x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით, რა მოხდება, თუ დაფნის ფოთოლს მზის ჩასვლისას დაწვავთ?
image

დაფნის ფოთოლი მხოლოდ კერძების საკმაზად როდი გამოიყენება.გარდა იმისა, რომ ის განუმეორებელ გემოსა და არომატს სძენს კერძებს, სხვა მიზნებითაც გამოიყენება. მას მოქმედების ფართო სპეტქრი გააჩნია.

image

ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ცხოვრობდა ერთი ულამაზესი ნიმფა, რომელსაც დაფნა ერქვა. ერთხელ ამაყმა ღმერთმა აპოლონმა ეროსს დასცინა, განაწყენებულმა ეროსმა კი თავისი სიყვარულის ისრით დაჭრა აპოლონი და მას ნიმფა დაფნა შეაყვარა, რომელიც აპოლონის სიყვარულს უარყოფდა და გაურბოდა. მითოლოგიის მიხედვით, ნიმფამ დახმარებისთვის მამას მიმართა და სთხოვა, რომ ხედ გადაექცია, რათა თავი დაეღწია აპოლონისთვის. ასე გაჩნდა დაფნის ხე.


imageძველ საბერძნეთში დაფნა წმინდა ხედ იყო მიჩნეული. დაფნის ტოტებით სახლებს რთავდნენ, დაფნის გვირგვინით კი ასპარეზობაში გამარჯვებულის თავს ამკობდნენ.

imageმასში შემავალი ეთერზეთების გამო დაფნის ფოთოლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ჩადეთ დაფნის ერთი-ორი ფოთოლი ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოუკიდეთ ცეცხლი. მხოლოდ ფრთხილად, დაფნის ფოთლებს ცეცხლი მალე მოეკიდება. სულ ცოტა ხანში სახლში სასიამოვნო სუნი დადგება.

დაფნის არომატი ხელს უწყობს მოდუნებას, ხსნის სტრესს, ეფექტურია უძილობის დროს.

imageდაფნის არომატი თქვენს საცხოვრებელს მწერებისგანაც დაიცავს. მისი სუნს ვერ იტანენ ჩრჩილები, ბუზები და ტარაკნები. ამიტომ, თუ სახლში ეს დაუპატიჟებელი “სტუმრები" გეწვივნენ, დროა დაფნის ფოთოლი დაწვათ.

imageდაფნის ნახარში კი საუკეთესო ტონიკია სახისთვის. მისი დახმარებით ცხიმიან ნადებს და გამონაყარს ებრძვიან.

დაფნის ნახარში მებაღეებშიც ძალიან პოპულარულია:მას მცენარეებს ასხურებენ, რომ მავნებლებისგან დაიცვან.

და ბოლოს, როგორც ამბობენ, დაფნის ფოთოლს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს: თუ დაფნის ფოთოლზე თქვენს სურვილს დაწერთ და მზის ჩასვლის დროს დაწვავთ, ეს სურვილი სულ მალე აგისრულდებათ.


0
832
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
832
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0