x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მანამ, სანამ შილაკს გაიკეთებთ, ეს სტატია წაიკითხეთ!
შილაკი ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა, იგივე გელ-ლაქი, რომელიც გელის და ლაქი ჰიბრიდია და თანამედროვე ქალბატონებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის გელისა და ლაქის გრძელვადიანი დატანება ფრჩხილზე, რომლისთვისაც პროცედურაში ულტრაიისფერ ნათურას გამოიყენებენ და შილაკი 2-3 კვირის განმავლობაში ძლებს.


image



თუმცა, მისი მოშორების შემდეგ ბევრმა გოგონამ აღნიშნა, რომ ფრჩხილები საშინლად დაუთხელდა, მსხვრევადი და გამოფიტული გაუხდა.


სწორედ დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ თუ რატომ ემართება მსგავსი რამ ფრჩხილებს შილაკის შემდეგ.




გელი, რომელიც ფრჩხილზე დასატანებლად გამოიყენება, წარმოადგენს ქიმიური ნაერთების კომპლექსს, რომელიც დაფუძნებულია ჰიდრატირებულ კოლაგენზე და ულტრაიისფერი სხივის დახმარებით დაიტანება ფრჩხილის ზედაპირზე. შილაკის მოხსნის დროს კი ისიც იხსნება ფრჩხილის საფართან ერთად. მანიკურის მსგავსი საფარის გამოგონებასთან ერთად სპეციალისტებს შორის მწვავე დისკუსიები გაჩნდა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს ტექნიკა.


image



სინამდვილეში, დაპირისპირება დღემდე არ ცხრება, ამიტომ პირველი რჩევა, რომელსაც მანიკურის წამყვანი ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, არის ის, რომ შილაკის საფარის გამოყენება არ შეიძლება მუდმივად.


თუმცა, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ შილაკის გაკეთების წინ:


1. ულტრაიისფერი სინათლე, რომელიც გამოიყენება პროცედურის დროს, ძალზე აგრესიულია კანის უჯრედების მიმართ. თუ ხელებზე ლაქები გაქვთ, მეტად ფრთხილად იყავით. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, UV ნათურას შეუძლია დამწვრობაც კი გამოიწვიოს!


2. შილაკის საფარის ქვეშ ფრჩხილის ფირფიტა მთლიანად მოკლებულია ჟანგბადს და ტენიანობას, რაც დამატებითი ფაქტორია ფრჩხილის გაშრობის და მსხვრევადობის.


3. შილაკის საფარის მოხსნისას გამოიყენება აგრესიული ხსნარი, რომელიც გამოიყენება ფრჩხილებზე ფოლგის ან სპეციალური გაუვალი მასალის საშუალებით მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში. ეს ფრჩხილსაც ანადგურებს.



image



ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ შილაკის გაკეთებას, კარგად დაფიქრდით ამ ყველაფერზე.





იხილეთ აგრეთვე:


პროდუქტები, რომლებიც ვნებს და ამსხვრევს ფრჩხილებს - აუცილებლად გაითვალისწინეთ!image





როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილებიimage

0
259
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0