x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103477
  • ვიდეო:347757
  • სურათი:467767
გამოიცანით, რა დანიშნულება ჰქონდა ამ საგნებს წინათ
განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და სხვა, თუმცა ამ საოცარი მიღწევებამდე კაცობრიობამ გრძელი და რთული გზა გაიარა.

ადამიანმა პრიმიტიული იარაღები ჯერ კიდევ ქვის ხანაში, მილიონობით წლის წინ შექმნა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად მათ რიცხვს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, სამედიცინო თუ სამეცნიერო დანიშნულების მოწყობილობა შეემატა. დროთა განმავლობაში ამ საგნების ნაწილი უსარგებლო გახდა, ზოგიერთი კი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ისე შეიცვალა, რომ მისი წინამორბედის ამოცნობა ძალზე რთულია. სწორედ ასეთ საგნებს ეძღვნება ეს ტესტი. კარგად დააკვირდით ფოტოსურათს და გამოიცანით, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ საგნებს წინათ.



image



1)


image


ა. მექანიკური კალკულატორი

ბ. გენერატორი

გ. სამედიცინო სასწორი

დ. მიკროსკოპი


image

სწორი პასუხია მექანიკური კალკულატორი. ეს მექანიკური გამომთვლელი მანქანა 1950-იან წლებში გამოჩნდა და პირველი ელექტრონული კალკულატორების შექმნამდე დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.



2)

image


ა. ოყნა

ბ. ჩილიმი

გ. თერმოსი

დ. სპირტის სახდელი


image


სწორი პასუხია ოყნა. ოყნის სამედიცინო მიზნებით გამოყენება კაცობრიობამ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყო, თვითმოხმარებისთვის განკუთვნილი ეს ეგზემპლარი კი იაპონიაში მე-19 საუკუნეში დამზადდა.



3) image


ა. თმის საშრობი ფენი

ბ. მასაჟორი

გ. სავარცხელი

დ. თერმოსი


image


სწორი პასუხია თმის საშრობი. მე-19 საუკუნის მიწურულს დამზადებული ეს ნივთი თმის გასაშრობად გამოიყენებოდა. კერამიკული ჭურჭელი მდუღარე წყლით ივსებოდა და მათში მოქცეული თმები სულ რამდენიმე წუთში შრებოდა



4) image

ა. წყლის მადუღარა

ბ. თმის ფენი

გ. სანთებელა

დ. მინის საჭრელი


image


სწორი პასუხია სანთებელა. გაზქურის ასანთებად განკუთვნილი ელეტროსანთებელა 1980-იან წლებშია დამზადებული და 220 ვოლტზე მუშაობდა.



5) image

ა. ბარომეტრი

ბ. რადიომიმღები

გ. სამართებლის სალესი

დ. აკუმულატორის დამტენი


image


ფოტოზე სამართებლის სალესია გამოსახული. პირველი მრავალჯერადი გამოყენების საპარსი, რომელსაც პირი ეცვლებოდა, 1940-იან წლებში გამოჩნდა. ამავე პერიოდში გახდა პოპულარული საპარსი ფირფიტების გასალესად შექმნილი აპარატებიც.



6) image


ა. ძაფის სართავი დაზგა

ბ. საქსოვი დაფა

გ. ტოსტერი

დ. სარეცხის საშრობი


image


სწორი პასუხია ტოსტერი. ელექტროტოსტერების მასობრივი წარმოება 1920 წელს დაიწყო. ფოტოზე მისი ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარია გამოსახული.



7) image


ა. ყავადანი

ბ. სმენის აპარატი

გ. საყვირი

დ. სარწყავი


image


სწორი პასუხია სმენის აპარატი. სმენადაქვეითებულთათვის მსგავსი აკუსტიკური აპარატების მასობრივი წარმოება მე-17-ე საუკუნეში დაიწყო, ფოტოსურათზე კი მე-19-ე საუკუნეში დამზადებულ მოვერცხლილი სმენის აპარატია წარმოდგენილი.



8) image


ა. ვაშლის საკრეფელა

ბ. ყინულის სამტვრევი

გ. ლიმონის საწური

დ. ვაშლის საჭრელი.


image


სწორი პასუხია ვაშლის საკრეფელა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მოწყობილობების შექმნა ადამიანებმა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში დაიწყეს, ეს ვაშლის საკრეფი კი 1930-იან წლებშია დამზადებული.



9) image


ა. მონების დასასჯელი იარაღი

ბ. თეთრეულის სარეცხი და საუთოვებელი საგანი

გ. ხორბლის საცეხვი

დ. მუსიკალური საკრავი


image


სწორი პასუხია თეთრეულის სარეცხი და საუთოვებელი საშუალება. ჯეკ ლონდონის ცნობილი რომანის გმირი მარტინ იდენი სწორედ ამ საგანს იყენებდა სამრეცხაოში მუშაობის დროს.



10) image


ა. ასე გამოიყურებოდა გემის საჭე

ბ. ყველის საჭრელი დანადგარი

გ. ძაფების სართავი დაზგა

დ. ხორბლის საცეხვი მოწყობილობა


image


სწორი პასუხია ყველის საჭრელი მოწყობილობა. მე-19 საუკუნის ბოლომდე ევროპაში სწორედ ამგვარ საგანს გამოიყენებდნენ მაგარი კონსისტენციის ყველის საჭრელად.



11) image


ა. მასტურბაციის საწინააღმდეგო საგანი

ბ. ძაღლების მოსათვინიერებელი

გ. ცეცხლის გასაჩენი მოწყობილობა

დ. თამბაქოს შესანახი - მოსაწევი საშუალება


image


კვესით და აბედით ცეცხლის გაჩენას ჯერ კიდევ ჩვენი პრეისტორიული წინაპარი ცდილობდა. სწორედ ამ პრინციპს ემყარებოდა ცეცხლის გასაჩენი ამ უმარტივესი მოწყობილობის აგებულება.

4
566
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
566
  
19 სექტემბერი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

8 სექტემბერი, 13:55
ხელები მისწრებს წინ :-)
საინტერესო იყო ძალიან
6 სექტემბერი, 22:25
პასუხები ყველა კითხვას უწერია ბოლოში, თან ახსნილია, თუ რატომაა ეს პასუხი სწორი :)
ცოტა ყურადღებით წაიკითხეთ და იპოვით პასუხებს.
6 სექტემბერი, 11:19
პასუხები სადაა???
0 1 4