x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ავსტრალიაში ობობების სეზონი დაიწყო და ეს შემზერავად გამოიყურება
ავსტრალიის ქალაქი ლონსესტონი ისე გამოიყურება, თითქოსდა უზარმაზარი აბრეშუმის პარკით არის დაფარული. ასეთი უჩვეულო მოვლენის მიზეზი ათასობით ობობაა. მათ უზარმაზარი ობობის ქსელი მოქსოვეს, რომლებმაც ხეები დაფარა.

image

რეგიონში ძლიერი წყალდიდობა მოხდა, რის გამოც ბევრი მწერი იძულებული გახდა თავისი ჩვეული ადგილი მიეტოვებინათ.

image


ობობებს მაღლა ხტუნვა და მით უმეტეს ფრენა არ შეუძლიათ, ამბობს გრემ მილეჯი, სპეციალისტ–არაქნოლოგისტი ავსტრალიის მუზეუმიდან. ისინი თითქოსდა ჰაერში ცურავენ იმ უწვრილესი აბრეშუმის ძაფებით, რომლებიც თავად მათი ჯირკვლებით არის წარმოებული.

image

წყალდიდობის შემდეგ ობობებმა დასახლებულ ტერიტორიებზე გადმოსვლა მასიურად დაიწყეს.

image

მათ მოკლე დროში აბრეშუმის ძაფები „გამოუშვეს“, ხოლო ქარმა ის გაფანტა. ობობები ხის ტოტებს ეჭიდებოდნენ, რის წყალობით წყლისგან მოშორებით უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.

image

როცა წყალდიდობა შეწყდება, ობობები კვლავ თავიანთ ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდებიან.

image

მანამდე კი ქალაქი ასე გამოიყურება. ბევრი ადამიანი ობობის ქსელებს დილის ყინვას ადარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში განსაცვიფრებელი და გამაოგნებელი სანახაობაა, თუმცა ზოგს ის შემზარავად მიაჩნია.


ასევე დაგაინტერესებთ:

„ნაგვის კუნძულმა“ წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ზომას მიაღწია

image

სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

image

აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა

image

20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი)

image


0
377
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
377