x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103477
  • ვიდეო:347757
  • სურათი:467767
6 სტერეოტიპი უფროსი თაობისგან, რაც კარიერაში და ურთიერთობაში ხელს გვიშლის
სტერეოტიპი შეიძლება სასარგებლო იყოს და სიცოცხლეც კი გადაარჩინოს. მაგალითად, უპატრონო ძაღლის თავდასხმა აიძულებს ადამიანს, ფრთხილად იყოს და წიწაკის სპრეი თან ატაროს. არსებობს საქები ქცევა, რომელსაც "ციმბირული ჯანმრთელობა" ჰქვია, თუმცა, ისეთი სტერეოტიპებიც მრავლადაა, რომლებიც არაფერს გვნებს, მაგრამ გვაღიზიანებს, მაგალითად ის, რომ ბიჭებმა ლურჯი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან, გოგონებმა კი - ვარდისფერი.


აღსანიშნავია, რომ არაერთი სტერეოტიპი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. სტატიაში გაგახსენებთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა ჩაჰბარებოდა წარსულს.






1. უფროსებს პატივი უნდა სცე.

უფროსების პატივისცემის ტრადიცია დასაბამს იმ დროიდან იღებს, როცა ჩვენს ირგვლივ ცოდნის ერთადერთ წყაროს უფროსი თაობა წარმოადგენდა. დღესდღეობით უკვე ბევრი ასეთი წყარო მოგვეპოვება, სამყარო სწრაფად იცვლება და წინა თაობის ხედვები ახალი თაობისას ხშირად ვეღარ ერგება. თანამედროვე მსოფლიოში ბებია კი არ ასწავლის შვილიშვილს ქსოვას, არამედ შვილიშვილი ასწავლის მას, როგორ გამოიყენოს მობილური ტელეფონი.


ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხუცებს აგდებულად უნდა მოვექცეთ. ყველა, ასაკის მიუხედავად, იმსახურებს ზრდილობიან მოქცევას, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მის საქციელზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა - მხოლოდ და მხოლოდ ასაკზე. მაგალითად, კამათის მოყვარული პენსიაზე გასული ადამიანი, რომელიც ხშირად ამცირებს თავის ნათესავებს, მეზობლებს და ცხოველებსაც კი ცუდად ექცევა, ძნელად თუ იქნება პატივისცემის ღირსი. ფაქტობრივად, მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში მოხალისეობს, ბევრად მეტ პატივისცემას იმსახურებს.



მოხუცებისადმი სავალდებულო პატივისცემის სტერეოტიპი შეიძლება სახიფათოც იყოს. მაგალითად ბავშვი, რომელსაც თავში ეს აზრი "ჩაუდეს", უფროსებს ვერაფერზე ეუბნება უარს და შეიძლება უცნობ ადამიანსაც კი გაჰყვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰგონია, უფროსი ადამიანი ავტორიტეტით სარგებლობს და ცუდი ვერ იქნება.

image





2. კარგი ურთიერთობისთვის დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო.

ფსიქოლოგების თქმით, ოჯახი და სიყვარული სამსახურის ან ბრძოლის ადგილი არაა. არ უნდა გიწევდეთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა ურთიერთობისთვის. ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორები მეტოქეები კი არა, ერთი გუნდის წევრები არიან. მათ შორის შეიძლება კონფლიქტი მოხდეს, მაგრამ ორივე მხარე მზად უნდა იყოს მის გადასაჭრელად. ამისთვის კი ურთიერთობაზე კი არა, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.


თუ პარტნიორთან თავს ცუდად გრძნობთ და ერთად გატარებული დრო სიამოვნებას არ განიჭებთ, თუ პარტნიორი გაიგნორებთ ან არ ესმის, რომ გულს გტკენთ, ეს ტოქსიკური ურთიერთობაა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორი ცუდია, უბრალოდ, სხვადასხვა გზით წახვედით და თქვენგან ერთი გუნდი ვერ შედგა. ასეთ გაერთიანებაში კომფორტულად ვერ იქნებით - ან მსხვერპლის პოზიცია უნდა მოირგოთ, ან მშობლის, რომელიც უგუნურ შვილს ზრდის.

image





3. სიზარმაცე ცუდია.

