x
image
არჩილ ვერულიძე
როგორ დაიღუპა მარკუს ლიცინიუს კრასუსი.
image

იულიუს კეისარი და მარკუს კრასუსი აქტიურად უჭერდნენ მხარს ერთმანეთს პოლიტიკაში: კრასუსი ხშირად აფინანსებდა კეისრის პოლიტიკურ კამპანიას, ხოლო არმიაში პოპულარული კეისარი უზრუნველყოფდა მას სამხედრო მხარდაჭერით. ასე მიიღო კრასუსმა სირიის კონსულის თანამდებობა ძვ.წ. 55 წლის იანვარში. არჩევნების დროს, ლეგატმა პუბლიუს კრასუსმა, მარკუს კრასუსის ვაჟმა, კეისრის ჯარისკაცების რაზმის დახმარებით უზრუნველყო სასურველი შედეგის მიღება. ამასთან, ყველა ტრიუმვირიდან, რომლებიც ერთობლივად მართავდნენ - კეისარი, კრასუსი და პომპეუსი, კრასუსი ყველაზე ნაკლებად იყო ცნობილი, როგორც მხედართმთავარი. მას არ მიუღია ტრიუმფი, რასაც ძალიან განიცდიდა. კონსულის პოსტი სირიაში ამის საშუალებას იძლეოდა, კრსუსი ამ შანსის სრულიად გამოყენებას აპირებდა.


კეისარმა რომისთვის დაიპყრო ევროპის ჩრდილოეთი, პემპეუსი კი ცნობილი იყო მითრიდატეზე გამარჯევბის გამო, კრასუსს არანაკლები წარმატება ესაჭიროებოდა. მაგალითად პართიის სამეფოსთან ომში. ძვ.წ. 54 წელს რომის არმია კრასუსის მეთაურობით შეიჭრა მესოპოტამიაში. მას ჰყავდა 7 ლეგიონი და გალიური კავალერია, სულ 40 ათასი კაცი. ქვეითი და დაახლოებით 1500 ცხენოსანი.კრასუსს მიაჩნდა, რომ ეს ძალები საკმარისზე მეტი იყო. იმ დროისთვის პართიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ძმათა მითრიდატესა და ოროდს შორის, ასე რომ თავდასხმის მომენტი კარგად იქნა შერჩეული. გარდა ამისა, ამ მხარეში მრავალი ბერძენი ჩამოსახლებული გადადიოდა რომაელთა მხარეს. მათ მარტივად მოახერხეს რამდენიმე ქალაქის დაპყრობა და დაამარცხეს პართიელი მეფისნაცვლის სილაკის სამხედრო შენაერთები.

image (პართიული მონეტა ოროდ II- ის პროფილით. ძვ.წ. I საუკუნე )



მალე რომაელთა ჯარები უკვე აკონტროლებდნენ მესოპოტამიის მთელ ჩრდილოეთს. მთელი ამ დროის განმავლობაში პართიელებს რომალებისთვის "არ სცხელოდათ" სწორედ მაშინ ოროდის ჯარებმა შტურმით აიღეს სელევკია და დაატყვევეს მითრიდატე. პრო-რომაული პართია განადგურდა, სამეფო გაერთიადნა და შეეძლო მთელი თავისი ძალა რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ მიემართა. მაგრამ დადგა გვიანი შემოდგომა, შემდეგ კი ზამთარი, კომფლიქტის ორივე მხარემ დროებით შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები. რომაელებმა გარნიზონები დატოვეს დაპყორბილ ქალაქებში, არმიის ძირითადი ნაწილი დაბრუნდა სირიაში. გაზაფხულისათვის სომხეთის მეფის არტავაზდ II- ის ჯარი უნდა მოახლობულიყო, რომელიც აღმოსალეთიდან შეუტევდა პართიას. თითქოს კრასუსის ტრიუმფი ახლო ოყო.

