x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470569
10 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედეთ
არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ზოგი ადამიანი ეგოისტ პარტნიორს ეჯაჭვება. ფსიქოლოგების დასკვნით, ცალმხრივი სიყვარული პიროვნების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს, იწვევს სტრესს და დაძაბულობას. თუ თქვენი ქვეცნობიერი მხარე გამაფრთხილებელ ნიშნებს გიგზავნით, სჯობს, ურთიერთობას კრიტიკულად შეხედოთ და საჭიროების შემთხვევაში გაწყვიტოთ კიდეც.


გვინდა შეგახსენოთ, რომ ურთიერთობას ორმხრივი სიყვარული სჭირდება. სტატიაში წარმოგიდგენთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რათა ურთიერთობაში რამე არ გამოგეპაროთ.






1. ყოველთვის თქვენ აწყობთ გეგმებს ორივესთვის.

თუ პარტნიორს არ დაურეკავთ და მისწერთ, მისთვის რამდენიმე დღე კონტაქტის გარეშე გაძლება ჩვეულებრივი რამაა. ხოლო თუ ურეკავთ და წერთ, მისგან მშრალ პასუხებს იღებთ და გიჩნდებათ შეგრძნება, თითქოს აწუხებთ და ხელს უშლით რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებაში. გარდა ამისა, ყოველ შეხვედრას თავად ნიშნავთ და ცდილობთ მის გართობას, თითქოს უბრალოდ ერთად ყოფნა საკმარისი არ იყოს. თქვენ იმსახურებთ, ისევე ზრუნავდნენ თქვენზე, როგორც თქვენ ზრუნავთ სხვაზე, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავის ფასი.

image






2. ისეთი გრძნობა გაქვთ, თითქოს თქვენს პარტნიორს არ იცნობთ.


თქვენი პარტნიორი არასდროს გიყვებათ წარსულის შესახებ და არ გეკითხებათ რჩევას სამსახურში სირთულეების შესახებ. თქვენი საუბრები ზედაპირულია და ჩვეულებრივ ნაცნობებთან საუბრისგან დიდად არ განსხვავდება. როგორ აპირებთ მთელი ცხოვრების გატარებას ისეთ ადამიანთან, ვისაც ნორმალურად არც კი იცნობთ?

image






3. გეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის.

ხშირად გიგრძვნიათ, რომ პარტნიორისთვის პრობლემების გაზიარება არ შეგიძლიათ და როლი უნდა მოირგოთ, თითქოს ყველაფერი კარგადაა? თუ მოწყენილი ხართ, ამას ვერ გამოხატავთ, რადგან თქვენი პარტნიორი თითქოს ღიზიანდება და უბრალოდ გეუბნებათ, რომ პრობლემები დაივიწყოთ და სხვა რამეზე იფიქროთ. გახსოვდეთ, თუ რთულ მომენტებში გვერდით არ გიდგათ, არც კარგ მომენტებში იმსახურებს თქვენთან ერთად ყოფნას!

image






4. მის საჭიროებებს თქვენსაზე მაღლა აყენებთ.

როცა ერთად ხართ, მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც თქვენს პარტნიორს უნდა. ის ირჩევს ფილმს, რესტორანს და არ ფიქრობს თქვენს ინტერესებზე. დროის გასვლასთან ერთად ამას ეგუებით და საკუთარ თავს ეუბნებით, რომ მისი გადაწყვეტილებები თქვენც მოგწონთ. არა! თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, ის მხარს დაუჭერს თქვენს ჰობის და გაითვალისწინებს თქვენს სურვილებს ამისთვის "კომპრომისის" დაძახების გარეშე.

image






5. მასთან თავის მართლება გიწევთ.

ხშირად გრძნობთ თავს არაკომფორტულად თქვენი პარტნიორის ქცევის გამო მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე? ოდესმე გითქვამთ, "დღეს ის უბრალოდ ცუდ ხასიათზეა" ან რამე ასეთი? გამოდის, რომ თქვენი პარტნიორის საქციელს ამ დროს სხვა ადამიანის თვალებით ხედავთ და თავს იმართლებთ, რათა დაუმტკიცოთ, რომ ისინი ცდებიან. მაგრამ რატომ უნდა გრძნობდეთ თავს ცუდად? დაელაპარაკეთ ახლობლებს, მათი აზრი სიტუაციას სხვა მხრიდან დაგანახებთ.

image






6. გამუდმებით გრძნობთ ემოციურ დაძაბულობას.

