x
რომელია შენი კუთვნილი საჩუქარი?

image
ხშირია ხოლმე ის შემთხვევა როცა ერთმანეთის არ გვესმის.ეგ კი არა, უფროსწორად არ გვსურს, რომ ერთურთს გავუგოთ გვერდზე დავუდგეთ და გავამხნეოთ.სამწუხაროა, რომ ამის სურვილი არ გვიჩნდება ხოლმე, ის რაც სიკეთესთანაა დაკავშირებული თითქოს ადამიანს აშინებს უკან ხევს, ანებებს და ფარ-ხმალს აყრევინებს თან ხმამაღლა ამბობს ~ამის გაკეთება მე, არ შემიძლია~ შემდეგ კი გარბის.ამ ქმედებას კი მხოლოდ მშიშარა სჩადის...როდესაც გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ დაეხმარო სხვას და გააკეთო სიკეთე ეს შანსი არ უნდა დაკარგო რადგან მეორედ აღარ მოგეცემა ამის უფლება.შემდეგი სხვა იქნება, სხვასთან მივა სიკეთე და ასე დაივლის მსოფლიოს კარდაკარ, ადამიანთა კარებზედ მივა დააკაკუნებს და ულევ სიკეთეს დაარიგებს...სიკეთეებს დაარიგებს რა მშვენივრად და თბილად ჟღერს არა? ჩვენი მხრიდან ქმედებაც, რომ ასეთივე იყოს ჩათვალეთ, რომ სირთულე არ იარსებებდა ჰო, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩნდება ხოლმე უამრავი შეკითხვა თუ რატომ, რისთვის ან როგორ საიდან წარმოიქმნება სირთულეების ზღვა ამაზე კი არა გვაქვს ხოლმე პასუხი რადგან ეს შეცდომაა, რომელიც წარსულში დაუშვი ამას გვიან მიხვდი და არ გინდა მოინანიო.მონანიება რაღაც შეუძლებელი გგონია, თითქოს გეშინია, კანკალებ და სუსტდები ამავე წუთას იაზრებ იმასაც, რომ ჩადენილი ქმედებანი ბოროტ ძრახვას ჰგავს და ეშმაკისაკენ მიისწრაფის ის რაც ბოროტებასთან ასოცირდება სიკეთეს ივიწყებ და ანგელოზნი ფრთხებიან...სწორედაც, რომ ესაა ანალიზი ადამიანის არასწორი ქცევისა, ის სიმართლეა რომელსაც რატომღაც არავინ უსწორებს თვალს და არ უყურებს როფორც იტყვიან ხოლმე ~თვალი თვალში~ მზერას არიდებს და იქით გადააქვს მანათობელი თვალები რომელსაც ეშინიათ, ჭოჭმანობენ და იმის ფიქრნში არიან კი თქვან თუ არა როგორც ახალგაზრდობის, ძველ დროში იყო ~გვირილას სასიყვარული ტესტი~ ამისდამსგავსი ვითარება ხდება ამ დროსაც.ბოლოს პასუხი დადებითია ან უარყოფითი მაგრამ უკვე ისე ხარ დამორჩილებული ბოროტ ძალას, რომ უარს გათქმევინებს და სიმართლის დამალვას მოგთხოვს, შენც თავს დაუქნევ და მშვიდად აჰყვები მის ნება-სურვილს.ასე გაგრძელდება იქამდე სანამ ძალას არ მოიკრებ, თავს არ აწევ და საკუთარ ძალას არ დააფასებ.იმ სიკეთეს არ დააფასებ რაც ხელთ გაქვს, წარსულში გქონდა და მომავალშიც გექნება...კი არ წაგერთვა სიკეთე არამედ დროებით მიუწვდომელი იყო ის შენთვის რადგან გაცდუნა, ცდუნებას აჰყევი და ბოროტებამ შეგიპყრო თუმცა იმდენად წრფელი გული გაქვს, რომ ეშმაკი დამარცხდა ანგელოზმა კი მოიგო.ცხოვრება თამაშია ცუდსა და კარგ დღეებში, ეშმაკთან და ანგელოზთან მიმართებაში, ბოროტებასთან და სიკეთესთან თანხვედრაში ერთურთან ურთიერთდამოკიდებულებაში, საკუთარ და სხვის გრძნობებში, ახლობელისა და უცნობის სიყვარულში, დიდსა თუ პატარა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალებში..