x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი კომუნისტების აზრით, ლენინი უფრო მარადიულია,ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესია
image
რევოლუციონერისა და სსრკ დამფუძნებლის, ვლადიმერ ლენინის მუმია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე უფრო დიდხანს იარსებებს. ამის შესახებ იწინასწარმეტყველა პარტია "რუსეთის კომუნისტების" თავმჯდომარემ მაქსიმ სურაიკინმა Говорит Москва
-სთან ინტერვიუს დროს.


მისივე თქმით, ლენინის ნეშტი სამუდამოდ დარჩება მავზოლეუმში, ხოლო ეკლესიის არსებობა დროის საკითხია. ამრიგად, მოახდინა მან რეაგირება ეკლესიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერის დაკრძალვა.


სურაიკინი თვლის, რომ ხალხი არასოდეს დაუშვებს შებილწონ ლენინის ნეშტი. მან ასევე აღნიშნა, რომ, ქრისტიანული ტრადიციების თანახმად, ლიდერი დაკრძალულია ორი მეტრის სიღრმეში. ”ისინი გაბრაზებულები არიან იმაზე, რომ ვლადიმირ ილიჩმა ხალხს იმედი ჩაუსახა, ხოლო ნებისმიერი რელიგია ყოველთვის ხალხის დამონებას ცდილობს”, - დასძინა კომუნისტმა.

image


მანამდე წითელ მოედანზე რეივის ორგანიზატორმა "როკი ბარიკადებზე" რუსლან მიროშნიკმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში მან მოსკოვის მერიას შესთავაზა ვლადიმერ ლენინის მუმიის იჯარით გაცემა და მისი ტარება მთელს მსოფლიოში.


მიროშნიკმა აღიარა, რომ მაშინ ამ "საწარმოს" შემოსავალიც კი გამოითვალა. მისივე თქმით, ლენინის მუმიის ერთი წლის იჯარით გაცემის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ხუთი მილიარდი დოლარი მოგების მიღება, რომელიც შემდეგ რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაეხმარებოდა.

1
184
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
2020, 31 აგვისტო, 12:58
მავზოლეუმში მიუწვეს გვერდით))
0 1 1