x
image
_K_
6 კერძი, რომელიც შეგიძლიათ ღამით მიირთვათ და წონაში არ მოიმატოთ
imageკარგ ამბავს გაგაცნობთ: მეცნიერები და ექიმები შეთანხმდნენ, რომ საღამოს ჭამა მავნებელი კი არა, საჭიროც კია. თუმცა, თავიდან რომ აიცილოთ მუცლის შებერილობა, ცუდი ძილი და წონაში მომატება, საჭმელი ჭკვიანურად უნდა შეარჩიოთ.


სტატიაში წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომელიც სარგებელს მოგიტანთ, მაშინაც კი, თუ ღამით მიირთმევთ.







1. კერძი კვერცხით

კვერცხი პროტეინის წყაროა და შეიცავს აუცილებელ ამინომჟავებს, რაც განაყრებთ. საუკეთესო არჩევანია კვერცხი "ბენედიქტი" ან მარტივად მოხარშული კვერცხი. ომლეტი და ერბოკვერცხიც კარგი არჩევანია, ოღონდ თუ მინიმალური რაოდენობის ზეთით მოამზადებთ.

image






2. ყველი და ყურძენი


ყველის პატარა პორცია დაახლოებით 100 კალორიას შეიცავს, მაგრამ დიდ სარგებელს მოგიტანთ ტრიპტოფანის, პროტეინისა და კაზეინის ფორმით. განსაკუთრებით კარგია კაზეინი, რომელიც განაყრებთ და კუნთების სიჯანსაღეს უწყობს ხელს, თუ დაძინებამდე მიირთმევთ. რამდენიმე ყურძნის მარცვალი, რომელიც მდიდარია მელათონინით, ასევე ხელს უწყობს კარგ ძილს.

image






3. ინდაური

უფრო "ძლიერი" კერძების მოყვარულებს ინდაურს ვთავაზობთ, რომელიც ტრიპტოფანისა და ჯანსაღი პროტეინების წყაროა. ინდაურის ხორცი ქათმისას სჯობს, რადგან მოსანელებლად უფრო მარტივია.

image






4. ჰუმუსი ბოსტნეულის ჩხირებით

ამ კერძის მთავარი ინგრედიენტი თურქული ბარდაა, რომელიც მდიდარია ვიტამინ B6-ით, ეს კი, თავის მხრივ, სეროტონინის სინთეზს უწყობს ხელს. თუ გვიან ღამით წახემსებას გადაწყვეტთ, ამ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრის ან სტაფილოს ჩხირები.

image






5. სიმინდი

გვიან ღამით წასახემსებლად შემწვარ სიმინდს მოხარშული სჯობს. ეს პროდუქტი სხეულს ქოლესტერინის მოშორებაში ეხმარება. დაიმახსოვრეთ, რომ სიმინდს არ უნდა დაუმატოთ დიდი რაოდენობის კარაქი ან მარილი.

image






6. თევზი

გვიან ღამით სჯობს, ცხიმოვანი თევზი მიირთვათ. მაგალითად, გირჩევთ ნუტრიენტებით მდიდარ ვირთევზას ან ე.წ. ბრტყელ თევზს, რომლებიც მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. თევზის პროტეინი სასარგებლოა მეტაბოლიზმისთვისაც.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს ყოველდღე მიირთმევთ

image


2. რა ემართება სხეულს, როცა ზედმეტს ვჭამთ - გაითვალისწინეთ!

image


3. ეს 8 საჭმელი სიგარეტზე უარესია - გაითვალისწინეთ!

image


4. რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ

image


5. შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს

image

0
834
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0