x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
შრომითი კმაყოფილება და ორგანიზაციული ქცევა

image
სამსახურით კმაყოფილება გამოხატავს სამსახურის მიმართ დადებით გრძნობებს, რომელიც მისი ნიშან-თვისებებიდან გამომდინარეობს. კვლევების მიხედვით, კმაყოფილების დონე იმის მიხედვით იცვლება, თუ სამსახურით კმაყოფილების რა მხარეებზე გვაქვს საუბარი. ჩვეულებრივ, ადამიანები კმაყოფილნი არიან თავიანთი სამსახურებით, კონკრეტული სამუშაოთი, თანამშრომლებითა და ხელმძღვანელებით, თუმცა ნაკლებად კმაყოფილნი არიან ანაზღაურებითა და დაწინაურების შესაძლებლობით. რეალურად სამსახურით კმაყოფილების ძირითადი მხარეებია: სამუშაო, ანაზღაურება, დაწინაურების შესაძლებლობები, ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ზოგადად, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს სამუშაოში მოსწონდეს. ადამიანთა უმეტესობას რთული და სტიმულის მიმცემი სამუშაო ურჩევნია, ვიდრე პროგნოზირებადი და რუტინული.
სამსახურით კმაყოფილებაზე დიდ გავლენას ახდენს პიროვნული თვისებები. ადამიანების ნაწილი წინასწარ არის განწყობილი, რომ ყველაფერი მოეწონება, ზოგიერთი კი ნამდვილად კარგი სამსახურითაც კი უკმაყოფილოა. კვლევების მიხედით, უარყოფითი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ უკმაყოფილოები არიან სამსახურითაც.
საინტერესოა არსებობს თუ არა კავშირი სამსახურით კმაყოფილებასა და სამუშაოს შესრულებას შორის. 300 გამოკვლევის მიმოხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს კავშირი საკმაოდ ძლიერია. ამას გარდა ორგანიზაციულ დონეზეც დადგინდა, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც უფრო მეტი კმაყოფილი თანამშრომელი ჰყავთ, უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებში უფრო ცოტა კმაყოფილი მომსახურე პერსონალია.
ლოგიკურია, რომ სამსახურით კმაყოფილება ორგანიზაციაში მოქალაქეობრივი ქცევის - დისკრეციული ქცევის - ძირითადი განმსაზღვრელია. ეს კი ხელს უწყობს ორგანიზაციის ეფექტურად მუშაობას, თანამშრომლები ეხმარებიან ერთმანეთს და მოსალოდნელზე მეტს მუშაობენ და ამ დადებითი რეაქციებით გამოხატავენ კმაყოფილებას.
სამსახურით კმაყოფილებასა და გაცდენებს შორის უარყოფითი კავშირია, კორელაცია კი არის საშუალო ან სუსტი. თუმცა სამსახურით კმაყოფილებასა და გაცდენებს შორის ურთიერთობაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები და კორელაციის კოეფიციენტს ამცირებს ან ზრდის. მაგალითად, იმ ორგანიზაციებში, სადაც ავადმყოფობის შემთხვევაში ლიბერალური დახმარების პროგრამაა, ძალიან კმაყოფილი თანამშრომლებიც კი მიდრეკილნი არიან, რომ აიღონ ბევრი დასვენების დღეები.
სამსახურით კმაყოფილებას ასევე უარყოფითი კავშირი აქვს მიტოვებასთან, თუმცა ამ შემთხვევაში კორელაცია უფრო ძლიერია, ვიდრე სამსახურის გაცდენის შემთხვევაში. თუმცა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შრომის ბაზრის მდგომარეობა, ალტერნატიული სამსახურის პოვნის შესაძლებლობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა, ასევე დიდ დროს თამაშობს სამსახურის დატოვების გადაწყვეტილების მიღებაში.
დაბოლოს, სამსახურით უკმაყოფილება წარმომადგენს ისეთი ქცევების მეზეზს, როგორებიცაა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენება, სამსახურში ქურდობა, გადამეტებული ფამილარობა და სამსახურში დაგვიანება. მოკლედ რომ ვთქვათ, სამსახურით კმაყოფილება ასევე კავშირშია დევიანტურ ქცევასთან. ამიტომ თუ ხელმძღვანელს სურს, რომ გააკონტროლოს მსგავსი შემთხვევები, მან საპასუხო რეაქცია ანუ დევიანტური ქცევა კი არ უნდა გააკონტროლოს, არამედ პრობლემის წყაროს ანუ უკმაყოფილებას უნდა შეებრძოლოს.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0