x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ძირითადი მსგავსება-განსხვავებები კლასიკურ ბიჰევიორიზმსა და ნეობიჰევიორიზმს შორის სხვადასხვა ავტორების გადმოსახედიდან

აღნიშნულ სტატიაში ბიჰევიოიზმის შესახებ სხვადასხვა ავტორების გადმოსახედიდან ვისაუბრებთ. ერთ-ერთი ასეთი ავტორი არის უოთსონი. ბიჰევიორიზმი უოთსონის მიხედვით კლასიკური სტიმული-რეაქციის კავშირისგან შორს არ მიდიოდა და არ მიუთითებდა სტიმულსა და რეაქციას შორის არსებულ შესაძლო სხვადასხვა სახის, მაგალითად ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ კავშირზე. ზოგადად, როდესაც ქცევას განვიხილავთ, ბუნებრივია რომ ადგილი აქვს სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორების არსებობას, მაგალითად შინაგან, იგივე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. შესაბამისად, სწორედ აქედან გამომდინარე ამ ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლა ყოველთვის იყო ბიჰევიორისტების შესწავლის საგანი. თუმცა, ქცევის შესწავლისას თავს ყოველთვის იჩენდა შინაგნაი ფსიქიკური ფაქტორები, რაც ბიჰევიორისტებს იძულებულს ხდიდა, რომ ეს ფაქტორებიც გაეთვალისწინებინათ. მეორე ავტორი რომლის შესახებაც ვისაუბრებთ არის ტოლმენი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კლასიკური სტიმული-რეაქციისგან განსხვავებული მოდელი წარმოადგინა და ამ პროცესის ჰიპოთეტური ბუნება დაასაბუთა და აგრეთვე მათ ჰიპოთეტური ცვლადები უწოდა. აღნიშნული ცვლადების სხვადასხვა მახასიათებლები, როგორიცაა მათი რაოდენობა, თავისებურებები და მათი კავშირი რეაქციასა და სტიმულს შორის აღმოჩნდა იმ ახალი მიმდინარეობის განმაპირობებელი, რომელსაც ნეობიჰევიორიზმი ეწოდება. განვიხილოთ ერთ-ერთი თეორიული სისტემა, რომელიც ჰალის ეკუთვნის. ამ თეორიული სისტემის საფუძველი მეთოდია, რომელსაც ჰიპოთეტურ-დედუქციური მეთოდი ეწოდება. ჰალის მიზანი იყო, რომ სტიმულსა და რეაქციას შორის არსებული შუალედური ცვლადები შეესწავლა. ამგვარი ცვლადებია: მოთხოვნილება და ჩვევა ან დრაივები. ჰალი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ არსებობს პირველადი დრაივები, რომელთა დაკმაყოფილებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ მოვლენებს, რომლებიც მათ შემცირებას ახდენენ განმამტკიცებლები ეწოდებათ. პირველადი დრაივებია ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებები. პირველადი დრაივების გარდა გამოიყოფა მეორედი დრაივები, რომლებიც პირველადი დრაივებისგან არის ფორმირებული და მათ სხვაგვარად დასწავლილ დრაივებსაც უწოდებებენ. ჰალისგან განსხვავებული იდეები ჰქონდა ტოლმენს, კონკრეტულად დასწავლის თეორიასთან დაკავშირებული ფუნდამენტური იდეები. განვიხილოთ, კონკრეტულად რა განსხვავებული იდეები ჰქონდათ ჰალისა და ტოლმენს. ჰალის მიხედვით, დასწავლა ეს არის სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის შექმნა სხვადასხვა განმამტკიცებლების მეშვეობით, ხოლო ტოლმენის მოსაზრებით, კავშირები წარმოიქმნება ყოველგვარი განმამტკიცებლების გარეშე. ტოლმენის შეხედულებას, როგორც ზოგადად ნეობიჰევიორიზმის მიმდინარეობებს ფილოსოფიური საფუძველი აქვს. ზოგადად ოპერაციონიზმი ცდილობს ცნებათა მეცნიერულობის კრიტერიუმების დადგენას. ტოლმენი აღნიშნულ მეთოთოლოგიას, ანუ ოპერაციონიზმს იყენებდა შუალედური ჰიპოთეტური ცვლადების შესასწავლად. შუალედური ჰიპოთეტური ცვლადების გარდა შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ ორი სახის, კერძოდ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების არსებობაზე. ტოლმენი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ქცევისა და დასწავლის ერთმანეთთან მიმართებაზე. მისი მოსაზრებით, ცოცხალ არსებებს აქვთ ტენდენცია, რომ არა მხოლოდ მოახდინონ რეაგირება სამყაროზე, ანუ იყვნენ პასიურები მათთან მიმართებაში, არამედ გაეცნონ მას და შემდგომ გამოიყენონ გარემოში არსებული სტიმულები და წარსული გამოცდილება მომავალ ქცევაში. ტოლმენის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციაში სერიოზულ სირთულეს ქმნის ჰომუნკულუსის პრობლემა. აღნიშნული პრობლემა არაპირდაპირი გაგებით მოიაზრებს ვირთხის თავში კიდევ პატარა ვირთხის არსებობას, რომელიც კითხულობს კოგნიტურ რუკებს და შესაბამისად ირჩევს ქცევის მიმართულებას. ეს სირთულე შეუმჩნევლად არ დარჩენილა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოლმენმა მანამდე არარსებული შუალედური ჰიპოთეტური ცვლადების იდეის შემოტანის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქცევის ფსიქოლოგიური შესწავლის მიდგომაში.image

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ფილიპია
მარიამ ფილიპია
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0