x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა "შავი ავაზას" მთავარი როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოუზმანი
imageლოს-ანჯელესში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩადვიკ ბოუზმანი, რომელიც ითამაშა ფილმში "შავი ავაზა" და ასევე ითამაშა სუპერგმირი ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" და "შურისმაძიებლები: დასასრული". ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის "ინსტაგრამზე" გავრცელდა.


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბოუზმანი ებრძოდა მსხვილი ნაწლავის კიბოს. იგი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

”ნამდვილი მებრძოლი, ჩადვიკმა გაუძლო ამ ყველაფერს და თქვენამდე მოიტანა ბევრი ფილმი, რომლებიც ძალიან გიყვართ”, - ნათქვამია შეტყობინებაში.


ფილმის, "შავი ავაზას" გაგრძელება დაგეგმილი იყო 2022 წელს, სადაც მსახიობს სავარაუდოდ, პრინცი ტ'ჩალას როლი უნდა შეესრულებინა.


ბოუზმანი ასევე ცნობილია ფილმებით "ჯეიმს ბრაუნი: გზა ზევით", "მარშალი", "42", "ექსპრესი-სპორტის ლეგენდის, ენრი დევისის ისტორია" და სხვები.


მსახიობი დაიბადა 1976 წელს სამხრეთ კაროლინაში. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ბოუზმენის კინოდებიუტი 2003 წელს შედგა სერიალში "ყველა ჩემი შვილები".(All My Children)


თუმცა კინოკარიერის განმავლობაში მსახიობს ყველაზე დიდი წარმატება "შავმა ავაზამ" მოუტანა, კრიტიკოსთა უმეტესობამ „შავი ავაზა“ კინოსამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა და აღნიშნეს მისი კულტურული მნიშვნელობა. ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ და ამერიკის კინოინსტიტუტმა „შავი ავაზა“ 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმთა შორის დაასახელა.


ფილმს უდიდესი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ $ შეადგინა და დაამხო მანამდე არსებული უამრავი რეკორდი. იგი გახდა წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი და ყველა დროის # 6 ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.


ფილმმა მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის ოსკარის სამი ჯილდო: საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა და საუკეთესო მხატვრული გაფორმება.


„შავი ავაზა“ ერთადერთი სუპერგმირული ფილმია, რომელსაც მიღებული აქვს ნომინაცია "ოსკარი" საუკეთესო სურათისთვის. აგრეთვე მიიღო კინომსახიობთა გილდიის 2 ჯილდო, ოქროს გლობუსის 3 და წარდენილი იყო Critics’ Choice Movie Awards-ის 12 ნომინაციაზე.

image

0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0