ყველა გადადებს ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს მოგვიანებით გასაკეთებლად, ისინი აცდენენ დილის ვარჯიშს ან კითხულობენ საინტერესო წიგნს გამოცდისთვის მომზადების ნაცვლად. როგორც წესი, ამის შემდეგ ადამიანი სირცხვილს გრძნობს საკუთარი სიზარმაცის გამო. საზოგადოებას ზარმაცი ადამიანები არ უყვარს, მათ დამამცირებელ სიტყვებს ეუბნება და სუსტი ნებისყოფის მქონედ აღიქვამს.


თუმცა, სინამდვილეში, ყველას აქვს უფლება, იყოს სუსტი. თუ სიზარმაცეს რეგულარული სახე არ აქვს, მაშინ სასირცხვილო არაფერი გაქვთ, რადგან ეს თვისება ორგანიზმს იცავს "გადახურებისგან", ზედმეტად გადაღლისგან. ხშირად, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ ადამიანი უფრო პროდუქტიული ხდება და რთული პრობლემებისთვის საინტერესო მოგვარების გზას პოულობს. ფაქტია, რომ დასვენების დროს ჩვენი ქვეცნობიერი ინფორმაციას გადაამუშავებს და ტვინს ყველაფრის სხვა მხრიდან დანახვაში ეხმარება.

image





4. "არასდროს არაფერი ითხოვო, განსაკუთრებით შენზე ძლიერი ადამიანისგან".

მიხეილ ბულგაკოვის ნოველა "ოსტატი და მარგარიტა" პოპულარული წიგნი გახდა, ავტორის ფრაზა "არასდროს არაფერი ითხოვო, განსაკუთრებით შენზე ძლიერი ადამიანისგან" კი უფროსმა თაობამ დევიზად აიტაცა. შედეგად, დღეს ბევრ ადამიანს ურჩევნია იყოს ცუდად, ვიდრე დახმარება ითხოვოს.


მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბულგაკოვმა ეს ფრაზა წიგნში ეშმაკის, ბოროტი სულის პირით თქვა. თუმცა, დაფიქრდით, რატომ არ უნდა სთხოვოთ უფროსს დაწინაურება? ან დედას ბავშვის დატოვება ორიოდე საათით? ან უცნობ მგზავრს ადგილის დათმობა ტრანსპორტში, თუ ფეხზე დგომა გიჭირთ?


ამ ფრაზას ავტორმა ისიც დაუმატა, რომ საბოლოოდ ადამიანები გაძლევენ იმას, რაც გჭირდება. მაგრამ რატომ უნდა გამოიცნონ ადამიანებმა, რა გჭირდებათ? რატომ უნდა დაგნიშნოთ უფროსმა ახალი დეპარტამენტის ვაკანტურ პოზიციაზე, თუ ამის სურვილს არ გამოთქვამთ? ის მაინც გაიხსენეთ, რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ საქველმოქმედო ორგანიზაციები მხოლოდ იმიტომ, რომ დახმარების თხოვნა არ ერიდებათ.

image





5. არსებობს კაცის სამსახური და ქალის სამსახური.

ზოგი ადამიანი ჯერ კიდევ ყოფს სამსახურს სქესის მიხედვით. მათ სჯერათ, რომ ქალებს ტექნიკური სამსახური არ შეეფერებათ, კაცებს კი შედარებით მზრუნველობითი, როგორიც თუნდაც ბავშვების ან მოხუცების მოვლაა. თუმცა, ნევროლოგიამ დაამტკიცა, რომ ტვინის მუშაობას საერთო არაფერი აქვს გენდერთან და მისგან დამოუკიდებელია.


