x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს-ემზარ საბანაძე
image

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი საქართველოდან იარაღით.



პლაკატზე, რომლითაც თეონა თამაზაშვილი დღეს პროკურატურასთან მივიდა, ეწერა, რომ სამი მაღალჩინოსანი სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ იარაღით ამარაგებდა.

ბაჩალიაშვილი აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებებს მიმართავს და საკითხით დაინტერესებას სთხოვს.



„მე დამიკავშირდნენ, არ დავასახელებ არც წყაროს და არც იმას, თუ რა ფორმით დამიკავშირდნენ, ჩემმა მეუღლემ და შვილმაც არ იცოდნენ ამის შესახებ, სახლიდან გამოსვლამდე ბოლო წუთებში დამიკავშირდნენ და მე დავწერე პლაკატზე. ისე წამოვედი, რომ ამათ გავუფრთხილდი, რომ არ სცოდნოდათ, ეს არ არის მარტო ეჭვის დონეზე. მე მივმართავ აზერბაიჯანს და თურქეთს, რომ დაეხმარონ ამათ, გამოაჩინონ ის სამი მაღალჩინოსანი, ხელს რომ აფარებენ. თქვან, რა სახის ფაილებზე იყო საუბარი. მე თეთრიწყაროს გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე იმ ფლეშკებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი დაიკარგა და მეორე არასწორად იქნა ამოღებული. არავითარი რეაქცია არა აქვთ და ესე იგი, გაფრთხილებული ყავთ, რომ ასე მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილს იმის ეჭვიც აქვს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესმა მეგობარმა დეა კაპანაძემ ამის შესახებ იცოდა და სწორედ მან გაიტყუა თამარი სახლიდან. მისი თქმით, დეა თამარის ოჯახთან კონტაქტზე არ გამოდის, რაც გარკვეულ ეჭვს აღძრავს.

სექტემბრიდან იგი მასშტაბურ აქციებს გეგმავს.



თეონა თამაზაშვილის ამ განცხადებას ეხმაურება ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე:


"ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. თურ­ქებს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ეუბ­ნე­ბი, ქარ­თვე­ლებ­მა ია­რა­ღი იყი­დეს, ფული გა­და­რი­ცხეს შენს წი­ნა­აღ­მდე­გო, ად­ვო­კა­ტი გა­მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, ეს ვერ­სი­ა­აო. რო­მელ ვერ­სი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ქალი პირ­და­პირ იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას, ირ­წმუ­ნე­ბა, ჩემ­მა შვილ­მა ფული გა­და­რი­ცხა ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად, წყა­რომ მო­მა­წო­და და მას არ ვა­სა­ხე­ლე­ბო. აქ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი, თან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეა და ვალ­დე­ბუ­ლია წყა­რო და­ა­სა­ხე­ლოს – რო­მე­ლი ად­ვო­კა­ტი, ან ჟურ­ნა­ლის­ტი ეგაა? არ და­ა­სა­ხე­ლებს და მის ქმე­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს.



საქ­მე ჩვენს მე­ზობ­ლებს ეხე­ბა. ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრე­ბი არ გვაქვს დად­გე­ნი­ლი, თურ­ქეთ­თან დად­გე­ნი­ლი გვაქვს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თის სა­ზღვრე­ბი და რო­მელს მო­ვე­რე­ვით? ამ ქალ­ბა­ტონ­მა მათი მხრი­დან აგ­რე­სი­ის, შე­მოჭ­რი­სა და ომის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, მხა­რედ გა­მოგ­ვა­ცხა­და...ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. "განაცხადა ambebi.ge-სთან საუბარში ემზარ საბანაძემ.


ორიოდე დღის წინ თეონა თამაზაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილის სიკვდილში მისი ბებიაც, რიტა ზურაბაშვილიც შეიძლება იყოს გარეული:


"რიტა ზურაბაშვილის ხელწერა იგივეა, რაც დეას შემთხვევაში. რახან გამოძიებას ენდობა, ნიშნავს, რომ ჩემი შვილის თვითმკვლელობას აღიარებს. როგორც ჩანს, ორივეს მიუძღვის წვლილი ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში. უკვე ეჭვებს მიჩენს ეს ყველაფერი. მე უცხო ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ვაიბებიასი, მაგასთან ხდება დეას დედის თავყრილობები, აღარ ვიცი, გარეულ მტერს ვებრძოლო, თუ შინაურს. სამეზობლო მყოლია საუკეთესო და სისხლის ნათესავი – მტერი“,

0
440
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0