x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134420
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"თამარ ბაჩალიაშვილს თავისი უფროსი უყვარდა"-ზიტა ზურაბიშვილი

image
თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებიას, რიტა ზურაბაშვილის თქმით, აწ გარდაცვლილ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა - ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

რა კითხვებს უჩენს აღმზრდელ ბებიას საქმეში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ჩართვა - ინტერვიუს სრული ვერსია „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში გავა.


შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი ძებნის შემდეგ, 21 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.გამოძიება დღემდე გრძელდება, რა დროსაც თამარ ბაჩალიაშვილის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.

0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0