ჩვენი ტვინი ჩვენს ცხოვრებას ირეკლავს. თუ პატარა ბიჭი ლეგოებით ხშირად თამაშობს და მისგან კონსტრუქციებს აწყობს, სავარაუდოა, რომ მომავალში ინჟინერი გახდება. თუ გოგონას მუდამ თოჯინებს აძლევენ და ასწავლიან სახლის მოვლას, მისი ტვინი ამას ეგუება. ჩვენ თავად შთავაგონებთ ბავშვებს გენდერულ განსხვავებებს; ეს არის სიმართლე და არა ის, რომ ქალის ტვინს სხვა სამსახური შეეფერება და კაცისას - სხვა.


თუ დიპლომიანი ქალი პროგრამული ინჟინერი, კაცი კი საშუალო სკოლის მასწავლებელი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათმა ტვინმა წარმატებულად აითვისა ეს სფერო. თუმცა, სტერეოტიპების მიუხედავად, ქალიც და კაციც ერთნაირადაა უმუშევრად დარჩენის რისკის წინაშე.

image




6. ქალებს ჭორაობა უყვართ.

ბევრ ადამიანს ღრმად სწამს, რომ ქალების შეკრებები სავსეა ჭორებით და ინტრიგებით და ისინი სამსახურში მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ კოლეგებისგან ახალი ამბები შეიტყონ ან თვითონ გაუზიარონ. ეს სტერეოტიპი ხშირად ხელს უშლის ქალებს დასაქმებაში.


თუმცა, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ სქესის მიუხედავად ყველას ერთნაირად უყვარს ჭორაობა და ადამიანები ამაზე ბევრ დროს ხარჯავენ - საუბრების 14%-ს სწორედ ჭორაობა წარმოადგენს. ამავე დროს, ქალების ჭორაობა უფრო ხშირად კეთილმოსურნე და ბუნებრივია, კაცებისა კი - ნეგატიური.


გარდა ამისა, პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ვთქვათ, რომ მოხუცები ახალგაზრდებზე ცოტას ჭორაობენ. ისინი უფრო ხშირად კარგს ამბობენ ვინმეზე, ახალგაზრდები კი - ცუდს. გაიხსენეთ ეს, როცა სამეზობლოში ჭორიკანებს მოკრავთ თვალს.

image

გაგვიზიარეთ თქვენთვის ნაცნობი სხვა სტერეოტიპები კომენტარებში❤





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ასეთი გარეგნობა აქამდე სირცხვილად მიიჩნეოდა, 2020 წელს კი პოპულარული გახდა

image


2. ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს

image


3. 15 ჰოლივუდელი წყვილი, რომლებიც წითელ ხალიჩას ნამდვილად დააკლდნენ

image


4. 13 ნივთი, რომელზეც მდიდრები ფულს აღარ ხარჯავენ, ღარიბები კი მათ შეძენაზე ოცნებობენ

image


5. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 15 გიჟური ისტორია წარსულიდან

image

3
189
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
189
  
17 სექტემბერი, 13:01
15 სექტემბერი, 19:48
სამწუხაროდ, ბევრია ასეთი... ადამიანი თავისი ქცევით უნდა იმსახურებდეს პატივისცემას და არა - უბრალოდ ასაკის გამო... არ მიიტანოთ გულთან ახლოს❤
15 სექტემბერი, 17:14
პირველს რომ ვკითხულობდი, ერთი-ერთში დაემთხვა ჩემს ზედა მეზობელს, გაგიკვირდება და ვიზუალურადაც როგორ გავს :))) ძალიან უზნეო და ცუდად აღზრდილი ქალია და შენიშვნა რომ მივეცი კარანტინის დროს, (მეტის მოთმენა აღარ შეიძლ;ებოდა) რამხელათი უფროსი ვარ და როგორ მელაპარაკები ამ ხნის ქალსო, არ იცი რომ უფროსებს პატივი უნდა სცეო? და ისტერიკული სიცილი ამიტყდა, რასაც შენ აკეთებ, იმასთან ჩემი შეპასუხებაა უზრდელობათქო?!! გადამრია.
0 1 3