x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პედოფილიაში ცრუ ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს
image

პედოფილიის ცრუ ბრალდებით, მამაკაცი ჯერ მილით გააუპატიურეს, შემდეგ სცემს.ექიმებმა 48 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატარა გოგოებმა მამაკაცს ცილი დასწამეს.


სვერდლოვსკის ოლქში სამი მამაკაცი და ორი ახალგაზრდა ქალი სასტიკად გაუსწორდნენ 48 წლის მამაკაცს მას შემდეგ, როდესაც იგი პედოფილად მიიჩნიეს, ვერხნიაია პიშმაში მცხოვრები მამაკაცი ჯერ მილით გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.ამ დროისთვის სამი დამნაშავე დაკავებულია.



როგორც გამოძიებით დადგინდა, ადგილობრივმა მკვიდრმა ყოფილი ქმრის დეიდასთან, ორი მცირეწლოვანი ბავშვი-სამი და ათი გოგონა გააგზავნა . თვითონ კი ამ დროს მეგობრების კომპანიაში ერთობოდა. მოგვიანებით, სახლში დაბრუნებულმა 10 წლის გოგონამ თქვა, რომ ნათესავის ნაცნობმა მამაკაცმა მათ თითქოსდა წელის ქვემოთ შეეხო.


ამის შემდეგ კომპანიამ მამაკაცის დასჯა გადაწყვიტეს, მოტყუებით გამოიძახეს და სახლში შესვლისთანავე მამაკაცი ლითონის მილით გააუპატიურეს, შემდეგ კი იმავე მილით თავის ქალა გაუტეხეს. საავადმყოფოში ექიმებმა დაზარალებულს თავის ქალაზე ტრეპანაცია ჩაუტარეს , ოპერაცია გაუკეთდა აგრეთვე საყლაპავ მილზე, მაგრამ ის მაინც გარდაიცვალა - მისმა გულმა ვერ გაუძლო.


მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით- ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ექსპერტებმა მალევე დაადგინეს, რომ ბავშვებმა ეს ამბავი გამოიგონეს. მათ აღიარეს, რომ იხუმრეს. მკვლელობის სამივე მონაწილე-23 წლის ვალერია დუნაევა, მისი საყვარელი სერგეი ჩაბინი და მათი მეგობარი მიხეილ ივანოვი დაკავებულია.ორი მიმალვაში იმყოფება, -10 წლის ალიონას დედა და კიდევ ერთი მამაკაცი.

imageფოტოზე: ვალერია დუნაევა და მისი საყვარელი სერგეი ჩაბინი



მხეცურად მოკლულ 48 წლის დიმიტრი ჩიკვარკინს დარჩა ცოლი, ორი ქალიშვილი და შვილიშვილი(მთავარი ფოტო)

0
1093
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0