მაინც რას დაარქმევდი ამაოებას? ალაბთ, ომს სადაც მხოლოდ რეალობა იმარჯვებს...სადაც არ არსებობს ბოროტება...სადაც ერთი ერთის წინააღმდეგ იბრძვის, სადაც ყველა მართალია...ის გარემოებაც განსახილველია აქვე, რომ როდესაც რაიმე გაუგებრობა ხდება ხოლმე თუნდაც ჩხუბი ან რამე მსგავსი აქ ორი მხარე იყრის თავს...ის ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდა, განიხილავენ საკითხს რაზეც მოუვიდათ კამათი და განხილვისას კი აღმოჩნდება, რომ ორივე თავისებურად მართალია...აქვთ ისეთი უპირატესიბანი რაც ამტკიცებს რომ ორივე მხარეს თავისებური რეალობა თუ გამართლება აქვს.ამ შემთხვებაში რა ხდება? არ ვერევით მათ საქმეში, რადგან არ დაგვინახავს, არ მოგვისმენია და უბრალოდ არ ვიცით.ვითარებას ის აგვარებს ვინც ურთიერთობაში, ქცევაში, საუბარში წრფელია და არა ის ვინც იტყუება და ორპირია.ირგებს ნიღაბს და თავს ალალ-მართალ ადამიას აჩვენებს თან ძალზედ კარგადაა შენიღბული, ვერც კი შეამჩნევთ მის საფესტივალოდ აღსანიშნავ კოსტუმს და ამგვარ ნიღაბს რომელსაც ზეიმებზე ატარებენ ხოლმე მაგრამ აქ არც კარნავალი და არც რამე სხვა ტიპის ღონისძიებაა.აქ ტყუილთან გვაქვს საქმე, იმ ტყუილთან რომელიც სწორ ადამიანს უნრეგს ცხოვრებას და უწამლავს მთელ მომავალს, ართმევს საყვარელ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჩნდება უნდობლობა, ქრება ნდონის ყველა ნაპერწკალი შესაბამისად სადაც ადამიანობა და ნდობა არა იქ არ არსებობს ურთიერთობაც...ასევე ის ბევრი შემთხვებაც ყოფილა, როცა მალევე გამოაშკარავებულა სიმართლე და ორპირ ადამიანს თიხით მიმაგრებული, უამრავი წებოთი დაწებებული ნიღაბი მოსძვრომიათ და რეალური სახე სხვებისთვის დაუნახებიათ...ასეც ხდება ხოლმე, განგებამ იცის როდის, რა და როგორ რა ვითარებაში გამოავლინოს...განგება ყოველთვის რეალობას ირჩევს და იმ სიმართლეს რასაც სამართალი ჰქვია.კეთილი ადამიანი არასდროს იჩაგრება, დრო საჭიროებს ყოველივეს.ცხოვრება თავისით გაივლის ყველა განსავლელ ეტაპს, ნახავს კარგსაც და ცუდსაც მოაწყობს უამრავ გამოცდას, დააკვირდება გაშემომყოფებსა და მათ შესაძლებლობებს ბოლოს კი ყველასათვის საკადრის საჩუქარს გაამზადებს იმ სუპრიზს რომელსაც კუთვნილი პრიზი ჰქვია.ზოგი დასაწყისს ესეიგი ფოიერვერკს მიიღებს ზოგიც კი დასასრულს და ფერფლად გარდიქცევა.იმ ფერფლს რომელიც ვეღარასდოს აღდგება და ძველებურად აღარაფერი იქნება ისეთი სრულყოფილი ოდესღაც რომ იყო.სრულყოფილება ცხოვრებაში ერთხელ ევლინება ადამიანს და მეორედ კიდევ ტოვებს...როგორც სიკეთე ინერგება დაბადებისას, ცხოვრების მანძილზე კი ბოროტება იდებს ბინას არასწორი ზრახვათა დამოკიდებულება კი აქედანვე იჩენს თავს და იწყებს განვითარების საფეხურებს რომელიც სიცოცხლის დაფერფვლას გულისხმობს.საჩუქარიც კი ასეთია განათებული ცა, კაშკაშა ვარსკვლავებით სავსე ან ბნელი ცა სადაც არცერთი ციმციმა ვარსკვლავი არ ანათებს.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0