image

ძვ.წ. 53 წლის გაზაფხულზე ომი განახლდა. პართიელები იძულებულნი გახდნენ თავიანთი ჯარი ორ ნაწილად გაეყოთ. პართიელ ქვეითთა დიდი ნაწილი მეფე ოროდ II- ის მეთაურობით სომხებისკენ გაემართა, ხოლო მთავარი საკავალერიო ძალები, ცნობილი პართიის კატაფრაქტები 10 ათასი ცხენოსანი, საუკეთსო პართიელი მხედართმთავრის სურენის მეთაურობით რომაელებზე თავდასხმისთვის მოემზადა. კრასუსს ახლა 7 ლეგიონი ჰყავდა, 4 ათასი ცხენოსანი (გალიური კავალერიიდან დამატებითი ძალები), 4 ათასი მსუბუქი ქვეითი ჯარისკაცი, სულ 45 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, კრასუსს ჰყავდა მოკავშირე, ედესას მეფე აბგარი, რომელმაც კარგად იცოდა ეს ტერიტორია. მან რომაელთა ჯარები ევფრატიდან ტიგროსისკენ წაიყვანა, უმოკლესი გზის გავლით.

image

აბგარი პართიელთა ჯაშუში გამოდგა, რომაელები უწყლო მხარეში აღმოჩდნენ ძვ.წ. 53 წლის 9 მაისი. უდაბნოში გრძელი მოგზაურობით დაქანცული რომაელები, როგორც იქნა შეხვდნენ პართიელთა ძირითად ძალებს, დაიწყო "კარრას ბრძოლა" რომაენებმა თავდაცვითი პოზიცია დაიკავეს და იწყეს მდინარე "ბელისუს" გადალახვა. პართიელები შეტევაზე გადავიდნენ, ამასთანავე რომაელებს "ისრების წვიმა" დააყარეს. მაგრამ მალევე უკან დაიხიეს, თითქოს გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, სიმამდვილეში რომაელებს ალყა შემოარტყეს. რომაულმა მსუბუქმა ძალებმა დევნის განხორციელება სცადეს, მაგრამ მათ ცეცხლი გაუხსნეს ყოველი მხრიდან, რითიც აიძულეს დაბრუნებულიყვნენ ძირითად ჯართან.

image

ასე გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. პართიელები არ ერთვებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში: ყოველ ჯერზე უკან იხევდნენ, უტევდნენ რომაელებს ფლანგებიდან, ისევ და ისევ აყრიდნენ " ისრების წვიმას"კრასუსის ვაჟი პუბლიუსი დიდი რაზმით გადავიდა შეტევაზე. პართიელებმა ისევ "პანიკით" დაიხიეს უკან პუბლიუსი მათ დაედევნა. ძირითადი ძალებისგან მოშორებით პუბლიუსი ალყაში აღმოჩნდა, ის მოკლეს, მისი თავი სარზე წამოაგეს. 5800 ადამიანიდან დაახლოებით 500 იქნა დატყვევებული, სხვები დაიღუპნენ. რომის არმიის დანარჩენი ნაწილი ნელა მოძრაობდა ამ რაზმის მიმართულებით, მალევე მათ დაინახეს თანამებრძოლთა ცხედრები და პუბლიუსის მოკვეთილი თავი, რომელიც სარზე იყო წამოგებული.

image

რომაელებისთვის საბედნიეროდ, დაღამდა და პართიელებმა შეაჩერეს საბრძოლო მოქმედებები. რომაელებმა ნაჩქარევად უკან დაიხიეს ქალაქ კარრისკენ, ამასთანავე მიატოვეს 4 ათასი დაჭრილი თანამებრძოლი. მეორე დილით სურენმა რომაელებს დანებება შესთავაზა, მაგრამ მათ სირიისკენ გაქცევა არჩიეს. ეს მხლოდ კვესტორმა ლონგინუსმა და მისმა რაზმმა - 500 ცხენოსანი, მოახერხა.

image

კრასუსს ოთხი კოჰორტის თანხლებით პართიელები წამოეწივნენ. კრასუსმა სურენთან მოლაპარაკება გამართა, რომელიც თითქოს წარმატებით დასრულდა, მაგრამ როდესაც რომაელებს ახალ ცხენებს გადასცემდნენ, რათა მათ შესძლებოდათ გზის გაგრძელება, მოხდა გაუგებორობა, რომელიც შეტაკებით და რომაელი სარდლების დახოცვით დასრულდა. კრასუსი მძიმედ დაიჭრა, იგი მოკლა ერთ-ერთმა თავისიანმა, რათა პართიელებს არ ჩაეგდოთ ტყვედ. ასე დასრულდა ამ რომაელი პოლიტიკოსის სიცოცხლე. კრასუსის მოკვეთილი თავი იროდ II-ს გაუგზავნეს.



0
349
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0