x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცით რა იყო ჩვენს პლანეტაზე მზის სისტემამდე?
მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან. მზის სისტემის ფორმირება 4, 6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99, 86%) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად წყალბადითა და ჰელიუმითაა გაჯერებული. ორ უშორეს პლანეტაზე —ურანსა და ნეპტუნზე მეთანის, წყალბადისა და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.



მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობს. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათ შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებად რომ ჩაითვალოს. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობს, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებითაა გაჯერებული. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონიჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდებია იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.



image



დანამდვილებით არა, მაგრამ მიახლოებით 4, 6 მილიარდი წლისაა მზის სისტემა. ჩვენს სამყაროზე, რომელიც 13, 8 მილიარდ წელს ითვლის, იგი ბევრად ახალგაზრდაა. გამოდის, რომ სამყარო სამჯერ ძველია მზის სისტემაზე.





ასტრონომები თვლიან, რომ ირმის ნახტომი 13, 2 მილიარდი წლისაა და გალაქტიკა ისეთივე ძველია, როგორიც სამყარო. იგი ჩამოყალიბდა, როდესაც ჯუჯა გალაქტიკები სპირალისებური ბრუნვით გაერთიანდნენ.



image



ჩვენი გალაქტიკა ბრუნავს ყოველ 220 მილიონ წელიწადში ერთხელ, ამიტომ საერთო ჯამში მას მხოლოდ 60 ბრუნვა ექნება გაკეთებული. გალაქტიკა გრიგალივით ითრევს თავის მორევში ყველა უვარგის მასალას და ახდენს როტაციას. გაზისა და მტვრის კვამლი გროვდება და ერთად ფორმირდება გიგანტურ ვარსკვლავად, შემდეგ კი იმტვრევა და იგზავნება ღრუბლებად.




image



ახლა კი დავბრუნდეთ 4, 6 მილიარდი წლის წინ, ანუ მანამ, სანამ იქნებოდა მზის სისტემა და საერთოდ ჩვენი სამყარო, რა იყო მანამდე? თავდაპირველად იყო გაზისა და მტვრის ბურუსი, კვამლი- ორიონა, ტარანტულა და ორლას წყალბადის ღრუბლები, რომლებიც ერთი დიდი აფეთქების შედეგად გარდაიქმნა ზეახალ მძიმე ელემენტებად.



image




რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ კი, მაღალი სიმკვრივის რეგიონებმა დაიწყეს დიდი და პატარა ვარსკვლავებად ფორმირება. ფოტოზე ხედავთ ნათელ ლაქებს? ეს სწორედ ახლად ჩამოყალიბებული ვარსკვლავებია, რომელთაც გარს გაზისა და მტვრის ნისლი აკრავთ. ასევე ხედავთ უამრავ წვრილ ვარსკვლავებს- დიდებს, პატარებს, წითელ "კარლიკებს" (ჯუჯები), რომელთაგან უმრავლესობას მალე წარმოექმნება პლანეტები შესაძლო სიცოცხლით.




image




მაშასადამე, სამყაროს არ უყვარს გადატვირთულობა და ვარსკვლავთა მყუდრო ბუდე. ნისლი, რომელიც შვა მზემ, ან შთანთქა ვარსკვლავებმა, ან დიდი ვარსკვლავების მიერ დაბერილმა ქარმა გაფანტა და საბოლოოდ გადაიქცა კვამლად, როგორიც აქვს თამბაქოს.



თავდაპირველად ნისლი ძალიან გავდა ორლას ნისლს, შემდეგ კი ნელ-ნელა, მილიონი წლების შემდეგ დაემსგავსა პლეადის, სადაც ნათელი ვარსკვლავები აკრავს ნისლს. გრავიტაციულმა ძალებმა ირმის ნახტომი დაანაწევრეს მზის წევრებად გიადის სტრუქტურულად. საბოლოოდ კი გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ ესეც დაანაწევრა და ჩვენი მონათესავე ვარსკვლავები დაიკარგნენ ირმის ნახტომში.



ასე, რომ ვერასოდეს ვერ გავიგებთ დანამდვილებით თუ რა იყო პლანეტასა და მზის სისტემამდე ადრე, ვინაიდან მტკიცებულება ამ პასუხზე, ძალიან დიდი ხნის წინ დაიკარგა სივრცეში (კოსმოსში). უბრალოდ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ირმის ნახტომს და დაკვირვებების შედეგად წარმოვიდგინოთ და დავინახოთ თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპები. თუმცა, მაინც როგორ შეიძლება პლანეტა, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ყოფილიყო ნისლი?




0
196
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0