x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ჰქვია ქორწინების პირველ თვეს «თაფლობის თვე»

პირველ თვეს, რომელსაც წყვილი ქორწინების შემდეგ ერთად ატარებს, «თაფლობის თვეს» ეძახიან. მაგრამ, საიდან მოვიდა ეს სახელი და რატომ არის მეუღლეების თანაცხოვრების პირველი თვე თაფლობის?


image


გამოთქმა «თაფლობის თვე» როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს და ამ მნიშვნელოვანი მოვლენის საელში, სიტყვა «თაფლი» ყოველთვის არის: ინგლისურად — Honeymoon; ესპანურად — luna de miel; იტალიურად — luna di miele; გერმანულად — Honigmonat; პორტუგალიურად — lua-de-mel; ფრანგულად — lune de miel. ხოლო, აღმოსავლეთის ქვეყნებში — «თაფლობის თვე», აუცილებელი არ არის, რომ თაფლობის იყოს. მაგ., თურქებისთვის ის «ჯადოსნურია»...

ხოლო, ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჰქვია ამ თვეს — თაფლობის, დღემდე არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი, თაფლით და სანელებლებით მოხარშულ, დაბალალკოჰოლურ სასმელს უკავშირდება. ისტორიულად, ბევრ ქვეყანაში, ქორწინებიდან, ერთი თვის მანძილზე, თაფლის ღვინის სმა იყო მიღებული. ითვლებოდა, რომ რადგან თაფლს სამკურნალო თვისებები გააჩნია, ის ახალგაზრდების ორგანიზმში, ბავშვის ჩასახვისთვის ხელსაყრელ მომენტებს შექმნიდა.

სხვა წყაროების თანახმად, გამოთქმის გამოგონების პირველობა, ფრანგ მწერალს და ფილოსოფოსს ვოლტერს ეკუთვნის. ის თავის რომანში — «ზადიგი ანუ ბედი» (1747) წერს: «ზადიგმა გამოსცადა, რომ ქორწინების პირველი თვე, ისე როგორც, ეს ზენდის წიგნში იყო აღწერილი, თაფლობის არის». მოგვიანებით, გამოთქმა სხვა ენებშიც გადავიდა და ევროპაში გავრცელდა...

imageimageimage

* ლეგენდა ქორწილის შესახებ

* ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...

* სიყვარული... დეტალებშია
* რატომ სრულდება ქორწინების რიტუალი კოცნით და ვინ შემოიღო ეს ტრადიცია

* მისალოცი სადღეგრძელოები

0
313
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0