x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა ქირურგებმა წარმატებით განახორციელეს ოპერაცია და ტრავმის გამო მოწყვეტილი სასქესო ორგანო სრულფასოვნად აღუდგინეს მამაკაცს.


image ბრიტანელმა ქირურგებმა წარმატებით ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია: მათ მამაკაცს ოპერაციის შედეგად მიუკერეს დიდი ხნის დაგვიანებით ტრავმის გამო მოწყვეტილი მამაკაცის სასქესო ორგანო. აღნიშნული ოპერაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევებიდან ერთადერთია, როცა პაციენტს თითქმის 24 საათის მერე სისხლის მიმოქცევის არმქონე ორგანო მიუკერეს თავის ადგილზე, თან ისე, რომ ორგანო სრულფასოვნად აღსდგა ფუნქციურობის თვალსაზრისით.
ოპერაცია ძალზე დიდხანს მიმდინარეობდა, ბრიგადას ბრიგადა ცვლიდა, ოპერაციაში სისხლძარღვთა ქირურგებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც სკრუპულოზური სიზუსტით აღადგინეს თითოეული სისხლძარღვი და თითოეული მყესიც თავის ადგილს დაუბრუნეს.
ოპერაციიდან ექვსი დღის მერე ოპერაციაში მონაწილე ექიმებმა განაცხადეს, რომ პაციენტმა ბუნებრივი გზით დაიწყო შარდვა სრულფასოვნად და რომ ორგანომ სრულად აღიდგინა ნორმალური მდგომარეობა. ქირურგების მიერ ზემაღალი სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის შედეგად მამაკაცის სასქესო ორგანოს ერექციის უნარიც დაუბრუნდა.
მსოფლიოში სულ 100-ი ოპერაციაა ჩატარებული ამ სახის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპერაციები ტარდებოდა ტრავმიდან რამდენიმე წუთში თუ რამდენიმე საათში თუმცა შედეგი მუდამ დადებითი არ იყო, აღდგენილი სასქესო ორგანო ვერ ასრულებდა მის დანიშნულებას.
ექიმების განცხადებით როცა სასქესო ორგანოს ამპუტაცია ხდება მიზეზთა გამო, დროს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, სასურველია დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოპერაცია რაც წარმატების საწინდარი ხდება. თუმცა აღნიშნული შემთხვევა ის უნიკალური გამონაკლისი გახდა, როცა დიდი დროის გასვლის მიუხედავად ბირმინგემელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს იდეალური ეფექტურობით.
პაციენტი 34 წლის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა, მან პენისის დაზიანებით სცადა სუიციდი. პაციენტი 15 საათის მერე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც, როგორც უკვე გითხარით უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა.

0
36
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
36