x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" დაეხმარეთ ... რომ ბოლო დღეები თავის ერთადერთ შვილთან ჩახუტებულმა გაატაროს..."

image


თხოვნით მოგმართავთ მთელ საქართველოს!!!


როგორ დავიჯერო, ერთი ადამიანი, ერთი უწყება, პარტია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვერ გამოჩნდება რომ ამდენი წლების მანძილზე ჯერ ემიგრაციაში გაწამებული, მას შემდეგ ორი წელი კი მძიმე სენით შეპყრობილი ქალბატონი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, როგორმე საახლში დააბრუნონ.



ეს სათნო და სიმშვიდის განსახიერება ქალბატონი, უსახსრობის გამო წავიდა მარტოდ მარტო სამკურნალოდ და წელიწადია საავადმყოფოს კარს არ მოცილებია. .




ბევრი იწვალა, ბევრი ტკივილი გამოიარა, ოპერაციები. ქიმიების N რაოდენობა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია.


დიდი იმედი ქონდა, დაავადებას დაამარცხებდა. თუმცა ხომ გაგიგონიათ - "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო" .
ქ. ირასაც ასე დაემართა, როცა


იფიქრა სასიკეთოდ შემოტრიალდა მდგომარეობაო, სწორედ მაშინ დამძიმდა. 51 წლის ქალბატონი, დაუძლურებული, უიმედო მდგომარეობით მთელ საქართველოს შველას სთხოვს. შველას სახლში დასაბრუნებლად, რომ ბოლო დღეები თავის ერთადერთ შვილთან ჩახუტებულმა გაატაროს. რომ საბოლოოდ ნახოს მოსიანები და შემდეგ კი თავისი ძლიერი რწმენით შეიარაღებული წარსდგეს უფლის წინაშე. დამიჯერე. ეს ძალიან რთულია წასაკითხადაც კი. წარმოიდგინეთ ახლა რას გრძნობს ქ. ირა.



თანამემამულეებო, მეგობრებო.ხალხოო! ვისაც ხელთ გეწაფებათ. ქმენით სიკეთე. ავუსრულოთ ბოლო, უცოდველი, მაგრამ დიდი სურვილი ირას
მას ხომ ბევრი არაფერი უთხოვია. გთხოვთ." - წერს
მწერალი, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ირმა სარაული.



image

0
199
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0