ორივესთვის გეგმების დაწყობა და პარტნიორის ხასიათზე მუდმივი ზრუნვა ძალიან დამღლელია. რაც არ უნდა ბევრი ჩადოთ ურთიერთობაში, უკან იმავეს ვერ იღებთ. ფიქრობთ, რომ თუ პარტნიორს საჩუქარს გაუკეთებთ, მოკლე დროში მისგანაც მიიღებთ რამეს, მაგრამ ეს არასდროს ხდება, რის შემდეგაც იმედგაცრუებული რჩებით. გამოდის, რომ საკუთარ თავს სწირავთ ადამიანს, რომელიც 5 წუთსაც არ ხარჯავს იმაზე, რომ თავი განსაკუთრებულად გაგრძნობინოთ.

image






7. გეშინიათ, არ გააღიზიანოთ.

ურთიერთობაში თავს დაცულად არ გრძნობთ და ძალიან უფრთხილდებით პარტნიორს, რამით არ გააღიზიანოთ, რამე არასწორი არ თქვათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, გიღირთ თუ არა ეს ყველაფერი ასეთ დაძაბულობად? ჯანსაღ ურთიერთობაში თავისუფლად უნდა საუბრობდეთ თქვენს პრობლემებზე, სურვილებზე და გეგმებზე. გაჩუმება პარტნიორის გამო კარგი ნამდვილად არ არის.

image






8. ბოდიშის მოხდის საჭიროებას გრძნობთ, როცა არაფერი დაგიშავებიათ.

ხშირად გრძნობთ თავს დამნაშავედ და ვერ გაგიგიათ, რატომ? თქვენს პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს "უნარი", ყველა კონფლიქტი თქვენ წინააღმდეგ შემოაბრუნოს. თუ ოდესმე მოგიბოდიშებიათ იმის გამო, რომ ემოციური ხართ, ეს ურთიერთობა ჯანსაღი ნამდვილად არ არის. ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორები თანაბრად არიან ჩართულები და ერთმანეთს ასე არ ექცევიან.

image






9. მის გამო ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში.

თუ ხვდებით ისეთ ადამიანს, ვინც ხშირად გიბიძგებთ, ეჭვი შეიტანოთ, რომ ხართ ჭკვიანი, ლამაზი და მხიარული, მაშინ არასწორ ადამიანთან ხართ. არ უნდა იცხოვროთ პარტნიორის მოლოდინების მიხედვით, რადგან თუ ის თქვენი გარეგნობის ან უნარების გამო თავს იმედგაცრუებულად იგრძნობს, ეს მისი პრობლემაა. როცა ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით, ის თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ და დაგარწმუნებთ, რომ არაფერი გჭირთ.

image






10. ვერ ბედავთ მის მიტოვებას, რადგან უკვე დიდ დრო და რესურსი დაუთმეთ.

გულის სიღრმეში იცით, რომ ეს ურთიერთობა კარგი არაა, მაგრამ არ გინდათ პარტნიორთან დაშორება, რადგან მას უკვე დიდი დრო და რესურსი დაუთმეთ. სიტუაციას ამ მხრიდან შეხედეთ: რაც უფრო დიდ ხანს იქნებით მასთან, მეტად ცუდად მოექცევით საკუთარ თავს. მასთან გატარებულ დროს და რესურსს სულ "დაკარგულად" ნუ შეაფასებთ; მიიღეთ ეს ყველაფერი, როგორც გამოცდილება. შემდეგში გეცოდინებათ საკუთარი თავის ფასი და იპოვით ზუსტად იმას, რაც/ვინც ბედნიერებისთვის გჭირდებათ. წარსულში საკუთარი თავის პატივისცემას მომავალში ტოქსიკური ურთიერთობისგან გათავისუფლებით გამოხატავთ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ვერ მიდიხართ ადამიანისგან, რომელმაც გული გატკინათ - ექსპერტები ამ ფენომენს ხსნიან

image


2. ქალის 10 თვისება, რაც მამაკაცს მაგნიტივით იზიდავს

image


3. 9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!

image


4. რა ხდება, როცა ფსიქოპათებს უყვარდებათ?

image


5. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს

image

0
281
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0