x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნატალია ორეირომ მერლინ მონროს იმიჯი მოირგო(ფოტოსესია)

image

ურუგვაელმა მსახიობმა ნატალია ორეირომ სრულიად ახალი სახე მოირგო, მორიგი ფოტოსესის შემდეგ იგი მერილინ მონროს კაშკაშა იმიჯით წარუდგა საზოგადოებას.



სერიალის, "ველური ანგელოზის" ვარსკვლავის ფოტოსესია ინსტაგრამზე გავრცელდა. ზოგიერთ კადრში ნაწილობრივ გამეორებულია მერლინ მონროს უკვე კარგად ნაცნობი ფოტოები: აივანზე რბილი თეთრი ხალათით, საწოლში ზეწარ-მოხვეული, შავი კაბით და მანდოლინით ხელში, ან იატაკზე დაწოლილი ტელეფონის ყურმილით ხელში.


43 წლის მსახიობმა პოსტს თან დაურთო თავად მერილინ მონროს ციტატა:


”ბედნიერება საკუთარ თავშია და არა ვინმეს გვერდით”.


ურუგვაელი დივას თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული დარჩნენ ამგვარი გარდასახვით და ზოგმა აღიარა, რომ მათთვის ორეირომ სილამაზითა და მგრძნობელობით "ორიგინალსაც" კი აჯობა.

image

image

image

image

image

image

image

image

image

ნატალია ორეირო გახლავთ 90-იანი წლების ლათინური ამერიკის სერიალების სუპერვარსკვლავი, ენერგიული მსახიობი, ნიჭიერი მომღერალი და მოდელი, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. ყოფილ საბჭოეთში მსახიობს განსაკუთრებით იცნობენ სერიალით "ველური ანგელოზი."


ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, 2001 წელს გადაეცა მუსიკალური ჯილდო «Latin Grammy»-ი საუკეთესო ქალი ვოკალისტის პოპ-ალბომი".

image







0
51
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0