x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
V8 ტიპის ძრავით აღჭურვილი ლეგენდა გაზ-24-24

როგორც ვიცით, ვოლგის მარკის ავტომობილები, საქართველოში დღემდე მრავლადაა შემორჩენილი, მისი ზოგიერთი მოდელი, უკვე დიდი ხანია კლასიკად იქცა და დამსახურებულად დაიკავა სამუზეუმო ექსპონატის ადგილი. ასეთ მოდელებს წარმოადგენს გაზ-13 - ''ჩაიკა''. ასევე, გაზ-21 და სხვები.

თუმცა, კლასიკური ავტომობილების მოყვარულებს არც გაზ-24 დატოვებს გულგრილს. თავის დროზე, ამ მოდელს საქართველოში დიდი აღიარება და პოპულარობა ხვდა წილად.

მიუხედავად ამისა, საქართველოში, ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეცოდინება, რომ გაზ-24-ის გარკვეული რაოდენობა აღჭურვილი იყო V ტიპის 8 ცილინდრიანი ქარხნული ძრავით.

იგი 1974 წლიდან მცირე რაოდენობით გამოვიდა, რომლის ძრავის მოცულობაც 5, 530 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა და 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. აღჭურვილი იყო სამ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ორი გამშვებით.

ეს ავტომობილები, ძირითადად "კგბ"-ს საქმიანობისთვის და სამთავრობო პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.

გაზ 24-24 V8 5.5

0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:შეიმეცნე
შეიმეცნე
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0