარა სამედიცინო შემოწმება. გარდა ამისა, შემცვლელი ბილეთი ერთგვარი სტიგმა იყო და მიუთითებდა, რომ ქალი აღარ არის "წესიერი". ასეთი ბილეთით ხელში ქალს უფლება ჰქონდა გამოემუშავებინა "პურის ფული" მხოლოდ ერთი გზით - თავისი სხეულით. პასპორტის უკან დაბრუნება საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა და არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ვის სჭირდებოდა ყოფილი კურტიზანი? ოგორც წესი, ამ მახეში გაბმული ქალები არ იცვლიდნენ პროფესიას სიცოცხლის დასასრულამდე, ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლე მალევე სრულდებოდა.

image

დოკუმენტი შედგებოდა 8 გვერდისაგან, ბოლო გვერდზე ეწერა ჩანიშვნები (ექიმის მიერ წარმოდგენილი), ხოლო პირველზე განთავსებული იყო ბილეთის მესაკუთრის ფოტოსურათი, მეორე გვერდი შეიცავდა "ზედამხედველობის წესებს" მე -5, მე -6 და მე -7 გვერდებზე ეწერა წესები "სუსტი ყოფაქცევის ქალბატონებისათვის."


0
323
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0