x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საფრანგეთი გაასახლებს მუსულმანთა ოჯახს,რომელმაც საკუთარი ქალიშვილი დასაჯა ქრისტიანის შეყვარების გამო
image


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან გააძევებს ბოსნიელი მუსლიმების ოჯახის, რომლებმაც 17 წლის ქალიშვილს სცემეს და თავი გადპარსეს მას შემდეგ, როცა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტიან ახალგაზრდას ხვდებოდა.


ცემის შედეგად გოგონას, რომელიც ოჯახთან ერთად ქალაქ ბეზანსონში (ფრანშ-კონტის რეგიონი)ცხოვრობს, მოტეხილი აქვს ნეკნი და სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევები აღენიშნება. გოგონას ცემაში მონაწილეობდნენ მამა, დედა, დეიდა და ბიძა.

საქმე სასამართლოშია გადაცემული, მაგრამ მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ პროცესის დასრულებისთანავე ქვეყნიდან დეპორტირებული იქნება ოთხივე.


”მათ საზღვარზე გადაიყვანენ, რადგან არ გვაქვს მიზეზი, რომ ისინი ჩვენს მიწაზე დავტოვოთ”, - განაცხადა დარმანენმა.

imageფოტოზე ჟერალდ დარმანენი



გოგონას ოჯახი საფრანგეთში ბოსნია-ჰერცეგოვინიდან 2017 წელს გადასახლდა. რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ გოგონამ მშობლებისგან უჩუმრად თგადაწყვიტა თავის 20 წლის ქრისტიან შეყვარებულთან ერთად გაპარვა.

გაპარვიდან ოთხი დღის შემდეგ გოგონა დათანხმდა მშობლებთან შეხვედრას, რადგან დაარწმუნეს, რომ მათთაან შერიგება სურთ.პირობის მიხედვით შეხვედრა უნდა შემდგარიყო შეყვარებულისა და მისი მშობლების თანდასწრებით. თუმცა, საუბრის ნაცვლად, ნათესავები ეცნენ გოგონას და ცემა დაუწყეს, შემდეგ კი მამამ და ბიძამ იძულებით თმა გადაპარსეს.

imageფოტოზე ქალაქი ბეზანსონი



მისმა შეყვარებულმა მოახერხა სახლიდან გაქცევა და პოლიციის გამოძახება, რომელმაც ოთხივე დააპატიმრა - დაზარალებულის მამა, დედა, დეიდა და ბიძა.


ამის შემდეგ გოგონას ოფიციალურად თავშესაფარი მიენიჭა, ხოლო ოთხ დამნაშავეს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობრივ ქმედებაში ბრალი წაუყენეს.


ბეზანსონის ინციდენტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრმა მოქალაქეობის საკითხებში მარლენ შიაპამ განაცხადა, რომ ოჯახს უნდა "რცხვენოდეს", ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი პირობა დადო, რომ დამნაშავეებს ქვეყნიდან გააძევებს, მან მათ ქმედებას "ბარბაროსული" უწოდა.

0
423
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0