x
image
_K_
7 აშკარა ნიშანი იმისა, რომ თავდაჯერებულობა გაკლიათ

დაბალი თვითშეფასება ისთი რამეა, რაც არასდროს უნდა გამოსცადოთ. გარდა იმისა, რომ ცხოვრებით ტკბობაში გიშლით ხელს, შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პრობლემები, სტრესი და დეპრესია, როგორც სპეციალისტები ამბობენ.


რადგანაც ეს პრობლემა საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. გაგაცნობთ 7 ნიშანს იმისა, რომ თავდაჯერებულობა გაკლიათ, რის შემდეგაც შეგიძლიათ, მათ მოგვარებაზე დაიწყოთ მუშაობა.






1. არ იღებთ კომპლიმენტებს.

თავმდაბლობა კარგი რამაა, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. თუ ძალიან მოკრძალებულად მოიქცევით, შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ საკუთარი თავის საკმარისად არ გჯერათ. ისწავლეთ ერთმანეთისგან გარჩევა სიტუაციებისა, როცა უნდა გამოიჩინოთ თავმდაბლობა და როცა უნდა მიიღოთ კომპლიმენტი და ქება.


გარდა ამისა, ერთ-ერთი ახალი კვლევის თანახმად, სიამაყე ევოლუციასთანაა კავშირში. ჩვენს წინაპრეს ის სჭირდებოდათ, რათა ტომის/ოჯახის წევრების თვალში ღირებულება ჰქონოდათ.


image





2. საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამთ.


ეს საკუთარ თავში დაუჯერებელი ადამიანის ჩვეულებრივი ჩვევაა. მას არ სჯერა, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია და მიაჩნია, რომ რაც შეძლო, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტივი იყო.

image





3. ფიქრობთ, რომ სხვები მხოლოდ თქვენს ნაკლს ამჩნევენ დ განგსჯიან.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი საკუთარ თავს დიდი კრიტიკით უდგება. შინაგანი კრიტიკა კი ხშირად განსხვავდება რეალურისგან. ის ფიქრობს, რომ გარშემომყოფები მასში მხოლპოდ ნაკლს ამჩნევენ და დასცინიან, მაშინაც კი, თუ ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

image





4. ყოველთვის სხვის აზრს იშველიებთ.

დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი აშკარა ნიშანი საკუთარი აზრის გამოხატვის შიშია. უფრო მარტივია, მოიშველიოთ სხვისი ხედვა, რადგან ასეთ ადამიანებს ავტორიტეტულად და თქვენზე ღირებულად მიიჩნევთ.

image





5. არასდროს ინებივრებთ თავს.

ადამიანები, რომლებსაც თავდაჯერებულობა აკლიათ, იშვიათად თუ აკეთებენ რამეს საკუთარი სიამოვნებისთვის. მათ ურჩევნიათ, მოიფიქრონ მილიონი მიზეზი ამის არგასაკეთებლად, ვიდრე გააკეთონ ის, რაც ოდნავ მეტად გააბედნიერებთ. დაბალ თვითშეფასებასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია იმ საქმის გაკეთება, რაც გსიამოვნებთ.

image






6. საკუთარ თავს სხვებს ადარებთ და ფიქრობთ, რომ თქვენზე უკეთესები არიან.

თუ ერთ წუთსაც ვერ ძლებთ იმის გაფიქრების გარეშე, რომ რაღაცის გაკეთება სხვას უკეთესად შეეძლო, თვითშეფასებაზე ნამდვილად სამუშაო გაქვთ. ფსიქოლოგები გირჩევენ, შეწყვიტოთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან - მარტო იმიტომ კი არა, რომ ეს გსტრესავთ, არამედ იმიტომაც, რომ ხშირად არასწორ დასკვნებს გამოიტანთ.

image





7. არასდროს რისკავთ, რადგან შეცდომის დაშვების გეშინიათ.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს შეცდომების დაშვების ძალიან ეშინია, ამიტომაც არასდროს რისკავს და ერთფეროვანი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ასეთი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა და აბსოლუტურად უმტკივნეულო შეცდომაც კი უფრო უდაბლებს თვითშეფასებას.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავტოვოთ კარგი პირველი შთაბეჭდილება - 7 მარტივი ხერხი ექსპერტებისგან

image


2. ეს 16 ხერხი დაგეხმარებათ, გამოიცნოთ, რას ფიქრობენ ადამიანები

image


3. როგორ ამოვიცნოთ 8 სახიფათო მენტალური დაავადება - ეს უნდა იცოდეთ!

image


4. 12 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ, რაც ცოტა ადამიანმა იცის

image


5. ეს 12 ფაქტი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულია

image

0
355
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0