x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დინამო" თბილისის ისტორიიდან-როგორ წარიმართა საბჭოთა კავშირის თასის პირველი ფინალური მატჩი
image


1936 წლის 28 აგვისტოს გაიმართა, პირველად ისტორიაში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო", ქვემოთ გაეცნობით სსრკ თასის გათამაშების წინაისტორიას და ფინალური მატჩის პერიპეტიებს.



პირველმა გათამაშება სსრკ თასზე 1936 წლის 18 ივლისს დაიწყო და დასრულდა 28 აგვისტოს. გათამაშებაში მთლიანად 94 გუნდი მონაწილეობდა - 28 ოსტატთა გუნდი და ფიზკულტურული კოლექტივთა 66 გუნდი, ამ სქემით გათამაშება, ანუ პროფესიონალებთან ერთად ფიზკულტურული კოლექტივების გამოსვლა ექვსივე ლიგიდან 1957 წლამდე გაგრძელდა.


თბილისის "დინამომ" ფინალამდე დაამარცხა შემდეგი გუნდები:



1/32 ფინალი "დინამო" (ბათუმი) 2:0 (მანამდე პირველი თამაში ბათუმში ჩაიშალა, რა დროსაც "დინამო"(თბ) 1:0 -ს იგებდა)

1/16 ფინალი "მშენებელი" (ბაქო) 3: 2 (დამატებითი დრო)

1/8 ფინალი "დზერჟინეცი" (სტალინგრადი) 3:1

1/4 ფინალი "სპარტაკი" (მოსკოვი) 6:3 (დ.დ)(აქაც მოსკოვში თამაში ჩაიშალა ანგარიში 3:3 დროს, მოხდა გადათამაშება)

1/2 ფინალი "კრასნოე ზნამია (ნოგინსკი) 5: 1


image

1936 წლის 28 აგვისტოს მოსკოვის "დინამოს" სტადიონზე გაიმართა ფინალური მატჩი, რომელსაც ესწრებოდა 22 500 მაყურებელი, თამაშს აშუქებდა 11 ფოტოკორესპონდენტი.



შემადგენლობა:


"ლოკომოტივი"-


ნიკოლაი რაზუმოვსკი(მეკარე)

ივან ანდრეევი

ილია გვაზავდკოვი

დიმიტრი მაქსიმოვი (კ)

მიხაილ ჟუკოვი

ვიტალი სტრეკლკოვი

ალექსანდრე სემიონოვი

ალექსეი სოკოლოვი

ნიკოლაი ილინი

ვიქტორ ლავროვი

პიოტრ ტერენკოვი


სათადარიგო:

ვალენტინ გრანატკინი

ნიკოლაი მიხეევი


მთავარი მწვრთნელი:ალექსი სტოლიაროვი


დინამო


ალექსანდრე დოროხოვი(მეკარე

შოთა შავგულიძე (კ)

ედუარდ ნიკოლაიშვილი

ნიკოლაი ანიკინი

ვლადიმერ ილია ბერძენიშვილი

ვლადიმერ ჯორბენაძე

ილია პანინი

მიხეილ ბერძენიშვილი

ბორის პაიჭაძე

მიხეილ ასლამაზოვი

ნიკოლაი სომოვი



მთავარი მწვრთნელი:ჟიულ ლიმბეკი(უნგრეთი-გერმანია)


მატჩის პირველივე წუთები თბილისელთა შეტევებით დაიწყო .თუმცა თავდამსხმელთა დატყმები კარს სცდებოდა, ამ ფონზე მოსკოველთა ერთ-ერთი კონტრიერიში მე -18 წუთზე ა. სოკოლოვის გოლით დასრულდა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ლავროვმა ტერენკოვის პასი კარგად გამოიყენა და მეორე გოლი შეაგდო თბილისელთა კარში.

image

თამაშის მეორე 45 წუთმა შედეგი არ შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი აქტიურობდა, ლოკომოტივი თასს დაეუფლა. ბროლის თასის ვერცხლის სახურავზე გამოჩნდა პირველი წარწერა: „ლოკომოტივი. მოსკოვი. 1936 წ"



image

სტატისტიკა:"ლოკომოტივმა ”პირველი ტაიმის განმავლობაში 19-ჯერ დაარტყა კარისკენ ბურთი, ხოლო მეორე ტაიმში 15-ჯერ:"დინამომ" პირველ ტაიმში 21 ჯერ დაარტყა კარისკენ, მეორეში კი 12-ჯერ.


ლოკომოტივმა პირველ ტაიმში 16 საჯარიმო დარტყმა განახორციელა, დინამომ - 11, მეორე ტაიმში ორივე გუნდმა 8-8 საჯარიმო შეასრულა.


პირველ ტაიმში ლოკომოტივმა სამი კუთხური ჩააწოდა, მეორეში - 4. დინამომ პირველ ტაიმში - 5, მეორეში - 1.



"დინამოს" მეკარე დოროხოვმა პირველ ტაიმში 3 რთული დარტყმა აიღო, 2 მოიგერია, მეორე ტაიმში შესაბამისად - 4 აიღო, 3 მოიგერია. "ლოკომოტივის" მეკარე რაზუმოვსკიმ თამაშის პირველი ტაიმის განმავლობაში 2 ბურთია მოიგერია. მეორე ტაიმში აიღო 3 ბურთი, 1 მოიგე

0
282
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0