x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103600
  • ვიდეო:347827
  • სურათი:467971
"ზუსტად ვიცი, პაოლო იაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი საყვარელი იქნებოდა"-იუნა შაფათავა(ვიდეო)
image

იუნა შაფათავამ youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პაოლო იაშვილის ლექსს"ძახილი"(მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება)ზაქარია ფალიაშვილის დაისის უვერტიურის ფონზე კითხულობს, ხოლო თავად ელენე დარიანს განასახიერებს.პარალელურად იუნამ ვიდეოს პოსტი დაურთო სოციალურ ქსელში:


"ყველაზე ასექსუალური ერი როდემდე უნდა იყოთ....სულ არ მაინტერესებს არავისი აზრი. ზუსტად ვიცი, პაოლო იაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი საყვარელი იქნებოდა და მისი ელენე დარიანი ვიქნებოდი ზუსტად...და ასეთი წარმომიდგენია მე ის, ვნებიანი, ლტოლვით და ცხოვრების ჟინით აღსავსე!


დამეწიეთ ვნებაში!!! გეყოთ ეს გოიმობა და ხანჟობა!!! ქალი უნდა იყოს ვნებიანი, სასურველი, ბედნიერი!!!!
გეყოთ გოიმური ისტერიკები თავისუფალ და ბედნიერ ქალებზე!!!!
იყავით თავისუფლები და ბედნიერები!!!
უბედურია საზოგადოების "აზრის" შიშით შეპყრობილი ადამიანი!
მე მიყვარს ეს ცხოვრება და მადლობა უსასრულობას. ჩემი ცხოვრების ჟინისთვის!!



მე ბედნიერი ქალი ვარ, ჩემს თავისუფლებაში და ეს - ჩემი შემოქმედებითი ხედვაა, მოგწონთ ეს თქვენ თუ არა, მეასეხარისხოვანია ჩემთვის, რადგან ჩემი შემოქმედებითი განცდა, ჩემთვის პირადად, ჩემი შემოქმედებითი დაკმაყოფილება, ჩემთვის, პირველხარისხოვანია.


არტისტი ვერ შედგება, თუ ფიქრობს იმაზე, რას იტყვის ხალხი! არც პაოლო იაშვილი დაწერდა ამ ვნებას, თქვენი შიში რომ ჰქონოდა!!! არ არსებობს ხელოვნება შეზღუდვებზე გათვლით, ეგ უკვე ცენზურაა!
ხელოვნებას და თვითგამოხატვას არ აქვს ლიმიტი!!!!


ამიტომაც არის ხელოვნება მხოლოდ ნამდვილად თავისუფალი ხალხის ხვედრი და მხოლოდ აბსოლუტურად თავისუფლები, ქმნიან უკვდავებას!!
მე არასოდეს მექნება 100% რეიტინგი, რადგან ყველასთვის არ ვარ გასაგები და ბედნიერი ვარ ამით!!!


გისურვებთ, შეძლოთ საკუთარი სურვილების გამოხატვა და რეალიზება, მაშინ იგრძნობთ, თავისუფლების ხარისხს და ეიფორიას...

მხოლოდ დრო გვეტყვის, ვინ სად როდის რა "რეიტინგს" დავდებთ, კაცობრიობის ისტორიაში და შედეგი, ადამიანების სიყვარულის ნიჭში, სიყვარულის გავრცელებაში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუთუ რა ბრმა და ყრუ უნდა იყო, ვერ მიხვდე ამას...

მადლობა პაოლო იაშვილს, შორეული მომავლიდან, ჩემებური ელენე დარიანი გიძღვნით მადლობას, ვნებიანი სტრიქონების ჩუქებისათვის და იმედია, მოგეწონებით, პაოლო, ცისფერ შორეთში ! -წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.

image

image

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,

მარგალიტები, იაგუნდები….

არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!

არ დაბრუნდები?


თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,

სევდიანია ღამე მძინარი,

ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე…

არავინ არი…


ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს,

სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?

მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს,

შენ რომ გიყვარდა…


მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები…

დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი,

ნუ გვიანდები…


არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…

დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით…

ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას

თეთრი მკლავებით...

1
163
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
163
  
30 აგვისტო, 19:59
იუნა როდის მომატ.....ინებ?
0 1 1